სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › პედიატრია · შეცდომებზე მუშაობა
პედიატრია
თქვენ მოგიყვანეს 5 წლის ბიჭი, რომელსაც აღენიშნება ტემპერატურა 37,6, მშრალი ხველა, აუსკულტაციით გესმით მშრალი მხერხავი ხიხინი ვეზიკულური სუნთქვის ფონზე. რა დაავადებაზე იფიქრებთ
5 თვის ბავშვს აღენიშნება ხველა, სუნთქვის სიხშირე 52, გულმკერდის რეტრაქცია, რაზე იფიქრებთ?
თქვენ მოგიყვანეს 8 წლის ბიჭი, რომელსაც აღენიშნება ტემპერატურა 38,6, ხველა, აუსკულტაციით გესმით კრეპიტაცია. რა დაავადებაზე იფიქრებთ
პნევმონიის კარდინალური ნიშნებია ყველა, გარდა
ჩვილ ბავშვთა პნევმონიისთვის პათოგნომურია ყველა ნიშანი, გარდა ერთისა
5 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში პნევმონიის ძირითადი გამომწვევია
ადრეული ასაკის ბავშვებში პნევმონიის გამომწვევი ძირითადი ვირუსია
2-5 წლის ბავშვებში ბაქტერიული პნევმონიის ძირითადი გამომწვევია
რომელი მოსაზრება არ არის სწორი? პნევმონიის დროს გულმკერდის რენტგენოგრაფია უნდა ჩატარდეს
5 წლამდე ასაკის ბავშვებში პნევმონიის სამკურნალოდ პირველი რიგის პრეპარატს წარმოადგენს
5 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში პნევმონიის სამკურნალოდ პირველი რიგის პრეპარატს წარმოადგენს
5 წლამდე ასაკის ბავშვებში პნევმონიის დროს ჰოსპიტალიზაციის ჩვენებას წარმოადგენს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი გარდა ერთისა
რომელი მოსაზრება არ არის სწორი პნევმონიის დროს ანტიბიოტიკოთერაპისათან მიმართებაში
თქვენ მოგიყვანეს 1 წლის ბიჭი, რომელსაც აღენიშნება ტემპერატურა 37,8, ხველა, მსტვენავი სუნთქვა, ექსპირაციული ქოშინი, აუსკულტაციით გესმით დიფუზური სველი წვრილბუშტუკოვანი ხიხინი. რა დაავადებაზე იფიქრებთ?
მწვავე ბრონქიოლიტს ახასიათებს ყველა ნიშანი გარდა ერთისა
მწვავე ბრონქიოლიტის სამკურნალოდ გამოიყენება ყველა ჩამოთვლილი მეთოდი გარდა ერთისა
ბრონქიოლიტის ძირითადი გამომწვევია
ცრუ კრუპს არ ახასიათებს
რომელი მოსაზრება არ არის სწორი ცრუ კრუპთან მიმართებაში
3 წლის ბიჭს აღენიშნება ძლიერი ინტოქსიკაცია, ჩასუნთქვის გაძნელება, აგზნება, დისფაგია და გაძლიერებული ნერწყვდენა, რა დაავადებაზე იფიქრებთ