QBank

სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა

სამკურნალო რეზიდენტურა

2744 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

981

ფეოქრომოციტომასთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია:

982

ადისონის დაავადება გამოვლინდება:

983

13 წლის მოზარდი უჩივის ბოლო 3 კვირის განმავლობაში წონაში დაკლებას, გაძლიერებულ წყურვილს და შარდვას. ეჭვი იქნა მიტანილი ტიპი 1 შაქრიან დიაბეტზე. სისხლის ანალიზი დიდი ალბათობით გვიჩვენებს:

984

ხვოსტეკისა და ტრუსოს ნიშნები სადიაგნოსტიკო საშუალებაა:

985

30 წლის მამაკაცი უჩივის წონაში მატებას, დორსოცერვიკალურად ცხიმის დაგროვებას და პროქსიმალურ სისუსტეს. შარდში თავისუფალი კორტიზოლი მნიშვნელოვნადაა მომატებული და მისი სუპრესია დექსამეტაზონით არ ხდება. ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის აღმოჩენა პლაზმაში არ ხერხდება. რომელია მომდევნო საუკეთესო სადიაგნოსტიკო ტესტი?

986

55 წლის ქალი 10 წელია პერიოდულად უჩივის გონების დაბინდვას ან დაკარგვას, რასაც ადგილი აქვს ან დილით ადრე ადგომისას ან ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ამ ეპიზოდებს წინ უძღვის ან თან ერთვის კანკალი, ოფლიანობა და გულის ფრიალი. ავადმყოფის მეუღლემ შეამჩნია, რომ გონების დაკარგვას თან არ ერთვოდა გულყრა და საკვების მიღება სიმპტომების პრევენციის საშუალებას იძლეოდა. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან სავარაუდოდ რომელია ავადმყოფის ამ მდგომარეობის მიზეზი?

987

29 წლის ქალს თავის ტრამვის შემდეგ აღენიშნება ძლიერი დეჰიდრატაცია, მიუხედავად დაუოკებელი წყურვილისა (პოლიდიფსია). ავდმყოფს ასევე აღენიშნება პოლიურია. რა არის პაციენტის სავარაუდო დიაგნოზი?

988

20 წლის ქალიშვილი უჩივის ცხელებას, ყელის ტკივილს და ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას, რომელიც მტკივნეული და პალპაციით მგრძნობიარეა. 2 კვირის წინ ავადმყოფს ჰქონდა წითელა. პაციენტის სავარაუდო დიაგნოზია:

989

35 წლის ქალს პალპაციით აღენიშნება გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი. ლაბორატორიული მონაცემებით სოსხლში "T4" და "T3" ნორმის ფარგლებშია, ხოლო თიროიდ-მასტიმულირებელი ჰორმონი ("TSH") – ზომიერად მომატებული. სისხლის პლაზმაში აღინიშნება თიროიდმასტიმულირებელი იმუნოგლობულინის ნიშნები და ანტიმიკროსომული ანსხეულების არსებობა. სავარაუდო დიაგნოზია:

990

ადისონის დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია:

991

ქალის მენსტრუალურ ციკლში ფოლიკულო-მასტიმულირებელი ჰორმონი იწვევს:

992

ჰიპერალდოსტერონიზმისთვის ტიპური არ არის:

993

მეორადი ჰიპერალდოსტერონიზმისთვის ტიპური არ არის:

994

17 წლის ქალიშვილს აღენიშნება ჰირსუტიზმი, ჰიპერგლიკემია, სიმსუქნე, კუნთების განლევა და ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის მაღალი დონე სისხლში. რა არის ამ მდგომარეობის მიზეზი?

995

ჰიპოგლიკემიისას დიფერენციული დიაგნოზი უნდა გატარდეს:

996

ჭარბი წონის 35 წლის ქალი, ბოლო პერიოდში, მიუხედავად გაზრდილი მადისა, უჩივის წონაში კლებას, გარეთა სასქესო ორგანოების ქავილს და ღამით ხშირ შარდვას. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:

997

50 წლის მამაკაცს პოლიურიით, პოლიდიფსიით, გლუკოზურიით, მაგრამ შარდში კეტო სხეულებზე უარყოფითი რეაქციით, შეიძლება ჰქონდეს:

998

33 წლის მამაკაცი უჩივის ადვილად დაღლილობას, სისუსტეს, უმადობას, გულისრევას, ღებინებას და ჰიპოტენზიას. ბოლო თვეში წონის კლებამ შეადგინა 10 კგ. გამოკვლევისას აღინიშნება კანისა და ლორწოვანი გარსების პიგმენტაცია. სავარაუდო დიაგნოზია:

999

ოსტეომალაცია არ შეიძლება ასოცირებული იყოს:

1000

რა არის ადრენოკორტიკალური უკმარისობის წამყვანი ობიექტური სიმპტომი?

განმარტებები