სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა
სამკურნალო რეზიდენტურა
ურახუსის სრული და არასრული შეუხორცებლობა რა პათოლოგიას იწვევს:
ამოირჩიეთ ახალშობილთა ფლეგმონის ადგილობრივი მკურნალობის მეთოდი:
ფილტვის თანდაყოლილი დაჩირქებული კისტის რენტგენოლოგიური მონაცემები.
ნაწლავთა ინვაგინაციის ყველაზე ხშირი ფორმა:
ნაწლავთა ინვაგინაციის ნიშნები:
ნაწლავის თანდაყოლილი მაღალი გაუვალობის ნიშნები:
დაასახელეთ ყველაზე ჭეშმარიტი დიაგნოსტიკური მეთოდი მწვავე ოსტეომიელიტის დაავადების ადრეულ ვადებში:
ელენთის როგორი კისტა შეიძლება შეხვდეს ბავშვთა ქირურგს პრაქტიკაში ყველაზე ხშირად?
სპლენექტომიის ჩვენება პორტალური ჰიპერტენზიის სინდრომის დროს
სწორი ნაწლავის რომელი დაავადება მოითხოვს სასწრაფო გადაუდებელ ოპერაციას:
ახალგაზრდა მამაკაცს ხშირად აღენიშნება ნაწლავების გაძლიერებული პერისტალტიკა, ნაწლავური კოლიკა, განავალში სისხლიანი ლორწო. იგი გამხდარია, აღენიშნება ზემო კიდურების და მუხლების სახსრებში დისკომფორტი. მუცელი რბილი, მარცხენა ქვემო კვადრანტში შემკვრივებული. რომელია სავარაუდო დიაგნოზი?
ახალგაზრდა ქალბატონს აღენიშნება დისფაგია როგორც მყარ, ისე თხიერ საკვებზე. უძლიერდება საკვების ჩქარი მიღებისას და სტრესულ მდგომარეობაში. მანომეტრიით საყლაპავის ქვემო სფინქტერის წნევა მოსვენებულ მდგომარეობაში ნორმალურია, ყლაპვისას სფინქტერის წნევა არ სუსტდება. რომელი მედიკამენტი არ მოგვცემს შედეგს მკურნალობის პროცესში?
60 წლის მამაკაცი უჩივის ტკივილს მუცლის არეში, ანორექსიას, გულისრევას, ზოგჯერ ღებინებას, წონაში დაკლებას. გამოუვლინდა პერიფერიული შეშუპების ნიშნები. ენდოსკოპიით ნანახი იქნა კუჭის ლორწოვანის გასქელება, ლორწოვანის გადიდებული და დაგრაგნილი ნაოჭები. რით ახსნით შეშუპებას?
ქვემოთჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელია ყველაზე ხშირი და ადრეული ღვიძლის ქრონიკული დაავადების დროს?
59 წლის მამაკაცი ჭარბად ეტანება ალკოჰოლს. შეუჩერებელი ღებინებით და თავბრუსხვევით მოთავსდა კლინიკაში. პალპაციით მტკივნეულია ეპიგასტრიუმის მიდამო, მომატებულია მგრძნობელობა მარჯვენა ზედა კვადრანტში, ნაწლავის პერისტალტიკური ხმიანობა შემცირებულია. მუცლის მარჯვენა და მარცხენა გვერდით ზედაპირებზე გამოხატულია მოლურჯო, იისფერი ლაქები. რომელია სწორი ამ პაციენტთან მიმართებაში?
ახალგაზრდა ქალს ცისტური ფიბროზით დაუდგინდა ქრონიკული პანკრეატიტის დიაგნოზი. ქვემოთ ჩამოთვლილი გართულებებიდან რომლის რისკის ქვეშ არ იმყოფება პაციენტი?
შუა ხნის მამაკაცი დაახლოებით 20 წელი იყო ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებელი. მკურნალობდა ბაქტერიული ენდოკარდიტის გამო. არ იცის თუ როდის დაავადდა “C” ვირუსული ჰეპატიტით. ვირუსის გენოტიპი 2; ღვიძლის ფუნქციური სინჯები მომატებულია. ჩაუტარდა ღვიძლის ბიოფსია. დადასტურდა „ხიდისებრი“ ნეკროზის არსებობა. ჩამოთვლილ ნიშანთაგან რომელი შეიძლება ჩაითვალოს ღვიძლის ციროზის ჩამოყალიბების პრედიქტორად?
რომელი პათოლოგია წარმოადგენს ღვიძლის ტრანსპლანტაციის შედარებით წინააღმდეგჩვენებას?
ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებელ ახალგაზრდა მამაკაცს დაახლოებით 5 დღეა აღენიშნება დაღლილობა და შარდის ფერის გამუქება. ობიექტურად: გამოხატულია სიყვითლე, ღვიძლი გადიდებულია და პალპაციით მგრძნობიარე. სისხლის ბიოქიმიური კვლევით ღვიძლის ფუნქციური სინჯები მომატებულია. ჩამოთვლილი დიაგნოზებიდან პირველ რიგში რომელზე უნდა იქნეს მიტანილი ეჭვი?
შუახნის მამაკაცს კრონის დაავადების გამო ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. აღენიშნება ძლიერი დიარეა, წყლისა და ელექტროლიტების დიდი რაოდენობით კარგვა, ზოგჯერ კრუნჩხვები. უპირატესად რა შეიძლება იყოს ჩამოთვლილი სიმპტომების მიზეზი?