სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › თერაპია · შეცდომებზე მუშაობა
თერაპია
1986 წელს, უკრაინაში, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად გამოფრქვეულ რადიოაქტიურ ნარჩენებს შორის დიდი რაოდენობით იყო რადიოაქტიური იოდი. იწინასწარმეტყველეთ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, ფარისებრი ჯირკვლის რომელი ავადმყოფობის განვითარება არის მოსალოდნელი ასეთი ავარიის მომდევნო რამდენიმე თვეში ელექტროსადგურის თანამშრომელთა და ავარიის შედეგების ლიკვიდატორთა შორის, რომლებიც იმყოფებოდნენ აღნიშნული ავარიის ადგილზე და განიცადეს ამ რადიოაქტიური ნარჩენების დამაზიანებელი ზემოქმედება.
1986 წელს, უკრაინაში, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად გამოფრქვეულ რადიოაქტიურ ნარჩენებს შორის დიდი რაოდენობით იყო რადიოაქტიური იოდი. იწინასწარმეტყველეთ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, ფარისებრი ჯირკვლის რომელი ავადმყოფობის განვითარების რისკი არის მომატებული ასეთი ავარიის მომდევნო რამდენიმე თვეში ელექტროსადგურის თანამშრომელთა და ავარიის შედეგების ლიკვიდატორთა შორის, რომლებიც იმყოფებოდნენ აღნიშნული ავარიის ადგილ-ზე და განიცადეს ამ რადიოაქტიური ნარჩენების დამაზიანებელი ზემოქმედება.
1986 წელს, უკრაინაში, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად გამოფრქვეულ რადიოაქტიურ ნარჩენებს შორის დიდი რაოდენობით იყო რადიოაქტიური იოდი. იწინასწარმეტყველეთ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, ფარისებრი ჯირკვლის რომელი ავადმყოფობის განვითარების რისკი არის მომატებული ასეთი ავარიის მომდევნო წლებში ელექტროსადგურის თანამშრომელთა და ავარიის შედეგების ლიკვიდატორთა შორის, რომლებიც იმყოფებოდნენ აღნიშნული ავარიის ადგილზე და განიცადეს ამ რადიოაქტიური ნარჩენების დამაზიანებელი ზემოქმედება.
1986 წელს, უკრაინაში, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად გამოფრქვეულ რადიოაქტიურ ნარჩენებს შორის დიდი რაოდენობით იყო რადიოაქტიური იოდი. ფარისებრი ჯირკვლის დაზიანება ამ რადიოაქტიური იოდის ზეგავლენით იწვევს ჰიპოთირეოზსს. გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, ჰიპოთირეოზის რომელ ჯგუფს განეკუთვნება ასეთი შემთხვევები?
1986 წელს, უკრაინაში, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად გამოფრქვეულ რადიოაქტიურ ნარჩენებს შორის დიდი რაოდენობით იყო რადიოაქტიური იოდი. რადიოაქტიური ნარჩენებით დაზიანების საფრ- თხის მქონე ადამიანებს პროფილაქტიკის მიზნით დაურიგდათ ფიზიოლოგიურ- თან შედარებით ბევრად მაღალი დოზით იოდიდის შემცველი აბები. გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელ მექანიზმს ეფუძნება ვარაუდი მსგავს შემთხვევებში იოდიდის მაღალი დოზის დამცავი როლის შესახებ.
თანდაყოლილი ცარიელი თურქული კეხის სინდრომის დროს შესაძლებელია პაციენტს ჰქონდეს ჰიპოთირეოზი. გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, ჰიპოთირეოზის რომელ ჯგუფს განეკუთვნება ასეთი შემთხვევები?
ჰიპოთირეოზი შეიძლება განვითარდეს ჰიპოთალამუსში თირეოლიბერინის დეფიციტის შედეგად. გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, ჰიპოთირეოზის რომელ ჯგუფს განეკუთვნება ასეთი შემთხვევები?
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მიმართ ორგანიზმის ქსოვილების რეზისტენტობის შემთხვევაში ვითარდება ჰიპოთირეოზი. გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, ჰიპოთირეოზის რომელ ჯგუფს განეკუთვნება ასეთი შემთხვევები?
ჰიპოთირეოზი შეიძლება განვითარდეს როგორც საკუთრივ ფარისებრი ჯირკვლის დაზიანებით, ისე ამ ჯირკვლის ფუნქციის მარეგულირებელი მექანიზმების დარღვევების გამო. გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი ფორმის ჰიპოთირეოზი არის ყველაზე მეტად გავრცელებული?
ჰიპოთირეოზის განვითარების მრავალი სხვადასხვა მიზეზი არსებობს. გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რა არის ჰიპოთირეოზის განვითარების ყველაზე უფრო ხშირი მიზეზი?
ჰიპოთირეოზი შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანთა შორის. გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, მოსახლეობის რომელ ნაწილშია ჰიპოთირეოზი უფრო მეტად გავრცელებული?
ჰიპოთირეოზი შესაძლოა განვითარდეს ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა ავადმყოფობათა შედეგად. გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი პათოლოგია არის ჰიპოთირეოზის ყველაზე უფრო ხშირი მიზეზი?
ქრონიკული აუტოიმუნური (ჰაშიმოტოს) თირეოიდიტის დროს, როგორც წესი, სისხლში მომატებულია აუტოანტისხეულების კონცენტრაცია. გამოთქვით მოსაზრება ლიტერატურული მონაცემების მიხედვით, რომელი სახის აუტოანტისხეულების მომატება გვხვდება განსაკუთრებით ხშირად, ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის დროს?
ენდოკრინოლოგიურ ცენტრს მიმართა 50 წლის ქალმა ჩივილებით, რომლებიც განუვითარდა უკანასკნელ თვეებში: ძლიერი საერთო სისუსტე, მეხსიერების დაქვეითება, სხეულის მასის მატება 10 კგ-ით, ძილიანობა დღისით, კანის სიმშრალე, სახისა და სხეულის შეშუპება, ხმის ჩახლეჩა, თმების ცვენის გაძლიერება და თმოვანი საფარველის გამეჩხერება, სითბოს სიყვარული, სიცივის აუტანლობა, ყაბზობა. ექიმმა ეჭვი მიიტანა ჰიპოთირეოზის არსებობაზე. გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი დიაგნოსტიკური ლაბორატორიული ტესტი უნდა ჩატარდეს ჰიპოთირეოზის არსებობის გამოსავლენად?
ენდოკრინოლოგიურ ცენტრს მიმართა 30 წლის ქალმა უკანასკნელ თვეებში განვითარებული ჩივილებით: ძლიერი საერთო სისუსტე, მეხსიერების დაქვეითება, სხეულის მასის მატება 10 კგ-ით, ძილიანობა დღისით, კანის სიმშრალე, სახისა და სხეულის შეშუპება, ხმის ჩახლეჩა, თმების ცვენის გაძლიერება და თმოვანი საფარველის გამეჩხერება, სითბოს სიყვარული, სიცივის აუტანლობა, ყაბზობა, მენსტრუაციის შეწყვეტა. ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევით მარჯვენა წილის მოცულობა 28 მლ, მარცხენა წილის მოცულობა 26 მლ. კვანძოვანი წარმონაქმნები არ აღინიშნება. ჯირკვლის ქსოვილის ექოგენობა მომატებულია, ექოსტრუქტურა არაერთგვაროვანია. სისხლის შრატში თავისუფალი თიროქსინის დონე აღმოჩნდა 0.45 ნგ\დლ (ნორმა 0.8-2.0 ნგ\დლ), თირეოტროპული ჰორმონის დონე აღმოჩნდა 25.1 მიკრ.საერთ.ერთ\მლ (ნორმა 0.4- 4.0 მიკრ.საერთ.ერთ\მლ). გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი დიაგნოზი შეიძლება დაისვას ამ შემთხვევაში?
ენდოკრინოლოგიურ ცენტრს მიმართა 30 წლის ქალმა უკანასკნელ თვეებში განვითარებული ჩივილებით: ძლიერი საერთო სისუსტე, მეხსიერების დაქვეითება, სხეულის მასის მატება 10 კგ-ით, ძილიანობა დღისით, კანის სიმშრალე, სახისა და სხეულის შეშუპება, ხმის ჩახლეჩა, თმების ცვენის გაძლიერება და თმოვანი საფარველის გამეჩხერება, სითბოს სიყვარული, სიცივის აუტანლობა, ყაბზობა, მენსტრუაციის შეწყვეტა. აღინიშნება რძისმაგვარი გამონადენ ის არსებობა ორივე ძუძუდან. ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფი-ული გამოკვლევით მარჯვენა წილის მოცულობა 28 მლ, მარცხენა წილის მოცულობა 26 მლ. კვანძოვანი წარმონაქმნები არ აღინიშნება. ჯირკვლის ქსოვილის ექოგენობა მომატებულია, ექოსტრუქტურა არაერთგვაროვანია. სისხლის შრატში თავისუფალი თიროქსინის დონე აღმოჩნდა 0.45 ნგ\დლ (ნორმა 0.8-2.0 ნგ\დლ), თირეოტროპული ჰორმონის დონე აღმოჩნდა 25.1 მიკრ.საერთ.ერთ\მლ (ნორმა 0.4- 4.0 მიკრ.საერთ.ერთ\მლ). სისხლის შრატში პროლაქტინის დონე 34 ერთ (ნორმა 5-21 ერთ). გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი დიაგნოზი შეიძლება დაისვას ამ შემთხვევაში?
ენდოკრინოლოგიურ ცენტრს მიმართა 30 წლის ქალმა უკანასკნელ თვეებში განვითარებული ჩივილებით: ძლიერი საერთო სისუსტე, მეხსიერების დაქვეითება, სხეულის მასის მატება 10 კგ-ით, ძილიანობა დღისით, კანის სიმშრალე, სახისა და სხეულის შეშუპება, ხმის ჩახლეჩა, თმების ცვენის გაძლიერება და თმოვანი საფარველის გამეჩხერება, სითბოს სიყვარული, სიცივის აუტანლობა, ყაბზობა, მენსტრუაციის შეწყვეტა. აღინიშნება რძისმაგვარი გამონადენ ის არსებობა ორივე ძუძუდან. ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფი-ული გამოკვლევით მარჯვენა წილის მოცულობა 28 მლ, მარცხენა წილის მოცულობა 26 მლ. კვანძოვანი წარმონაქმნები არ აღინიშნება. ჯირკვლის ქსოვილის ექოგენობა მომატებულია, ექოსტრუქტურა არაერთგვაროვანია. სისხლის შრატში თავისუფალი თიროქსინის დონე აღმოჩნდა 0.45 ნგ\დლ (ნორმა 0.8-2.0 ნგ\დლ), თირეოტროპული ჰორმონის დონე აღმოჩნდა 25.1 მიკრ.საერთ.ერთ\მლ (ნორმა 0.4- 4.0 მიკრ.საერთ.ერთ\მლ). სისხლის შრატში პროლაქტინის დონე 34 ერთ (ნორმა 5-21 ერთ). გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, მკურნალობის რომელი გეგმა უნდა გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში?
ენდოკრინოლოგიურ ცენტრს მიმართა 70 წლის ქალმა, რომელმაც ორი წლის წინ გადაიტანა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი. ამჟამად სტენოკარდიული შეტევები არ აქვს. უკანასკნელ 8 თვის განმავლობაში პაციენტს განუვითარდა ჩივილები: ძლიერი საერთო სისუსტე, მეხსიერების დაქვეითება, სხეულის მასის მატება 10 კგ-ით, ამჟამად სხეულის მასა 88 კგ, სიმაღლე – 162 სმ. ძილიანობა დღისით, კანის სიმშრალე, სახისა და სხეულის შეშუპება, ხმის ჩახლეჩა, თმების ცვენის გაძლიერება და თმოვანი საფარველის გამეჩხერება, სითბოს სიყვარული, სიცივის აუტანლობა, ყაბზობა. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. აღინიშნება სახისა და სხეულის შეშუპება, ხმა 162 ჩახლეჩილი აქვს, კანი მშრალია, გასქელებული, შეხებით – დაქვეითებული ტემპერატურის. პულსი სუსტი ავსების, 58 დარტყმა წუთში. არტერიული წნევა 160\115 მმ.ვ.წ.სვ. პერკუსიით, გულის გარდიგარდმო საზღვრები გადიდებულია. გულის ტონები მკვეთრად მოყრუებულია. ფილტვების ქვემო წილების საპროექციო არეზე მოისმინება კრეპიტაცია. ფარისებრი ჯირკვალი პალპაციით ისინჯება გადიდებული, მკვრივი კონსისტენციის წარმონაქმნის სახით. ჯირკვალი მოძრავია, უმტკივნეულო. ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევით მარჯვენა წილის მოცულობა 28 მლ, მარცხენა წილის მოცულობა 26 მლ. კვანძოვანი წარმონაქმნები არ აღინიშნება. ჯირკვლის ქსოვილის ექოგენობა მომატებულია, ექოსტრუქტურა არაერთგვაროვანია. ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევით გამოვლინდა სინუსური ბრადიკარდია, არითმიის გარეშე. ყველა განხრაში QRS კომპლექსის ვოლტაჟი მკვეთრად დაქვეითებულია. I და II სტანდარტულ განხრებში, აგრეთვე გულმკერდის V1 –V4 განხრებში აღინიშნება პათოლოგიური Q კბილები, ამავე განხრებში ST სეგმენტი იზოელექტრულ ხაზს ქვევითაა, T კბილები – უარყოფითია. სისხლის შრატში თავისუფალი თიროქსინის დონე აღმოჩნდა 0.45 ნგ\დლ (ნორმა 0.8-2.0 ნგ\დლ), თირეოტროპული ჰორმონის დონე აღმოჩნდა 25.1 მიკრ.საერთ.ერთ\მლ (ნორმა 0.4-4.0 მიკრ.საერთ.ერთ\მლ). გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, მკურნალობის რომელი გეგმა უნდა გამოვიყენოთ ამ შემთხვევაში?
ენდოკრინოლოგიურ ცენტრში მოიყვანეს ქ. თბილისის მცხოვრები 7 თვის ბავშვი, რომელსაც აღენიშნებოდა მოდუნება, ძილიანობა, კანის სიმშრალე, სახისა და სხეულის შეშუპება, ხმის ჩახლეჩა, ყაბზობა. პაციენტის დედა 25 წლისაა. ბავშვი პირველი ორსულობიდანაა. ორსულობის პერიოდი მიმდინარეობდა განსაკუთრებული გადახრების გარეშე. ბავშვი დაიბადა ორსულობის 42-ე კვირაზე. დაბადების შემდგომ დღეებში ბავშვს ჰქონდა გახანგრძლივებული სიყვითლე. ნეონატალური თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა ბავშვს არ ჩატარებია. დედა და ბავშვი იოდით პროფილაქტიკას არ იტარებენ. საექიმო გასინჯვისას 163 ბავშვს აღენიშნება სახისა და სხეულის შეშუპება, ტირილისას ხმა ჩახლეჩილი აქვს, კანი მშრალია, გასქელებული, შეხებით – დაქვეითებული ტემპერატურის. პულსი სუსტი ავსების, 58 დარტყმა წუთში. პერკუსიით, გულის გარდიგარდმო საზღვრები გადიდებულია. გულის ტონები მკვეთრად მოყრუებულია. ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევით გამოვლინდა მისი ჰიპოპლაზია. სისხლის შრატში თავისუფალი თიროქსინის დონე აღმოჩნდა 0.45 ნგ\დლ (ნორმა 0.8-2.0 ნგ\დლ), თირეოტროპული ჰორმონის დონე აღმოჩნდა 60 მიკრ.საერთ.ერთ\მლ (ნორმა 0.4-4.0 მიკრ.საერთ.ერთ\მლ). გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი დიაგნოზია უფრო მეტად სავარაუდო ამ შემთხვევაში?
ენდოკრინოლოგიურ ცენტრში მოიყვანეს ქ. თბილისის მცხოვრები 7 თვის ბავშვი, რომელსაც აღენიშნებოდა მოდუნება, ძილიანობა, კანის სიმშრალე, სახისა და სხეულის შეშუპება, ხმის ჩახლეჩა, ყაბზობა. სისხლის შრატში თავისუფალი თიროქსინის დონე აღმოჩნდა 0.45 ნგ\დლ (ნორმა 0.8-2.0 ნგ\დლ), თირეოტროპული ჰორმონის დონე აღმოჩნდა 60 მიკრ.საერთ.ერთ\მლ (ნორმა 0.4-4.0 მიკრ.საერთ.ერთ\მლ). კლინიკაში დადგენილი იქნა დიაგნოზი: ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოპლაზია. თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი (მძიმე ფორმის), დეკომპენსირებული. გამოთქვით მოსაზრება, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, მკურნალობის რომელი გეგმა არის ყველაზე უფრო მეტად გამართლებული ამ შემთხვევაში?