QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › კერძო ქირურგია · შეცდომებზე მუშაობა

კერძო ქირურგია

471 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

41

45 წლის ქალს რამოდენიმე წელია კისრის წინა ზედაპირზე აღენიშნება სიმსივნური წარმონაქმნი. აწუხებს საერთო სისუსტე, ძილიანობა. ობიექტურად: ბრადიკარდია. პალპაციით ფარისებური ჯირკვალი გადიდებულია ორივე წილის ხარჯზე, მკვრივი კონსისტენციის, უმტკივნეულო, მოძრავი. ღეგიონული ლიმფური კვანძები გადიდებული არ არის. პუნქციური ბიოფსიით ნანახია ლიმფოციტებით და პლაზმური უჯრედებით ჯირკვლის ინფილტრაცია, ფოლიკულების დაშლა და მათი ჩანაცვლება შემაერთებელი ქსოვილით. ანამნეზში საყურადღებოა, რომ პაციენტის და დაავადებულია რევმატოიდული ართრიტით. სავარაუდო დიაგნოზია:

42

34 წლის ქალს დიფუზური ტოქსიური ჩიყვის გამო გაუკეთდა ოპერაცია: სუბტოტალური რეზექცია. ოპერაციიდან მეორე დღეს პაციენტს დაეწყო გულისრევა, პირღებინება, ჰიპერთერმია 41 C-მდე, მზარდი ტაქიკარდია და არტერიული ჰიპოტონია. ოპერაციისშემდგომი რომელი გართულება აღენიშნება პაციენტს?

43

40 წლის ქალს აწუხებს სიმსივნური წარმონაქმნის არსებობა კისრის წინა ზედაპირზე, მშრალი ხველა. პალპაციით არენიშნება მე-2 ხარისხის დიფუზური ჩიყვი. ულტრაბგერითი გამოკვლევით ფარისებური ჯირკვალი მოცულობაში მომატებულია. სისხლში ყურადღებას იქცევს ეუთირეოზი და თირეოტროპული ჰორმონის მკვეთრი მომატება. აღსანიშნავია, რომ პაციენტი არის იმ რაიონიდან, სადაც ბიოსფერო ღარიბია იოდით. რომელი დაავადება აქვს პაციენტს?

44

50 წლის ქალს აწუხებს კისრის წინა ზედაპირზე სიმსივნური წარმონაქმნი არსებობა. პალპაციით ფარისებურ ჯირკვალში ისინჯება ხორკლიანი, უძრავი სიმსივნური კვანძი. ულტრაბგერითი გამოკვლევით ეს კვანძი არის დაქვეიტებული ექიგენობის, უსწორმასწორო კონტურებით. პუნქციური ბიოფსიით ნანახია ატიპიური უჯრედები. სავარაუდო დიაგნოზია:

45

ავადმყოფი უჩივის ტკივილს კისრის არეში განსაკუთრებით ყლაპვის დროს. ობიექტურად აღენიშნება დიფუზურად გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი, იგი ჰიპერემიული და პალპაციით მტკივნეულია. რა დაავადება აღენიშნება ავადმყოფს?

46

ავადმყოფი უჩივის ფარისებრი ჯირკვლის სწრაფ მომატებას ზომაში. ობიექტურად გადიდებულ ფარისებრ ჯირკვალში აღენიშნება უსწორმასწორო ზედაპირის მქონე კვანძი, იგი შეზღუდულია მოძრაობაში, ფარისებრი ჯირკვლის სკანირებით ვლინდება “ცივი” კვანძი. რა პათოლოგია აღენიშნება ავადმყოფს?

47

რომელი სიმპტომი ახასიათებს დიფუზურ ტოქსიურ ჩიყვს?

48

32 წლის ქალს აწუხებს სუნთქვის გაძნელება, თავში სიმძიმის შეგრძნება სხეულის დახრისას, კისრის ვენები შესამჩნევად დაბერილი აქვს, გულმკერდის ზედა ნაწილში წინა ზედაპირზე აღენიშნება `მედუზას თავი~. სავარაუდო დიაგნოზია:

49

44 წლის ქალი უჩივის წონაში წონაში მკვეთრ კლებას, მადის გაძლიერებას, ადვილად დაღლას და ოფლიანობას, ამენორეას. თვალების ირგვლივ გამოხატული პიგმენტაცია, ეგზოფთალმია. სავარაუდო დიაგნოზია:

50

53 წლის ქალს აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის დიფუზიური გადიდება, ჯირკვალი ქვასავით მკვირივია და ნაკლებად მოძრავია, გამოხატულია ზომიერი ჰიპოთირეოზის ნიშნები. ბიოფსიით ჭარბობს შემართებელი ქსოვილი. ატიპიური უჯრედები ნახული ვერ იქნა. სავარაუდო დიაგნოზია:

51

48 წლის ქალს აღენიშნება კისრის წინა ზედაპირზე სიმსივნური, მკვრივი წარმონაქმნის არსებობა. მისი კონტურები უსწორმასწოროა. ულტრაბგერითი კვლევით მასში ფიქსირდება დაბალი ექოგენობის კვანძი. რადიოზოტოპური კვლევით ნანახია `ცივი კვანძი~. სავარაუდო დიაგნოზია:

52

35 წლის ქალს ტოქსიური ჩიყვის გამო გაუკეთდა ოპერაცია. გარკველი პერიოდის შემდეგ პაციენტს დაეწყო საერთო სისუსტე, ძილიანობა, მუდმივი დაღლილობის შეგრძნება. კანი მშრალი და დანაოჭებული აქვს. დაეწყო თმის ცვენა, სქესობრივი ფუნქცია დაუქვეითდა. ოპერაციის შემდგომ რომელ გართულებასთან გვაქვს საქმე?

53

32 წლის ქალი უჩივის წონაში მკვეთრ კლებას, აგზნებადობას, უძილობას, ოფლიანობას, ხელების კანკალს. ობიექტურად: პალპაციით – ფარისებრი ჯირკვალი გადიდებულია დიფუზურად, არტერიული ჰიპერტენზია და ტაქიკარდიაა. სავარაუდო დიაგნოზია:

54

45 წლის ქალი უჩივის კისრის წინა ზედაპირზე სიმსივნური წარმონაქმნის არსებობას. პალპაციით ფარისებრ ჯირკვალში უძრავი, მკვრივი და უსწორმასწორო კიდეების მქონე წარმონაქმნი ისინჯება. ულტრაბგერით დაბალი ექოგენობის, უსწორმასწორო კიდეების მქონე წარმონაქმნია. სავარაუდო დიაგნოზია:

55

48 წლის ქალი უჩივის კისრის წინა ზედაპირზე სიმსივნური წარმონაქმნის არსებობას. პალპაციით ფარისებრი ჯირკვალი ნაკლებად მოძრავია და ქვასავით მკვრივია. ზომიერი ჰიპოთირეოზის ნიშნებია. ბიოფსიით ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურაში ჭარბადაა შემაერთებელი ქსოვილი. სავარაუდო დიაგნოზია:

56

სოლიტარული კვანძი ფარისებურ ჯირკვალში სიმსივნური წარმოშობისაა თუ

57

ორივე შებრუნებული ნერვის დაზიანება ( თირეოიდექტომიის შესაძლებელი გართულება ) იწვევს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ შედეგებს გარდა

58

50 წლის ქალს ფარისებრ ჯირკვალის მარცხენა წილში პალპაციით აღენიშნება გადიდებული კვანძი, ხორკლიანი ზედაპირით, უძრავი, რომელიც ჩაზრდილია ირგვლივმდებარე ქსოვილებში. კტ კვლევით დგინდება კისრისა და შუასყარის ლიმფური კვანძების გადიდება. რა პათოლოგია აღენიშნება პაციენტს?

59

34 წლის ქალს აწუხებს მოუსვენრობა, შიშები, ოფლიანობა, მტევნის თითების ტრემორი. გამოხატულია ტაქიკარდია, სისტოლური არტერიული ჰიპერტენზია.პალპაციით ისინჯება დიფუზურად გადიდებული ფარისებური ჯირკვალი. სავარაუდოდ რომელი დაავადება აქვს პაციენტს?

60

რომელი ნიშანი არ ახასიათებს ჰიპერპარათირეოზს?

განმარტებები