სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › თერაპია · შეცდომებზე მუშაობა
თერაპია
გლუკოზურიის დადგენისას, როცა სისხლში გლუკოზის დონე ნორმალურია, შეიძლება ვიფიქროთ ყველა ქვემოთჩამოთვლილ დაავადებაზე, გარდა?
კაპილარულ სისხლში გლუკოზის ნორმალური მაჩვენებელია?
52 წლის მამაკაცი რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზით 10 წლის განმავლობაში იღებს სტეროიდებს. ბოლო ხანს გაუჩნდა ჩივილები პირის სიმშრალეზე, წყურვილზე, ხშირ შარდვაზე. გლუკოზის დონე სისხლში12.3 მმოლ\ლ (2 საათში საკვების მიღებიდან). რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი დიაგნოზია მართბული ამ შემთხვევაში?
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის დღიური კალორაჟის შერჩევა ინდივიდუალურია. ამ დროს უნდა გავითვალისწინოთ?
17 წლის მოზარდმა ინსულინისა და კვების მიღების შემდეგ თავი იგრძნო ცუდად, გაოფლიანდა, შიმშილის შეგრძნება გაუჩნდა. დიეტა და რეჟიმი არ დაურღვევია. რა ღონისძიებები უნდა ჩატარდეს ამ შემთხვევაში?
60 წლის მამაკაცი მოთავსდა კარდიოლოგიურ კლინიკაში. Mმიოკარდიომის მწვავე ინფარქტის დიაგნოზით. 10 წელია აქვს შაქრიანი დიაბეტი და იმყოფება პერორალურ შაქრის დამწევ თერაპიაზე. სტაციონარში მოთავსებისას გლიკემია 420მგ%. რა ღონისძიებებია ჩასატარებელი?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ შეიძლება იყოს აკრომეგალიის განვითარების რისკ-ფაქტორი?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ჰორმონის სიჭარბე იწვევს ძვლების, რბილი ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების ზრდას?
ამ ჰორმონს ახასიათებს ძლიერი ანაბოლური მოქმედება, მონაწილეობს ცილის სინთეზში, ხელს უწყობს ჰიპერგლიკემიის განვითარებას, ასტიმულირებს გლიკოგენოლიზსა და ლიპოლიზს. ქვემოთ ჩამოთვლილი ჰორმონებიდან რომელზეა საუბარი?
ქვემოთ ჩამოთვლილი კლინიკური ნიშნებიდან რომელია კარდინალური ნიშანი აკრომეგალიის დიაგნოზის დასასმელად?
42 წლის მამაკაცი, უჩივის თავის ტკივილს, ზოგად სისუსტეს, ყნოსვისა და სმენის დაქვეითებას, გარეგნობის ცვლილებას, რაც გამოიხატება ყურების, ცხვირის, ენისა და აგრეთვე ხელის მტევნებისა და ფეხის ტერფების ზრდით, პოტენციის დაქვეითებით. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია სავარაუდო დიაგნოზი?
42 წლის მამაკაცი, კლინიკური მონაცემების მიხედვით სავარაუდოა აკრომეგალიის დიაგნოზი. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი გამოკვლევა იქნება ინფორმატიული?
42 წლის მამაკაცი, კლინიკური, პარაკლინიკური და ლაბორატორიული მონაცემების მიხედვით დაისვა აკრომეგალიის დიაგნოზი. ქვემოთ ჩამოთვლილი ლაბორატორიული მონაცემებიდან რომელი შეიძლება იყოს არასწორი?
38 წლის ქალი, ბოლო 2 წლის განმავლობაში ფეხსაცმლის ზომა გაეზარდა 2-ით, რამოდენიმეჯერ მოუწია ბეჭდის ზომის გადიდება, თუმცა წონაში მოიმატა მხოლოდ 2 კგ. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დიაგნოზია სავარაუდო?
42 წლის მამაკაცი, უჩივის თავის ტკივილს, ზოგად სისუსტეს, პოტენციის დაქვეითებას. ჩაუტარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, რომელმაც გამოავლინა თურქული კეხის ზომების მომატება, მისი ახლომდებარე სტრუქტურების დესტრუქცია, თავის ქალას ძვლების გასქელება. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დიაგნოზია სავარაუდო?
42 წლის მამაკაცი, კლინიკური მონაცემების მიხედვით სავარაუდოა აკრომეგალიის დიაგნოზი. ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან რომელთან უნდა გატარდეს დიფერენციული დიაგნოზი?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან უპირატესად რომელი განაპირობებს აკრომეგალიის დროს ლეტალურ გამოსავალს?
15 წლის ვაჟი ბოლო 1 წელია გაიზარდა 20 სმ-ით, და მისმა სიმაღლემ მიაღწია 203 სმ-ს. მშობლების სიმაღლის გათვალისწინებით მოსალოდნელი სიმაღლე ამ ასაკისთვის იყო 199 სმ. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია სავარაუდო დიაგნოზი?
15 წლის ვაჟი ბოლო 1 წელია გაიზარდა 20 სმ-ით, და მისმა სიმაღლემ მიაღწია 203 სმ-ს. მშობლების სიმაღლის გათვალისწინებით მოსალოდნელი სიმაღლე ამ ასაკისთვის შეადგენდა 179 სმ-ს. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ გამოკვლევას ჩაატარებდით?
ქალი, 44 წლის, 2 წელია მატულობს წონაში, შეეცვალა გარეგნობა, დაუმსხვილდა და უხეში გაუხდა სახის ნაკვთები, გაუდიდდა ენა. კლინიკურად აღენიშნება ბრადიკარდია, კანის სიმშრალე, ჰოპოთერმია. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია სავარაუდო დიაგნოზი?