სავარჯიშო ტესტები › კურსი 5 › ქირურგია III · შეცდომებზე მუშაობა
ქირურგია III
ავადმყოფს 5 დღის წინ დაეწყო ძლიერი ტკივილი მარჯვენა ქვემო კიდურში. კიდური შეშუპებული და ციანოზურია, ტერფისა და წვივის მიდამოში აღინიშნება კანის ნეკროზი. დუპლექსსკანირებით ნაკადი წვივის არტერიებში არ ფიქსირდება, ქვემო კიდურის ღრმა და კანქვეშა ვენები გადამცემით ვერ კომპრესირდება, მათში სისხლის ნაკადი არ ფიქსირდება. დიაგნოზი:
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიით ხშირად რთულდება
სიმპტომების რა კლასიკური ტრიადაა დამახასიათებელი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიისთვის?
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის სიმპტომების კლასიკური ტრიადა სახეზეა შემთხვევათა
კანქვეშა ვენების ვარიკოზული გაგანიერების მქონე ავადმყოფს წვივზე არსებული ვარიკოზის მიდამოში დაეწყო ტკივილი, რასაც თან დაერთო ამ უბანზე კანის ჰიპერემია. პალპაციით ისინჯებოდა მკვრივი კონსისტენციის, მტკივნეული წარმონაქმნი. ავადმყოფს დაენიშნა კონსერვატიული მკურნალობა, რის მიუხედავადაც პროცესი გავრცელდა პროქსიმალური მიმართულებით ბარძაყის ზემო მესამედამდე. დუპლექსსკანირებით აღნიშნულ მიდამოში გამოისახა თრომბირებული დიდი კანქვეშა ვენა. როგორია აღმავალი თრომბოფლებეტის მკურნალობის ტაქტიკა ამ შემთხვევაში?
ვირხოვის ტრიადაში, ანუ თრომბოგენეზის განმაპირობებელ ფაქტორებში შედის ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
მოციმციმე არითმიით დაავადებული 62 წლის მამაკაცი კლინიკაში შემოვიდა ქვემო კიდურის მწვავე იშემიის დიაგნოზით. კლინიკაში ანგიოგრაფიით დაისვა მუხლქვეშა არტერიის ემბოლიის დიაგნოზი. სისხლის მიმოქცევის სისტემის რომელი უბანი წარმოადგენს ემბოლიის ყველაზე მეტად სავარაუდო წყაროს?
ქვემო ღრუ ვენის სინდრომის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია (მიუთითეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი):
ღრმა ვენური სისტემის თრომბოზის მკურნალობის მიზანია თავიდან იქნეს აცილებული (მიუთითეთ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი):
ჰიპერტონიით დაავადებული 74 წლის მამაკაცი კლინიკაში შემოვიდა ჩივილებით ტკივილზე მუცლისა და წელის არეში, სისუსტეზე, თავბრუსხვევაზე. მუცლის პალპაციით ქვემო ეპიგასტრიუმში, შუა ხაზიდან მარცხნივ ისინჯება მოპულსირე წარმონაქმნი, რომლის აუსკულტაციით ისმის შუილი. არტერიული წნევა – 80 \50 მმ ვწყ სვ. ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი ამ პაციენტისთვის არის:
ავადმყოფს აღენიშნება ტკივილი ტერფსა და წვივში, რომელიც დაეწყო 5 სთ-ის წინ. კიდური ფერმკრთალია, თითები – ციანოზური. კიდური პალპაციით – კონტრალატერალურ კიდურთან შედარებით გრილი, თითებში ზერელე მგრძნობელობა დაკარგულია, ღრმა მგრძნობელობა – შენარჩუნებული., თითებში მოძრაობა - შენარჩუნებული. დოპლეროგრაფიით წვივის არტერიებზე სისხლის ნაკადი არ მოისმინება, ვენური ნაკადი – შენახულია. ანგიოგრაფიით დადგინდა მუხლქვეშა და წვივის არტერიების თრომბოზი. როგორი უნდა იყოს მკურნალობის ტაქტიკა ამ შემთხვევაში?
ავადმყოფს აღენიშნება ტკივილი ტერფსა და წვივში, რომელიც დაეწყო 10 სთ-ის წინ. კიდური ფერმკრთალია, თითები – ციანოზური. კიდური პალპაციით – კონტრალატერალურ კიდურთან შედარებით გრილი, თითებში ზერელე და ღრმა მგრძნობელობა დაკარგულია, აქტიური მოძრაობა არ არის, პასიური მოძრაობის სიფართე მკვეთრად შეზღუდული. წვივის კუნთები მკვრივი, პალპაციით ძალზე მტიკვნეული. დოპლეროგრაფიით წვივზე არტერიული და ვენური სისხლის ნაკადი არ მოისმინება. ანგიოგრაფიით დადგინდა მუხლქვეშა და წვივის არტერიების თრომბოზი. როგორი უნდა იყოს მკურნალობის ტაქტიკა ამ შემთხვევაში?
კანქვეშა ვენების ვარიკოზული გაგანიერების მქონე ავადმყოფს დიდი საჩინო ვენის აღმავალი თრომბოფლებიტის გამო გაუკეთდა ოპერაცია – დიდი საჩინო ვენის გადაკვანძვა ბარძაყის ვენაში ჩართვის დონეზე. რა მიზანს ისახავს აღნიშნული ოპერაცია?
72 წლის მამაკაცი კლინიკაში შემოვიდა ჩივილით ტკივილზე მუცლისა და წელის არეში. მუცლის პალპაციით ქვემო ეპიგასტრიუმში, შუა ხაზიდან მარცხნივ ისინჯება მოპულსირე წარმონაქმნი. დუპლექსსკანირებით ინახა მუცლის აორტის ინფრარენალური ნაწილის ანევრიზმა მაქსიმალური დიამეტრით 56მმ, უკანა კედელზე არსებული დეფექტით, რომლიდანაც ფერად რეჟიმში დაფიქსირებული მოპულსირე ნაკადით ივსება 70X60მმ ზომის ჰემატომა. დიაგნოზი ამ პაციენტისთვის არის:
ქვემოთ ჩამოთვლილი დიაგნოზებიდან ჩვეულებრივ, რომელი გვხვდება სასწრაფო \გადაუდებელი სისხლძარღვოვანი კლინიკის პრაქტიკაში:
კიდურის მწვავე იშემიის დროს რა ნიშანი მიუთითებს შეუქცევად პროცესების დაწყებასა და კონსერვატიული ღონისძიებების უეფექტობაზე?
შიგნითა საძილე არტერიის მონაკვეთს, რომელიც მოთავსებულია კავერნოზულ წიაღში ეწოდება:
შიგნითა საძილე არტერია მიეკუთვნება
ხერხემლის არტერიებით იქმნება
ვილიზიის წრე იქმნება: