QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › თერაპია · შეცდომებზე მუშაობა

თერაპია

1105 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

341

რა ნიშანი არ ახასიათებს პარკუჭთაშუა ძგიდის რუპტურას მიოკარდიუმის ინფარქტის დროს

342

64 წლის მამაკაცი მიმღებ განყოფილებაში შემოვიდა ჩივილით გულის ფრიალზე. გასინჯვით აღმოაჩნდა პულსის დეფიციტი. ჩამოთვლილთაგან, რომელი არითმია შეესაბამება ამ მდგომარეობას

343

რომელი სიმპტომი არ გვხვდება გულის ტამპონადის დროს

344

რომელი პარამეტრით შეიძლება ვიმსჯელოთ მარცხენა პარკუჭის პოსტდატვირთვაზე

345

რა იწვევს ორთოპნოეს

346

42 წლის ქალს აღენიშნება კოჭ-წვივის სახსრების შეშუპება, რომელიც ცოტა ხნის წინ განუვითარდა. საუღლე ვენური პულსი უარყოფითია. ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელი არ შეიძლება იყოს შეშუპების მიზეზი

347

რომელი არ მიეკუთვნება გულის ფუნქციური მდგომარეობის განმსაზღვრელ ფაქტორს

348

38 წლის ქალს აღენიშნება გულის შეგუბებითი უკმარისობა, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია. წარსულში ჰქონდა პარკუჭოვანი ტაქიკარდიის რამოდენიმე ეპიზოდი. არტერიული წნევა ნორმალური, გულის ზომები საგრძნობლად მომატებულია, შუილები არ მოისმინება, კორონაროგრაფიით ცვლილებები არ არის. სავარაუდო დიაგნოზია

349

რომელი ეკგ ცვლილება ვითარდება წინაგულების ჰიპერტროფიის დროს

350

ეკგ-ზე აღინიშნება მაღალი R კბილები V1-2 განხრებში და ღრმა S კბილები V5-6 განხებში. რას აღნიშნავს ეს ცვლილებები

351

ეკგ-ზე აღინიშნება ორფაზიანი P კბილის, რომლის ხანგრძლივობა 0.12 წმ-ია, გულის რომელი ნაწილის ჰიპერტროფიამ შეიძლება განაპირობოს ეს ცვლილება

352

ვაზორენული ჰიპერტენზიის დროს რაციონალური მკურნალობა გულისხმობს

353

ჩამოთვლილთაგან, რომელი მონაცემი არ არის სწორი ფეოქრომოციტომისთვის

354

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი კორონარული არტერიის დაზიანებაა პროგნოზულად ყველაზე არაკეთილსაიმედო

355

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტენოკარდიის პროგნოზის სავარაუდოდ

356

რომელი ეკგ ცვლილებაა დამახასიათებელი პარკუჭშიგა ბლოკადისთვის

357

რომელი ეკგ ნიშანი არ აღინიშნება სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლიის დროს

358

სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდიის დროს აღინიშნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა ერთისა

359

პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდიის დროს აღინიშნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა ერთისა

360

პარკუჭთა ფიბრილაციის დროს ეკგ-ზე აღინიშნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა ერთისა

განმარტებები