სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა
სამკურნალო რეზიდენტურა
ნიუ-იორკის კარდიოლოგთა ასოციაციის (“NYHA") კლასიფიკაციით, რომელ ფუნქციურ კლასს განუსაზღვრავდით პაციენტს, რომელსაც აქვს ფიზიკური აქტივობის აშკარა შეზღუდვა, თუმცა თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს მოსვენებულ მდგომარეობაში, ამასთან მცირე დატვირთვა იწვევს სიმპტომების გაჩენას:
გულის ქრონიკული უკმარისობის დიაგნოსტიკის ე. წ. ფრემინგემის დიდ კრიტერიუმებს არ მიეკუთვნება:
გულის ქრონიკული უკმარისობის დიაგნოსტიკის ე. წ. ფრემინგემის მცირე კრიტერიუმებს არ მიეკუთვნება:
გულის უკმარისობის მკურნალობის მიზნით ანგიოტენზინმაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორების მიღება სრულიად უსაფრთხო იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ:
ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელი ითვლება საგულე გლიკოზიდის დანიშვნის ჩვენებად:
გულის ქრონიკული უკმარისობით პაციენტებში სპირინოლაქტონის დანიშვნის უკუჩვენებაა:
რესტრიქციული კარდიომიოპათიის მიზეზებს არ მიეკუთვნება:
მძიმე მიოკარდიტის შემთხვევაში ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია:
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის სარწმუნო ეკგ ნიშნებია:
ეკგ-ზე სინუსური რითმის ნიშნებს არ მიეკუთვნება:
ყველაზე ათეროგენულ ლიპოპროტეიდებად მიჩნეულია:
42 წლის მამაკაცი მოთავსდა გადაუდებელი თერაპიის გაყოფილებაში, იმის გამო, რომ მოულოდნელად დაეცა ძუნძულით სირბილის დროს. მან დაკარგა გონება და მიიღო თავის ქალას დახურული ტრავმა. უარყოფს რაიმე პროდრომულ სიმტომს. არასოდეს ჰქონია თავბრუხვევა, მხოლოდ იშვიათად აღენიშნებოდა ჰაერის უკმარისობა. თვითმხილველის ჩვენებით პაციენტს არ აღენიშნებოდა გულყრა და უგონოდ იყო მხოლოდ 1-2 წუთით. პაციენტი რაიმე მედიკამენტს არ იღებს. არტერიული წნევა 110/58 mm Hg. მეორე ტონის აორტული კომპონენტი შემცირებულია. მარჯვნივ მეორე ნეკნთაშუა სივრცეში მოისმინება განდევნის ტონი და სისტოლური შუილი. სავარაუდო დიაგნოზია:
67 წლის ქალი, მიყვანილი იქნა გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაში, ჩივილით უსიამოვნო შეგრძნებაზე გულმკერდის არეში და გულის ფრიალზე. პულსი 110 წუთში, არარეგულარული, გულისცემათა სიხშირე 140 წუთში. აუსკულტაციით პირველი ტონი არარეგულარული, სხვადასხვა ამპლიტუდის. რომელია სწორი დიაგნოზი?
პაციენტს, გულმკერდის არეში ტკივილით, ეკგ-ზე აღენიშნება „ST“ სეგმენტის კონკორდანტული ელევაცია, გულისცემა სიხშირით 105 წუთში. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია არჩევის მედიკამენტი?
38 წლის ქალს,ზომიერი ჰიპერტენზიით დაენიშნა ჰიდროქლორთიაზიდი. მეორე დღეს პაციენტი მოთავსდა გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაში ჰიპოტენზიის გამო. ეკგ ნორმის ფარგლებშია. ჰიპოტენზიის კორექციის შემდეგ რა პათოლოგიის არსებობაზე უნდა ვიფიქრით?
65 წლის მამაკაცს აღენიშნება მბერავი დიასტოლური შუილი მკერდის ძვლის მარჯვენა კიდესთან. თქვენი წინასწარი დიაგნოზია:
თუ პაციენტი არის ახალგაზრდა და განუვითარდა სინკოპე ფიზიკური დატვირტვისას, უპირველესად რა უნდა გამოირიცხოს?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელს ახასიათებს პერიკარდიუმის ღრუში გამონადენი პერიკარდიტის გარეშე:
პერიკარდიტის მკურნალობისას არ არის სასურველი:
84 წლის მამაკაცს ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღენიშნება ტკივილი მკერდის ძვლის უკან; იგი აღნიშნავს, რომ მდგომარეობა უარესდება დატვირთვისას, როცა ის თავის სართულზე კიბეებით ადის. პაციენტს აქვს შაქრიანი ტიპი 2, საყლაპავის დიაფრაგმალური ხვრელის თიაქარი. ტემპერატურა: 37,1“C“0, გულისცემის სიხშირე: 95 წუთში, სისხლის წნევა: 165/95 მმ. ვწ. სვ. ეკგ და გულმკერდის რენტგენოსკოპია ნორმაშია. რომელია ერთი ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი: