სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › თერაპია · შეცდომებზე მუშაობა
თერაპია
რომელი დაავადების დროს მცირდება ბგერითი ხმიანობა
რომელი დაავადების დროს არ მცირდება ფილტვის კიდის შლა
პაციენტს აღენიშნება გულ-მკერდის სიმეტრიული მოძრაობა, პერკუსიით კოლოფისებური ხმიანობა, შესუსტებული სუნთქვა გახანგრძლივებული ამოსუნთქვით, ღვიძლის მოყრუება ქვევითაა გადანაცვლებული. სავარაუდო დიაგნოზია:
პაციენტს აღენიშნება გულ-მკერდის სიმეტრიული მოძრაობა, პერკუსიით კოლოფისებური ხმიანობა, შესუსტებული სუნთქვა გახანგრძლივებული ამოსუნთქვით, ღვიძლის მოყრუება ქვევითაა გადანაცვლებული. რა ვლინდება ამ დროს რენტგენოლოგიურად
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ბრონქიტული ტიპისთვის დამახასიათებელი არ არის
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ემფიზემური ტიპისთვის დამახასიათებელი არ არის
ფილტვის რა ნაწილში ვითარდება ბრონქოექტაზია ყველაზე იშვიათად?
როდისაა მიზანშეწონილი ბრონქოექტაზიის ქირურგიული მკურნალობა?
ქრონიკული ბრონქიტის წამყვანი სიმპტომი მსხვილი ბრონქების უპირატესი დაზიანების დროს არის:
ქრონიკული ბრონქიტის წამყვანი სიმპტომი წვრილი ბრონქების უპირატესი დაზიანების დროს არის:
კლინიკურად რომელი პათოლოგიით ვლინდება ყველაზე ხშირად ალფა1- ანტიტრიფსინის დეფიციტი?
რომელია ახალგაზრდებში (30-35წ) ქრონიკული ბრონქიტის ყველაზე ხშირი მიზეზი?
რომელია ქრონიკული ბრონქიტის ყველაზე ხშირი გამომწვევი 30-35 წლის ზევით ასაკის და ხანშიშესულ პირებში?
რა ეწოდება დაავადებას, რომელსაც ახასითებს ბრონქული გამავლობის პროგრესული გაუარესება, პროდუქციული ხველის და რემისიის პერიოდების მონაცვლეობა, რაც არ არის დამოკიდებული განვითარების მექანიზმსა და ინფექციის მონაწილეობაზე?
რა სახისაა ქრონიკული ბრონქიტი, რომელიც მიმდინარეობს პერიოდული გამწვავებებით, რომელსაც არ ახასიათებს გამოხატული და პროგრესული ბრონქოობსტრუქცია?
რა სახისაა ქრონიკული ბრონქიტი, რომლის მიმდინარეობაში მონაწილეობს მეორადი ინფექცია, ფილტვებში აღინიშნება მრავლობითი სხვადასხვა კალიბრის ხიხინი, ხველა დიდი რაოდენობით ლეიკოციტების შემცველი ნახველით?
38 წ ავადმყოფი მამაკაცი ხანგრძლივი დროის განმავლობაში უჩივის ხველას ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველის გამოყოფით. გამწვავების დროს გაუძლიერდა ქოშინი, რომელიც არ ეხსნებოდა ბეროტეკით და ეუფილინით. განუვითარდა ხანგრძლივი დამწოლი ტკივილი გულის არეში და სიმძიმე მარჯვენა ფერდქვეშა არეში. გასინჯვით, დიფუზური ციანოზი, კისრის ვენების დაბერვა, ფეხების შეშუპება. მკერდის ძვლის მარცხნივ II ნეკნთაშუა არეში II ტონის აქცენტი, ღვიძლი გამოდის ნეკნთა რკალიდან 3 სმ-ით. დაასახელეთ მდგომარეობის გაუარესების შესაძლო მიზეზი:
38 წ ავადმყოფი მამაკაცი ხანგრძლივი დროის განმავლობაში უჩივის ხველას ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველის გამოყოფით. გამწვავების დროს გაუძლიერდა ქოშინი, რომელიც არ ეხსნებოდა ბეროტეკით და ეუფილინით. განუვითარდა ხანგრძლივი დამწოლი ტკივილი გულის არეში და სიმძიმე მარჯვენა ფერდქვეშა არეში. გასინჯვით, დიფუზური ციანოზი, კისრის ვენების დაბერვა, ფეხების შეშუპება. მკერდის ძვლის მარცხნივ II ნეკნთაშუა არეში II ტონის აქცენტი, ღვიძლი გამოდის ნეკნთა რკალიდან 3 სმ-ით. რომელი კლინკური ნიშნები არ არის გადამწყვეტი დიაგნოზის სწორ დასმაში?
38 წ ავადმყოფი მამაკაცი ხანგრძლივი დროის განმავლობაში უჩივის ხველას ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველის გამოყოფით. გამწვავების დროს გაუძლიერდა ქოშინი, რომელიც არ ეხსნებოდა ბეროტეკით და ეუფილინით. განუვითარდა ხანგრძლივი 84 დამწოლი ტკივილი გულის არეში და სიმძიმე მარჯვენა ფერდქვეშა არეში. გასინჯვით, დიფუზური ციანოზი, კისრის ვენების დაბერვა, ფეხების შეშუპება. მკერდის ძვლის მარცხნივ II ნეკნთაშუა არეში II ტონის აქცენტი, ღვიძლი გამოდის ნეკნთა რკალიდან 3 სმ-ით. ჩამოთვლილთაგან რომელი პრეპარატების დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი?
38 წ ავადმყოფი მამაკაცი ხანგრძლივი დროის განმავლობაში უჩივის ხველას ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველის გამოყოფით. გამწვავების დროს გაუძლიერდა ქოშინი, რომელიც არ ეხსნებოდა ბეროტეკით და ეუფილინით. განუვითარდა ხანგრძლივი დამწოლი ტკივილი გულის არეში და სიმძიმე მარჯვენა ფერდქვეშა არეში. გასინჯვით, დიფუზური ციანოზი, კისრის ვენების დაბერვა, ფეხების შეშუპება. მკერდის ძვლის მარცხნივ II ნეკნთაშუა არეში II ტონის აქცენტი, ღვიძლი გამოდის ნეკნთა რკალიდან 3 სმ-ით. რა ცვლილებები იქნება ეკგ-ზე?