სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › კერძო ქირურგია · შეცდომებზე მუშაობა
კერძო ქირურგია
ავადმყოფი მამაკაცი 59 წლის რამდენიმე წელია აწუხებს ხველა ნახველის რაოდენობის თანდათანობით მომატებით, ნახველი ლორწოვან-ჩირქოვანია ან ჩირქოვანი, დაყოვნრბის შემთხვევაში ჭურჭელში იყოფა სამ შრედ (ქვედა ჩირქი, შუა სეროზული სითხე, ზედა ლორწო) ზოგჯერ ნახველში ჩანს სისხლის კვალი. რა პათოლოგია აღენიშნება ავადმყოფს?
რომელი დებულებაა მართებული ფილტვის ექინოკოკთან მიმართებაში?
ფილტვის კიბოსთან მიმართებაში რომელი დებულებაა მართებული?
ავადმყოფი 62 წლის, უჩივის მუდმივ ხველას ჩირქოვანი ნახველის გამოყოფით (დღე-ღამეში 100-200 მლ-მდე) წელიწადში 2-3 ჯერ გამწვავებას ბრონქოპნევმონიის სახით, სუნთქვის გაძნელებას. რენდგენოლოგიურად ვლინდება ფილტვის ქსოვილის ვრცელი დაზიანება ფიბროზული უბნებით. რა დაავადება აღენიშნება ავადმყოფს?
ავადმყოფი მამაკაცი 59 წლის რამდენიმე წელია აწუხებს ხველა ნახველის რაოდენობის თანდათანობით მომატებით, ნახველი ლორწოვან-ჩირქოვანია ან ჩირქოვანი, დაყოვნების შემთხვევაში ჭურჭელში იყოფა სამ შრედ (ქვედა ჩირქი, შუა სეროზული სითხე, ზედა ლორწო) ზოგჯერ ნახველში ჩანს სისხლის კვალი. რა პათოლოგია აღენიშნება ავადმყოფს?
ავადმყოფი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უჩივის ხველას დიდი რაოდენობის ნახველით, დათვალიერებით აღინიშნება გულმკერდის ყაფაზის ჩამორჩენა სუნთქვაში მარჯვნივ პერკუსიით. ამ უბანში აღინიშნება ყრუ ხმიანობა. აუსკულტაციით მსხვილი და საშუალო ბუშტუკოვანი სველი ხიხინი, რომელიც ძირითადად დილით მოისმინება ავადმყოფის ამოხველებამდე. ნახველის დიდი რაოდენობით ამოღების შემდეგ მოისმინება მშრალი მსტვენავი ხიხინი. რა დაავადება აღენიშნება პაციენტს?
ავადმყოფი 19 წლის შემოვიდა კლინიკაში გადატანილი პნევმონიის შემდგომ პერიოდში მძიმე მდგომარეობაში. აღენიშნება მაღალი ტემპერატურა, შემცივნებები, მარჯვენა ფილტვის შუა და ქვემო წილში ატელექტაზი. რენდგენოლოგიურად ვლინდება ფილტვის ქსოვილის გამკვრივება, აგრეთვე დაზიანების კერაში მრავლობითი წვრილკეროვანი ჩრდილები, ერთგან სამკუთხა ფორმის ჩრდილი. რა პათოლოგია აღენიშნება ავადმყოფს?
ავადმყოფი 51 წლის მამაკაცი ცხოვრობს სოფლად, სახლში ყავს შინაური ცხოველები. შემოსვლისას უჩიოდა ყრუ ხასიათის ტკივილს გულმკერდის არეში მარჯვნივ. გულმკერდის დათვალიერებით აღინიშნება დაზიანებული მხარის გამოდრეკილობა. აქვს პერკუსიით მოყრუება, რენდგენოლოგიურად მარჯვნივ ვლინდება ოვალური ფორმის ჰომოგენური დაჩრდილვა სითხის ჰორიზონტალური დონით. სისხლში მომატებულია ეოზინოფილები. რა პათოლოგია აღენიშნება ავადმყოფს?
ავადმყოფი 53 წლის მამაკაცი უჩივის მარჯვენა ფერდქვეშა არეში და ეპიგასტრიუმში ყრუ, მუდმივი ხასიათის ტკივილს. დათვალიერებით ჩანს მარჯვენა ფერდქვეშა არეში გამობერილობა, პერკუსიით აღინიშნება ღვიძლის ზემო და ქვემო საზღვრების გაფართოება, პალპაციით ნახულობენ მრგვალი ფორმის ელასტიური კონსისტენციის წარმონაქმნს, რენდგენოლოგიურად დგინდება ოვალური ფორმის სიმსივნე, ლატექს-აგლუტინაციის სინჯი დადებითია. რა დაავადებასთან გვაქვს საქმე?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მიეკუთვნება ფილტვის ცენტრალურ კიბოს?
ჭია ნაწლავის ზომები არის :
ჭია ნაწლავის ბრმა ნაწლავში ჩართვის არეში მდებარეობს ლორწოვანი გარსის ნახევარმთვარისებრი დუბლიკატურა, რომელსაც ეწოდება:
აპენდიქსს კვებავს აპენდიკულარული არტერია, რომელიც არის ტოტი:
აპენდიკულარული ვენა ჩაედინება:
მწვავე აპენდიციტის ფორმებია:
აპენდიქსის ლორწქვეშა შრე შეიცავს პეიფერის ლიმფური ფოლიკულების
ჭია ნაწლავის ფლეგმონოზური ანთების დროს ადგილი აქვს:
ჭია ნაწლავი გამსხვილებულია, დაჭიმულია, კოლბისებურად გადიდებულია მისი მწვერვალი. რასთან უნდა გვქონდეს საქმე:
მწვავე აპენდიციტისთვის დამახასიათებელია:
მწვავე აპენდიციტის დროს ავადმყოფის მარცხენა გვერდზე წოლისას რა სიმპტომები გამოვლინდება ტკივილის გაძლიერებით ილიოცეკალურ არეში: