QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › თერაპია · შეცდომებზე მუშაობა

თერაპია

1105 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

981

38 წლის ქალი, ბოლო 2 წელია მოიმატა წონაში, აღენიშნება ცხიმის გადანაწილება სხეულის ზედა ნაწილში, წნევა 150\90 მმ\Hგ, გაუჩნდა მოლურჯომოწითალო სტრიები მუცელსა და ბარძაყებზე, ოსტეოპოროზი, კუნთთა სისუსტე. ლაბორატორიული კვლევით დადგინდა ჰიპერკორტიციზმი, თავის ტვინის მრტ-ით მკაფიოდ ვიზუალიზირდება ჰიპოფიზის ადენომა. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელია მკურნალობის ოპტიმალური ვარიანტი?

982

8 წლის ბიჭი, ჰორმონდამოკიდებული ნეფროზული სინდრომის გამო 2 წელზე მეტია იღებს პრედნიზოლონს 2 მგ\კგ წონაზე დღეში. ქვემოთ 131 ჩამოთვლილიდან რომელი მდგომარეობის განვითარების საშიშროება არის გასათვალისწინებელი?

983

8 წლის ბიჭი, წითელი მგლურას გამო 2 წელზე მეტია იღებს პრედნიზოლონს 2 მგ\კგ წონაზე დღეში. ქვემოთ ჩამოთვლილი ლაბორატორიული მონაცემებიდან სავარაუდოდ რომელია არასწორი?

984

პაციენტი ჰიდროკორტიზოლიზმით, რომლის დიაგნოზი საბოლოოდ არ იყო დაზუსტებული, დაიღუპა ავტოავარიით. აუტოფსიის დროს ჰიპოფიზში და თირკმელზედა ჯირკვალში სიმსივნური წარმონაქმნი არ ინახა. ქვემოთ ჩამოთვლილიდან, პირველ რიგში სიმსივნის რა ლოკალიზაცია არის სავარაუდო?

985

რომელ ასაკობრივ ჯგუფში გვხდება უფრო ხშირად კუშინგის დაავადება?

986

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ზრდის გულსისხლძარღვთა უკმარისობის განვითარების რისკს კუშინგის დაავადების დროს?

987

პაციენტს სავარაუდო დიაგნოზით კუშინგის დაავადება სისხლში განუსაზღვრეს ელექტროლიტები (Na, K), ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ვარიანტი დაადასტურებდა კუშინგის დაავადების დიაგნოზს?

988

პაციენტს კუშინგოიდური შესახედაობით ჩაუტარდა გულმკერდის ღოგრაფია, რომელმაც ფილტვებში გამოავლინა სიმსივნის მსგავსი წარმონაქმნი. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია სავარაუდო დიაგნოზი?

989

ვაჟი, 18 წლის, სმი – 35 კგ\მ2, ბოლო პერიოდში მოიმატა წონაში, გაუჩნდა მოვარდისფრო-მოლურჯო სტრიები მუცელზე, სისხლში კორტიზოლის დონე 8 და 23 სთ-ზე ნორმაშია. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დიაგნოზია სავარაუოდ?

990

პაციენტს კუშინგის დაავადებით ბინის პირობებში ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი პარამეტრების კონტროლს ურჩევდით?

991

ჰიპერკორტიზოლიზმის ქვემოთ ჩამოთვლილი ფორმებიდან ყველაზე ხშირად რომელს აქვს ლეტალური გამოსავალი?

992

ქალი, 36 წლის, სმი 35 კგ\მ2. აღენიშნება წნევის მერყეობა, დეპრესია, თეთრი სტრიები მუცლის არეში და წინამხარის მედიალურ ზედაპირზე, სისხლში თირეოტროპული ჰორმონის მომატება. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დიაგნოზია სავარაუდო?

993

ქვემოთ ჩამოთვლილი ენდოკრინული დაავადებებიდან რომელს ახასიათებს ჰიპერტენზია?

994

ქვემოთ ჩამოთვლილი სინდრომებიდან რომელს ახასიათებს აკტჰ-ს მაპროდუცირებელი სიმსივნის კლინიკური გამოვლინება?

995

ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი ჰორმონული დარღვევა იწვევს პოლიურიას და პოლიდიფსიას?

996

24 წლის მამაკაცს აღენიშნება საერთო სისუსტე, წონაში კლება, ჰოპოტონია, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ჰიპერპიგმენტაცია სახეზე, ხელის მტევნებსა და კისრის მიდამოში. სისხლში კორტიზოლის შემცველობა დაქვეითებულია, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონი მომატებულია. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია სავარაუდო დიაგნოზი?

997

24 წლის მამაკაცს აღენიშნება საერთო სისუსტე, წონაში კლება, ჰოპოტონია, გულისრევა, მუცლის ტკივილი. ლაბორატორიულად აღენიშნება კორტიზოლის დაქვეითება. დამატებითი კვლევების გარეშე ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია სავარაუდო დიაგნოზი?

998

28 წლის მამაკაცი, უჩივის ადინამიას, წნევის დაქვეითებას, წონაში კლებას, ჰიპერპიგმენტაციის შეფასება ძნელია მისი ეთნიკური კუთვნილების გამო. განესაზღვრა სისხლში კორტიზოლი დილის 8 სთ-ზე, რომელიც აღმოჩნდა ნორმის ქვედა ზღვარზე. ჩაუტარდა სტიმულაციური ტესტი აკტჰ-ით. კორტიზოლის დონემ აიწია 38%-ით. ქვემოთ ჩამოთვილი ვარიანტებიდან რომელია სავარაუდო?

999

28 წლის მამაკაცი, უჩივის ადინამიას, წნევის დაქვეითებას, წონაში კლებას, ჰიპერპიგმენტაციის შეფასება ძნელია მისი ეთნიკური კუთვნილების გამო. განესაზღვრა სისხლში კორტიზოლი დილის 8 სთ-ზე, რომელიც აღმოჩნდა ნორმის ქვედა ზღვარზე. ჩაუტარდა სტიმულაციური ტესტი აკტჰ-ით. კორტიზოლის დონემ მოიმატა უმნიშვნელოდ. ქვემოთ ჩამოთვილი ვარიანტებიდან რომელია სავარაუდო?

1000

ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებიდან რომელს ახასიათებს ჰიპერპიგმენტაცია?

განმარტებები