სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა
სამკურნალო რეზიდენტურა
30 წლის მამაკაცს გაეღვიძა გულმკერდის არეში ტკივილით და სუნთქვის უკმარისობის შეგრძნებით. ტკივილი გადაეცემა ზურგში და პაციენტს აიძულებს იჯდეს ლოგინში წინ გადახრილ პოზაში. ზოგადად იგი თავს ჯანმრთელად გრძნობდა, თუ არ ჩავთვლით, რომ 2 კვირით ადრე აწუხებდა ყელის ტკივილი. ტემპერატურა: 37,8“C“0, გულისცემის სიხშირე: 110 წუთში, სისხლსი წნევა: 125/90 მმ.ვწ.სვ. გულმკერდის რენტგენოგრაფიით - ნორმა; ეკგ: „ST“ სეგმენტის ელევაცია სამივე სტანდარტულ და გულმკერდის განხრებში. რომელია ერთ ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი:
20 წლის ქალს აღენიშნება გაძლიერებული გულისცემა ბოლო 6 საათის განმავლობაში. მას ადრეც ჰქონია ასეთი ეპიზოდები, მაგრამ არასოდეს გახანგრძლივებულა. ეკგ-ზე რეგულარული რითმი, 160 წთ-ში და ინვერტული „P“ კბილით II, III, „aVF“ განხრებში, ვიწრო „QRS“ კომპლექსებით. ვაგუსის სტიმულაცია უშედეგო აღმოჩნდა. 6 მგ ადენოზინის ი/ვ შეყვანამ აღადგინა ნორმალური სინუსური რითმი (90 წთ-ში). რომელია ტაქიკარდიის ყველაზე უფრო სავარაუდო ლოკუსი?
44 წლის მამაკაცს უეცრად დაეწყო ტკივილი გულმკერდში ირადიაციით ქვედა ყბაში, ასევე ოფლიანობა და გულისრევის შეგრძნება. ეკგ-ზე აღინიშნება „ST“ ელევაცია „V1-V6“, I და „aVL“ განხრებში. რომელი კორონარული არტერიაა ყველაზე მაღალი ალბათობით ოკლუზირებული?
73 წლის ქალს გასული 3 კვირის განმავლობაში აღენიშნება სუნთქვის უკმარისობა. მას ამჟამად დასაძინებლად ჭირდება 4 ბალიში ნაცვლად ორისა, რომელსაც იგი ადრე იყენებდა; დღის ბოლოს აღენიშნება ბილატერალური შეშუპება კოჭ-წვისი არეში. იგი რეგულარულად იყენებს საინჰალაციო სტეროიდს ასთმის გამო, თუმცა არასდროს არ ყოფილა რაიმე მიზეზით ჰოსპიტალიზირებული. რომელია ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი?
მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე პერიოდში ლეტალობას ამცირებს:
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის გართულებას არ წარმოადგენს:
ეკგ-ზე მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტირებას ართულებს:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია ნაჩვენები მიტრალური სტენოზის დროს?
აორტის სტენოზის შემთხვევაში სტენოკარდიული შეტევის კუპირებისთვის მოწოდებულია:
ავადმყოფი მამამაკაცი, 48 წლის, აწუხებს ხველა "ჟანგისფერი" ნახველით, ტემპერატურის მომატება, ტკივილი მარჯვენა გვერდში. ინსპექციით - გულმკერდის მარჯვენა ნახევარი ჩამორჩება სუნთქვაში. პალპაციით - მარჯვნივ ბეჭის ქვემო არეში მოყრუება. იმავე მიდამოში აუსკულტაციით მოისმინება ბრონქული სუნთქვა, გამოხატული ბრონქოფონია. დაასახელეთ დაავადება, რომელსაც ახასიათებს ზემოთ აღწერილი სიმპტომები:
პლევრის ღრუს ექსუდატისთვის დამახასიათებელია:
ავადმყოფი მამაკაცი 54 წლის, აწუხებს ქოშინი გაძნელებული ამოსუნთქვით მცირე ფიზიკური დატვირთვის დროს ანამნეზში- ეწევა სიგარეტს დიდი რაოდენობით. ინსპექციით -კასრისებური გულმკერდი. ფილტვის პერკუსიით -კოლოფისებური ხმიანობა. აუსკულტაციით - შესუსტებული ვეზიკულური სუნთქვა. დაასახელეთ პათოლოგიური პროცესი, რომელიც იძლევა ზემოთ აღწერილ სიმპტომოკომპლექსს:
ჰემოპტოეს არ იწვევს:
ავადმყოფი ქალი, 30 წლის. აღენიშნება ზომიერი ქოშინი დატვირთვისას, ართრალგია, ცხელება, კვანძოვანი ტიპის გამონაყარი. ფიზიკური გამოკვლევით დაუდგინდა ჰეპატო-სპლენომეგალია, ლიმფადენოპათია. გულმკერდის რენტგენოგრამაზე ორმხრივი პულმონური ლიმფადენოპათია. სავარაუდო დიაგნოზია:
ქრონიკული ბრონქიტის გართულებებს არ მიეკუთვნება:
ფილტვის ემფიზემისთვის არ არის დამახასიათებელი:
დაასახელეთ დაავადება, რომლის დროსაც ნახველში არის კურშმანის სპირალები და შარკო-ლეიდენის კრისტალები:
ჩამოთვლილი ტესტებიდან ყველაზე ზუსტად რა განასხვავებს ფილტვების რესტრიქციულ დაავადებებს ობსტრუქციულისაგან?
ფილტვების რა სახის დაზიანებაა დამახასიათებელი სისტემური წითელი მგლურასთვის?
30 წლის ავადმყოფი მამაკაცი, კლინიკაში შემოვიდა შებრუნებითი მორეციდივე პნევმონიის დიაგნოზით, ქრონიკული პროდუქტიული ხველით ჩირქოვანი ნახველის გამოყოფით, ზოგჯერ სისხლის მინარევით ზოლების სახით, ხველა ძლიერდება დილაობით და დაწოლისას, მტევნის ფალანგების ფრჩხილები დოლის ჩხირების ფორმის. ფილტვების უკანა-ქვემო წილებზე ისმის სველი ხიხინი. სავარაუდო დიაგნოზია: