QBank

სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა

სამკურნალო რეზიდენტურა

2744 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

2021

ახალგაზრდა ქალს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ აღენიშნება სისხლში არაკონიუგირებული ბილირუბინის მომატება. ღვიძლის სხვა ფუნქციური ტესტები ნორმის ფარგლებშია, არ აღენიშნება ჰემოლიზი. ჩამოთვლილთაგან რომელი დიაგნოზი შეესატყვისება ამ მდგომარეობას?

2022

72 წლის ქალს აღენიშნება მელენა. იგი თეძოს სახსრის არეში ტკივილის გამო იღებდა იბუპროფენს. ენდოსკოპიური კვლევით დაუდგინდა კუჭის წყლული. ჩამოთვლილთაგან რომელი მეტად წარმოადგენს წყლულის განვითარების მიზეზს?

2023

შუახნის ქალბატონს აღენიშნება დისკომფორტი დილით საკვების მიღების შემდეგ. სვამს ანტაციდს, მაგრამ შედეგი მინიმალურია. ენდოსკოპიური კვლევით დაუდგინდა 12 - გოჯა ნაწლავის წყლული, ბიოპტატის შესწავლით პროცესის მალიგნიზაცია გამოირიცხა. როგორია შემდგომი სათანადო მენეჯმენტი?

2024

რომელი დაავადების დროს გვხვდება ენტეროპათია ცილების მნიშვნელოვანი დაკარგვით?

2025

21 წლის ახალგაზრდა უჩივის სპაზმური ხასიათის ტკივილს მუცლის მარცხენა ქვემო კვადრანტში, დიარეას. ანალური ნახეთქები ან ფისტულა არ აღინიშნება. კოლონოსკოპიით- წყლულოვანი პროქტოსიგმოიდიტი. პაციენტმა წონაში დაიკლო 7 კგ. მუცლის პალპაციითმგრძნობელობა მარცხენა ქვემო კვადრანტში. ფარულ სისხლდენაზე განავლის ანალიზი უარყოფითია. სხეულის ტემპერატურა 37.1“C“0,სუნთქვის სიხშირე წუთში -15, „TA“-120/80მმ.ვწყ.სვ., პულსი 1 წუთში -65, სხეულის მასის ინდექსი-21. სისხლის საერთო ანალიზში„Hb“-9.9გ/დლ, ლეიკოც.-10.1X 109/ლ. რა სახის ჩარევაა ამ პაციენტისთვის ყველაზე ეფექტური?

2026

58 წლის ქალს რამოდენიმე საათის წინ აღენიშნა ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში. გამოხატულია სკლერების იქტერობა, პალპაციით მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტი მგრძნობიარეა, პერიტონეალური ნიშნების გარეშე, მოისმინება ნაწლავების ხმიანობა. სხეულის ტემპერატურა - 37.7”C”0, სისხლში ლეიკოციტოზია, ღვიძლის ფუნქციური სინჯები მომატებულია. მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევით ნაღვლის საერთო სადინარი დილატირებულია, ობტურირებულია ნაღვლოვანი კენჭებით. რა არის ამ პაციენტის მართვის შემდეგი საფეხური?

2027

52 წლის ქალს ეპიგასტრიუმის არეში განუვითარდა ძლიერი ტკივილი ირადიაციით ზურგში და ატარებს სარტყლისებრ ხასიათს. ბოლო 5 საათის განმავლობაში ორჯერ ჰქონდა ღებინება. ანამნეზში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ინსულინდამოკიდებული, არტერიული ჰიპერტენზია, ალკოჰოლიზმი. მუცლის პალპაციით მგრძნობიარეა ქოლედოქოპანკრეასული ზონა. პაციენტი კონტაქტურია, ორიენტირებულია. ჩამოთვლილთაგან რომელი გამოკვლევის შედეგია ყველაზე სპეციფიური ამ შემთხვევაში?

2028

41 წლის პაციენტი უჩივის ტკივილს ეპიგასტრიუმის არეში ბოლო რამდენიმე თვეა. თვითნებურად იღებს ანტაციდს. მიუხედავად ამისა, ბოლო თვის განმავლობაში სიმპტომები თანდათან გაუარესდა. დისკომფორტი ძლიერდება საკვების მიღების შემდეგ. ეწევა ½ კოლოფ სიგარეტს დღეში და იღებს ალკოჰოლს დაახლოებით კვირაში ერთხელ. მოქმედების შემდგომი სწორი ტაქტიკა იქნება:

2029

37 წლის ქალს საკვების მიღებასთან დაკავშირებული ძლიერი ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში დაეწყო 3 დღის წინ. გაძლიერდა ბოლო 12 საათის განმავლობაში და ჰქონდა ღებინების ორი ეპიზოდი. სხეულის ტემპერატურა 38.0”C”0, „TA“-146/80მმ.ვწყ.სვ.,ჩამოთვლილთაგან რომელი მიზეზით არის გამოწვეული პაციენტის მდგომარეობა?

2030

ღვიძლში ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დისტროფიულ დაავადებებს მიეკუთვნება ყველა, გარდა:

2031

სტეატორეის მიზეზი შესაძლოა იყოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:

2032

მექანიკური გაუვალობის მიზეზი შეიძლება იყოს ყველა, გარდა:

2033

ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს ადგილი აქვს:

2034

რას წარმოადგენს სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები?

2035

პეპტიური წყლულის სამკურნალო საშუალებებიდან, რომელი მოქმედებს „H+K“+ატფ-აზას დათრგუნვით?

2036

შემდეგი სიმპტომოკომპლექსი: კვანძოვანი ერითემა, დიარეა, ცხელება, პერიოდული ტკივილი მუცლის არეში, ხანგრძლივად არსებული პერიანალური ფისტულები ან აბსცესები, გვაფიქრებინებს:

2037

ქრონიკული პანკრეატიტის ჩამოყალიბების მიზეზი შეიძლება იყოს ყველა ქვემოთჩამოთვლილი, გარდა:

2038

ნამდვილი ვადაგადაცილებული ორსულობის დროს ნაყოფი იმყოფება ქრონიკულ ჰიპოქსიაში - ნაჩვენებია:

2039

ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს ორსულობის დიაგნოსტიკა შესაძლებელია:

2040

ნაყოფის გულისცემა ულტრაბგერით დგინდება:

განმარტებები