სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › ახალი გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ახალი გინეკოლოგია
ჩამოთვლილთაგან, მიუთითეთ მშობიარობის მეორე პერიოდის ნორმალური ხანგრძლივობა პირველმშობიარეში რეგიონული ანესთეზიით:
ჩამოთვლილთაგან, საშვილოსნოს კედლების მიმართ ნაყოფის სხეულის რომელი ნაწილის ადგილმდებარეობის მიხედვით ისაზღვრება ნაყოფის სახე ნაყოფის სიგრძივი მდებარეობის დროს?
მშობიარის გაჭინთვის დროს ნაყოფის თავი ჩნდება სასქესო ნაპრალში, ხოლო ჭინთვის დასრულების შემდეგ კვლავ იმალება საშოში. ჩამოთვლილთაგან, მშობიარობის ბიომექანიზმის რომელ მომენტს შეესაბამება აღწერილი მდგომარეობა?
მშობიარობის III პერიოდის მოცდითი ტაქტიკით მართვის დროს ჭიპლარზე დადებულმა მომჭერმა ვულვარული რგოლიდან 8-10სმ-ით ქვევით ჩამოიწია. ჩამოთვლილთაგა, მომყოლის მოცილების რომელ ნიშანს მიეკუთვნება აღწერილი მდგომარეობა?
ჩამოთვლილთაგან, რომელი მოთხოვნის დაცვა არის სავალდებულო უსაფრთხო მშობიარობის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით?
მშობიარობის გაუტკივარების მიზნით კანშიდა წყლის ბლოკის გამოყენების შემთხვევაში ჩამოთვლილთაგან, რამდენი წუთის განმავლობაში გრძელდება მშობიარის წელის ტკივილის ინტენსივობის შემცირება?
მშობიარობის ინჰალაციური გაუტკივარების მიზნით ჩამოთვლილთაგან, ჟანგბადისა და აზოტის ქვეჟანგის როგორი თანაფარდობის გამოყენება არის ყველაზე ოპტიმალური?
ჩამოთვლილთაგან, ახალშობილის რომელი პარამეტრის შეფასება არ ხდება ახალშობილის აპგარის შკალით შეფასები დროს?
ჩამოთვლილთაგან, რომელი იმუნოგლობული გაივლის ყველაზე ადვილად პლაცენტარულ ბარიერს?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ფაქტორი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მშობიარობის მესამე პერიოდის ნორმალური მიმდინარეობისას, საშვილოსნოს კედლიდან პლაცენტის მოცილებისთვის?
ჩამოთვლილთაგან, რომელი განაპირობებს მშობიარობის მესამე პერიოდის ნორმალურ განხორციელებას?
ჩამოთვლილთაგან, მშობიარობის რომელი პერიოდია ნაყოფის დაბადების პერიოდი?
ჩამოთვლილთაგან, რომელი სისხლძარღვის ტოტს წარმოადგენს საკვერცხის არტერია?
ჩამოთვლილთაგან, ორსულობის რამდენი კვირის ვადიდან არის შესაძლებელი ნაყოფის გულისცემის მოსმენა ხელის დოპლერით?
ჩამოთვლილთაგან, საშვილოსნოს ყელის რომელი უბნიდან ხდება ციტოლოგიური მასალის აღება PAP-ტესტირების დროს?
მშობიარობის მედიკამენტოზური გაუტკივარების შემთხვევაში გამოსაყენებელი მედიკამენტის შერჩევისას, ჩამოთვლილთაგან რომელი ფაქტორის გათვალისწინება არ არის რეკომენდებული?
ჩამოთვლილთაგან, რა სახის ეპითელით არის დაფარული საშვილოსნოს ყელის ექტოპია?
PAP- ტესტირებით დიაგნოსტირდა, რომ დაზიანებულია საშვილოსნოს ყელის მრავალშრიანი ეპითელის ზედა მესამედი. ჩამოთვლილთაგან, დისპლაზიის რომელ ხრისხს შეესაბამება ეს მონაცემი?
ჩამოთვლილთაგან, კონტრაცეფიის რომელი მეთოდის ეფექტურობა არის ყველაზე მეტად განპირობებული ოვულაციის დათრგუნვის მექანიზმით?
ჩამოთვლილთაგან, რომელი მედიკამენტი წარმოადგენს ტრიქომონადური ვაგინიტის მკურნალობის არჩევით პრეპარატს?