სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › ახალი გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ახალი გინეკოლოგია
რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი გართულება შეიძლება განვითარდეს თუ სამეანო სისხლდენის შედეგად განვითარებულ ჰიპოვოლემიის კორეგირება ნაწარმოები იქნება მხოლოდ კრისტალოიდების და ერითროციტარული მასის გადასხმით
რამდენი პროცენტი არის შესაძლებელი ჰემატოკრიტის მატება ერთი დოზა ერითროციტარული მასის გადასხმის შედეგად
შრატის ფიბრინოგენის რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი დონე არის საკმარისი კოაგულატის დაწყებისათვის
ნაყოფის დაბადების შემდეგ საშვილოსნოს ფუძე გადაადგილდა ზევით და განლაგდა ჭიპის რგოლის ზევით და მარჯვნივ. ჩამოთვლილთაგან, მომყოლის მოცილების რომელ ნიშანს წარმოადგენს აღწერილი მდგომარეობა?
ჩამოთვლილთაგან, მშობიარობის III პერიოდის მართვის დროს ოქსიტოცინის შეყვანიდან დაახლოებით რამდენი წუთის შემდეგ არის რეკომენდებული ჭიპლარის კონტროლირებადი ტრაქციის წარმოება?
ჩამოთვლილთაგან, რომელი მდგომარეობა წარმოადგენს ნაყოფის გულისცემის მუდმივი ელექტრონული მონიტორინგის ნაყოფისმხრივ ჩვენებას?
ინტრანატალურად ნაწარმოები ნაყოფის გულისცემის მუდმივი ელექტრონული მონიტორინგის მაჩვენებლებია: ნაყოფის ბაზალური რითმი 178’, ვარიაბელობა 5, გვიანი დეცელერაციები. ჩამოთვლილთაგან, როგორი უნდა იყოს მეანის მიერ განხორციელებული ქმედება?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი ზომა შეესაბამებაგარეგან კონიუგატას?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, გარეგანი კონიუგატის მიხედვით რომელი ზომის დადგენაა შესაძლებელი?
ჩამოთვლილთაგან, ახალშობილის მოვლის რომელი ნაბიჯის განხორციელება არ არის რეკომენდებული დაბადებიდან ერთი წუთის განმავლობაში?
ჩამოთვლილთაგან, როდის უნდა განხორციელდეს ახალშობილის ადრეული ძუძუთი კვება?
ახალშობილის ძუძუზე მოჭიდების რომელი ნიშანის არსებობისას მატულობს ძუძუს კერტების ნახეთქის განვითარების რისკი?
ჩამოთვლილთაგან, ახალშობილის რომელი გართულების მიზეზი შეიძლება გახდეს ჭიპლარის ადრეული გადაკვეთა?
რა განსაკუთრებული მახასიათებელი აქვს განვითარებულ რეზუს სენსიბილიზაციას?
დაასახელეთ ანტი D-იმუნოგლობულინის სტანდარტული დოზაა, რომელიც გამოიყენება RH -დედის ანტენატალური მეთვალყურეობის დროს
დაასახელეთ ის ტესტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ფეტო-მატერნალური სიდოსენის მოცულობის და შესაბამისად ანტი -იმუნოგლობულინის დოზის ზუსტი განსაზღვრა
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი პროცესი აღწერს ლაქტოგენეზს?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი ჰორმონი ასტიმულირებს რძის სადინრების პროლიფერაციას:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან , რომელი ჰორმონი ზემოქმედებს სარძევე ჯირკვლების წილაკების განვითარებაზე:
ჩამოთვლილთაგან, სამშობიარო ტკივილის რომელ ეფექტთან არის ასოცირებული ლოგინობის ხანაში პოსტტრავმული სტრესული დარღვევის განვითარება?