QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › თერაპია · შეცდომებზე მუშაობა

თერაპია

1105 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

581

62 წლის გულის უკმარისობით ავადმყოფს განუვითარდა მწვავე პნევმონია და მნიშვნლოვანი პლევრული გამონაჟონი. ჩაუტარდა პლევრის პუნქცია. ჩამოთვლილთაგან რომელი ნიშანი მიუთითებს, რომ პლევრული გამონაჟონის მიზეზი გულის უკმარისობაა

582

რომელი დაავადების დროს არ აღინიშნება ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობის ფილტვების ფორსირებულ სასიცოცხლო ტევადობასთან შეფარდების შემცირება

583

ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის რესპირაციული დისფუნქციის ნიშანი 74

584

ჩამოთვლილთაგან, რომელი არის ალვეოლური ვენტილაციის შეფასების საუკეთესო მაჩვენებელი

585

ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის ჰიპოქსემიის მიზეზი

586

რომელი ცილა არ არის სასუნთქი გზების სეკრეტში

587

რომელი ფაქტორი არ აუარესებს ტრაქეობრონქულ ტრანსპორტს

588

32 წლის მამაკაცს აღენიშნება ცხელება და ხველა ჩირქოვანი ცუდი სუნის მქონე ნახველით. პაციენტი ჭარბად იღებს ალკოჰოლს. რენტგენოლოგიურად აღინიშნება ინფილტრაცია მარჯვნივ ქვედა წილში. ჩამოთვლილთაგან რომელია დაავადების შესაძლო გამომწვევი

589

52 წლის ქალს სიმსუქნით მწვავედ განუვითარდა ტკივილი მარჯვენა გვერდში და სისხლიანი ხველა. რენტგენოლოგიურად აღინიშნება მარჯვენა წილში ინფილტრაცია. რომელი გამოკვლევაა ყველაზე ინფორმატიული დავადების დიაგნოსტიკისთვის

590

54 წლის მამაკაცს აქვს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება და ფილტვისმიერი გული. ჩამოთვლილთაგან რომელი ფაქტორი აქვეითებს წნევას ფილტვის არტერიაში

591

28 წლის ქალს 5 დღის წინ დაეწყო ტკივილი მარჯვენა გვერდში. იგი უარყოფს ცხელებას, ოფლიანობას, სისხლიან ხველას, ანამნეზში გადატანილ პნევმონიას. რენტგენოლოგიურად აღინიშნება დიაფრაგმის მარჯვენა თაღის აწევა, მარჯვენა სინუსის სათუო დაჩრდილვა. დიაგნოზის დასაზუსტებლად კვლევის რომელი მეთოდია ჩასატარებელი

592

52 წლის მამაკაცს, რომელიც ეწევა დღეში 2 კოლოფ სიგარეტს, აქვს ქრონიკული ხველა. ბოლო კვირის განმავლობაში ნახველში გაჩნდა სისხლის მინარევი. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი მოსაზრებაა სწორი

593

59 წლის ქალს აქვს ქრონიკული ბრონქიტი და ფილტვების ემფიზემა. იგი ჰოსპიტალიზებულია სუნთქვის უკმარისობის გამო. ობიექტური გასინჯვით გამოვლინდა მარჯვენა პარკუჭის უკმარისობის ნიშნები. რომელი მოსაზრებაა სწორი

594

59 წლის ქალს აქვს ქრონიკული ბრონქიტი და ფილტვების ემფიზემა. იგი ჰოსპიტალიზებულია სუნთქვის უკმარისობის გამო. ობიექტური გასინჯვით გამოვლინდა მარჯვენა პარკუჭის უკმარისობის ნიშნები. პაციენტს ჩაუტარდა ოქსიგენოთერაპია. რომელი მოსაზრებაა სწორი

595

რომელი ფიზიოლოგიური დარღვევა ვითარდება სუნთქვის მწვავე უკმარისობის დროს, რომელიც ექვემდებარება კორექციას

596

რომელ დაავადებას არ ჰგავს ფილტვების შეშუპება ობიექტრური მონაცემებით

597

რომელი პათოლოგია არ აუარესებს სუნთქვის ფუნქციას ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დროს

598

62 წლის მამაკაცს აღენიშნება პლევრული გამონაჟონი. პუნქციით გამოღებულ სითხეში განსაზღვრული პარამეტრებიდან რომელი მიუთითებს ყველაზე ზუსტად, რომ სითხე ექსუდატია

599

39 წლის ქალი უჩივის წონაში კლებას და საერთო სისუსტეს. გულ-მკერდის რენტგენოლოგიურად მარჯვნივ სინუსი არ ნათდება. რა გამოკვლევა უნდა ჩატარდეს პლევრის პუნქციამდე

600

43 წლის მამაკაცი უჩივის ხველას და ქოშინს. ობიექტურად აღინიშნება ტრაქეის მარცხნივ გადაწევა, პერკუსიით მოყრუება და სუნთქვითი ხმიანობის შემცირება მარჯვნივ. სავარაუდო დიაგნოზია

განმარტებები