სავარჯიშო ტესტები › კურსი 5 › ქირურგია III · შეცდომებზე მუშაობა
ქირურგია III
როგორ გამოვლინდება უხშირესად შიგნითა თიაქრები:
ჩაჭედილი საზარდულის მარჯვენამხრივი თიაქრის პარკის ფლეგმონის დროს, რომელიც გამოიწვია ჩაჭედილმა დანეკროზებულმა ნაწლავმა, კეთდება:
როგორია ქირურგის ტაქტიკა იმ შემთხვევაში თუ ჩაჭედილი თიაქრის შესწორება მოხდა უშუალოდ საოპერაციო მაგიდაზე ოპერაციის დაწყების წინ:
საზარდულის გარეთა ჩაჭედილი თიაქრის რგოლის გახსნის დროს რომელი სისხლძარღვი შეიძლება დაზიანდეს:
რა მიმართულებით უნდა გაიკვეთოს თიაქრის რგოლი ბარძაყის ჩაჭედილი თიაქრის დროს:
ჩაჭედილი ნაწლავი არასიცოცხლისუნარიანია, ნაწლავის რეზექცია კეთდება:
რომელი არტერია შეიძლება დაზიანდეს იმ შემთხვევაში თუ საზარდულის გარეთა ჩაჭედილი თიაქრის დროს თიაქრის რგოლი გაიკვეთა მედიალურად:
რაში მდგომარეობს “სასოწარკვეთის ოპერაცია” ჩაჭედილი თიაქრის დროს:
ავადმყოფს აღენიშნება ტკივილი ტერფსა და წვივში, რომელიც დაეწყო 3 სთ- ის წინ. კიდური ფერმკრთალია, პალპაციით – კონტრალატერალურ კიდურთან შედარებით გრილი, პულსაცია ტერფის ზურგისა და დიდი წვივის უკანა არტერიებზე არ ისინჯება. წინასწარი დიაგნოზი:
60 წლის მამაკაცი მოციმციმე არითმიის ტაქისისტოლური ფორმით კლინიკაში შემოვიდა ჩივილებით მარჯვენა ქვემო კიდურში უეცრად განვითარებულ ტკივილზე, რაც დაეწყო 3 სთ-ის წინ, ამას თან დაერთო კიდურის გაცივება. კლინიკაში დაისვა კიდურის მწვავე იშემიის დიაგნოზი. ანგიოგრაფიით – მარჯვენა მუხლქვეშა არტერიის ოკლუზია. აღინიშნება კონტრასტის გავრცელების შეწყვეტის მკვეთრი საზღვარი – არტერიის „ამპუტაცია”. რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში კიდურის მწვავე იშემიის მიზეზი:
ხანგამოშვებითი კოჭლობის მქონე ავადმყოფს (ფონტეინის კლასიფიკაციით IIბ) 1 თვის წინ დიაგნოსტირებული ბარძაყის არტერიის მნიშვნელოვანი სტენოზით 2 საათის წინ დაეწყო ტერფის დაბუჟება და ტკივილი. ინსპექციით კიდური ფერმკრთალია, პალპაციით – გრილი. პულსაცია მუხლქვეშა არტერიაზე არ ისინჯება. ანგიოგრაფიაზე – ბარძაყის არტერიის ოკლუზია. კონტრასტის გავრცელების შეწყვეტა თანდათანობითია. რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში კიდურის მწვავე იშემიის მიზეზი:
მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობის გამო ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმობილიზებულ ავადმყოფს თაბაშირის მოხსნისა და ფეხზე დაყენების შემდეგ განუვითარდა ქოშინი, რომელიც არ მოიხსნა ავადმყოფის დაწოლის შემდეგ. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელია ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი:
საზარდულის ირიბი თიაქრის თიაქარკვეთის დროს აღინიშნა ძლიერი არტერიული სისხლდენა, რის გამოც ოპერაცია მნიშვნელოვნად გახანგრძლივდა. პაციენტმა დაკარგა 700 მლ-მდე სისხლი. რომელ სისხლძარღვებს შორის ანასტომოზი წარმოადგენს წ. “სიკვდილის გვირგვინს” (ცორონა მორტის)?
20 წლის მამაკაცს კისრის მიდამოში დანით მიყენებული ჭრილობით, არტერიული სისხლდენის შეჩერების მიზნით გადაეკვანძა მარჯვენა საერთო საძილე არტერია, რის შემდეგაც გადაყვანილ იქნა სპეციალიზებულ კლინიკაში. კლინიკაში შემოსვლისას ავადმყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ნევროლოგიური დეფიციტი არ აღინიშნება. რომელი კოლატერალები უზრუნველყოფენ ამ შემთხვევაში მარჯვენა ნახევარსფეროს არტერიული სისხლით ადექვატურ მომარაგებას
ავადმყოფს მარცხენა წვივის შიგნითა ზედაპირზე აღენიშნება პალპაციით მტკივნეული ჰიპერემიის ზოლისებური უბანი. იმავე მხარეს საზარდულის მიდამოში ისინჯება თხილისოდენა მტკივნეული წარმონაქმნი. ანამნეზში საყურადღებოა 1 კვირის წინ მიღებული კანის მცირე ტრავმა მარცხენა ტერფის I თითის არეში. რომელი დიაგნოზია ყველაზე მეტად სავარაუდო ამ შემთხვევაში?
ავადმყოფს აქვს ქვემო კიდურების კანქვეშა ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ამჟამად მუხლსა და ბარძაყის ქვემო მესამედში, მედიალურად აღინიშნება მტკივნეული, ჰიპერემიული, მკვრივი ზონრისებური წარმონაქმნი, რომლის გაჩენასაც ავადმყოფი უკავშირებს ელასტიური ბინტის არასწორად დახვევას (აღნიშნულ უბანზე კანი მოჰყვა ელასტიური ბინტის ორ მომდევნო სპირალურ ნახვევს შორის). რომელი დიაგნოზია ყველაზე მეტად სავარაუდო ამ შემთხვევაში?
ბრონქოგენური კარცინომის მქონე ავადმყოფს რამოდენიმე დღის განმავლობაში თანდათანობით განუვითარდა ქოშინი, სახის, ზემო კიდურებისა და ტორსის ზედა ნახევრის შეშუპება. აღნიშნეთ ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი აღნიშნავს ძლიერ ტკივილს მარჯვენა ქვემო კიდურში, რომელიც დაეწყო 3 სთ-ის წინ. კიდური ფერმკრთალია, კანქვეშა ვენური ქსელი – კონტრალატერალურ კიდურთან შედარებით მეტად გამოკვეთილი. დუპლექსსკანირებით ნაკადი წვივის არტერიებში – მაგისტრალური, ბარძაყის, მუხლქვეშა და წვივის ვენები გადამცემით ვერ კომპრესირდება, მათში სისხლის ნაკადი არ ფიქსირდება. აღინიშნება კანქვეშა ვენების დილატაცია, მათში სისხლის ნაკადის გაძლიერება. დიაგნოზი:
ავადმყოფი აღნიშნავს ძლიერ ტკივილს მარჯვენა ქვემო კიდურში, რომელიც დაეწყო 5 სთ-ის წინ. კიდური ციანოზური და შეშუპებულია. დუპლექსსკანირებით ნაკადი წვივის არტერიებში – მაგისტრალური, ქვემო კიდურის ღრმა და კანქვეშა ვენები გადამცემით ვერ კომპრესირდება, მათში სისხლის ნაკადი არ ფიქსირდება. დიაგნოზი:
ავადმყოფს 5 დღის წინ დაეწყო ძლიერი ტკივილი მარჯვენა ქვემო კიდურში. კიდური შეშუპებული და ციანოზურია, ტერფისა და წვივის მიდამოში აღინიშნება კანის ნეკროზი. დუპლექსსკანირებით ნაკადი წვივის არტერიებში არ ფიქსირდება, ქვემო კიდურის ღრმა და კანქვეშა ვენები გადამცემით ვერ კომპრესირდება, მათში სისხლის ნაკადი არ ფიქსირდება. ავადმყოფს აქვს ინტოქსიკაციის ნიშნები. როგორი უნდა იყოს ამ შემთხვევაში მკურნალობის ტაქტიკა: