QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

გინეკოლოგია

1957 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1881

18წლის პაციენტი უჩივის ძლიერ მტკივნეული წყლულების არსებობას ვულვის არეში,თავის ტკივილს,სუბფებრილიტეტს და მენინგიზმის მოვლენებს.ანამნეზში 5დღით ადრე წყლულის ადგილას გაჩნდა პატარა ბუშტუკები.ახლა კი დათვარიელებისას აღმოჩნდა რომ ვულვისა და შორისის მიდამოში არის დაწყლულებული,ძლიერ მტკივნეული უბნები,ხოლო საზარდულში-გადიდებული ლიმფური კვანძები.ავადმყოფის გადმოცემით ჩატარებული ანტიბაქტერიული და ჩვეულებრივი ანთების საწიააღმდეგო თერაპია აღმოჩნდა უეფექტო.ჩამოთვლილთაგან ყველაზე უფრო რომელი შესაძლოა იყოს სავარაუდო დიაგნოზი?

1882

18წლის პაციენტი უჩივის ძლიერ მტკივნეული წყლულების არსებობას ვულვის არეში,თავის ტკივილს,სუბფებრილიტეტს და მენინგიზმის მოვლენებს.ანამნეზში 5დღით ადრე წყლულის ადგილას გაჩნდა პატარა ბუშტუკები.ახლა კი დათვარიელებისას აღმოჩნდა რომ ვულვისა და შორისის მიდამოში არის დაწყლულებული,ძლიერ მტკივნეული უბნები,ხოლო საზარდულში-გადიდებული ლიმფური კვანძები.ავადმყოფის გადმოცემით ჩატარებული ანტიბაქტერიული და ჩვეულებრივი ანთების საწიააღმდეგო თერაპია აღმოჩნდა უეფექტო.ჩამოთვლილთაგან რომელი დაადასტურებს ყველაზე მეტად დიაგნოზს?

1883

18წლის პაციენტი უჩივის ძლიერ მტკივნეული წყლულების არსებობას ვულვის არეში,თავის ტკივილს,სუბფებრილიტეტს და მენინგიზმის მოვლენებს.ანამნეზში 5დღით ადრე წყლულის ადგილას გაჩნდა პატარა ბუშტუკები.ახლა კი დათვარიელებისას აღმოჩნდა რომ ვულვისა და შორისის მიდამოში არის დაწყლულებული,ძლიერ მტკივნეული უბნები,ხოლო საზარდულში-გადიდებული ლიმფური კვანძები.ავადმყოფის გადმოცემით ჩატარებული ანტიბაქტერიული და ჩვეულებრივი ანთების საწიააღმდეგო თერაპია აღმოჩნდა უეფექტო.ვეზიკულური სითხის გამოკვლევით აღმოჩნდა ჰერპესული ინფექცია.ჩამოთვლითაგან რომელია ყველაზე უფრო ეფექტური მკურნალობა?

1884

ჩამოთვლილთაგან, კვერცხსავალ მილში რომელი პათოლოგიური შიგთავსის დაგროვება შეესაბამება ჰიდროსალპინქსის განმარტებას?

1885

ჩამოთვლილთაგან, კვერცხსავალ მილში რომელი პათოლოგიური შიგთავსის დაგროვება შეესაბამება პიოსალპინქსის განმარტებას?

1886

ჩამოთვლილთაგან, კვერცხსავალ მილში რომელი პათოლოგიური შიგთავსის დაგროვება შეესაბამება ჰემატოსალპინქსის განმარტებას?

1887

ქვემოთჩამოთვლილთაგან, რომელი ბაქტერია უზრუნველყოფს საშოს თვითგაწმენდის ფუნქციას?

1888

ჩამოთვლილთაგან, რომელი მეთოდი ითვლება რადიკალურად საშვილოსნოს დანამატების აპკისებური ანთებითი წარმონაქმნების სამკურნალოდ?

1889

29 წლის ახალგაზრდა ქალი შემოვიდა კლინიკაში ჩივილებით ტემპერატურეს მომატებაზე საერთო სისუსტესა და მუცლის ქვემო არეში ტკივილზე.ავადმყოფის გადმოცემით 8 დღის წინ გაიკეთა ხელოვნური აბორტი.ობიექტურად-ავადმყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, პულსი 92 წუთში, რითმული კარგი ავსების და დაჭიმულობის, წნევა 120/70 მმ.ვცხ სვ.ტემპერატურა 38,2.მუცელი პალპაციით რბილი, სუნთქვაში მონაწილეობს, ოდნავ მტკივნეული ბოქვენსზედა არე, პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები არ არის.სარკეებში-საშვილოსნოს ყელი და საშოს ლოწოვანი სუფთა, საშოში ჩირქოვანი გამონადენი.საშვილოსნოს ყელის არხიდან გადმოდის უხვი ჩირქოვანი გამონადენი.ბიმანუალური გასინჯვითსაშვილოსნოს ტანი ოდნავ დიდი ნორმაზე, რბილი კონსისტენციის, პალპაციისა და გადაადგილების დროს მტკივნეული.თაღები თავისუფალი, დანამატები არ ისინჯება.ჩამოთვლილთაგან რომელი დიაგნოზია სავარაუდო?

1890

29 წლის ახალგაზრდა ქალი შემოვიდა კლინიკაში ჩივილებით ტემპერატურეს მომატებაზე საერთო სისუსტესა და მუცლის ქვემო არეში ტკივილზე.ავადმყოფის გადმოცემით 8 დღის წინ გაიკეთა ხელოვნური აბორტი.ობიექტურად-ავადმყოფის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, პულსი 92 წუთში, რითმული კარგი ავსების და დაჭიმულობის, წნევა 120/70 მმ.ვცხ სვ.ტემპერატურა 38,2.მუცელი პალპაციით რბილი, სუნთქვაში მონაწილეობს, ოდნავ მტკივნეული ბოქვენსზედა არე, პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები არ არის.სარკეებში-საშვილოსნოს ყელი და საშოს ლოწოვანი სუფთა, საშოში ჩირქოვანი გამონადენი.საშვილოსნოს ყელის არხიდან გადმოდის უხვი ჩირქოვანი გამონადენი.ბიმანუალური გასინჯვითსაშვილოსნოს ტანი ოდნავ დიდი ნორმაზე, რბილი კონსისტენციის, პალპაციისა და გადაადგილების დროს მტკივნეული.თაღები თავისუფალი, დანამატები არ ისინჯება.ნაცხის გამოკვლევით სპეციფიური გონოკოკური ინფექცია გამოირიცხა.ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე უფრო ეფექტური მკურნალობა?

1891

ქვემოთჩამოთვლილთაგან რა წარმოადგენს ქრონიკული სალპინგოოოფორიტის სპეციფიკურ გართულებას?

1892

ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელ პათოლოგიურ პროცესებთან ტარდება დიფ.დიაგნოზი?

1893

ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი თანხმლები პათოლოგიის არსებობას მიუთითებს ვულვისა და საშოს სოკოვანი ინფექციის ხშირი რეციდივი?

1894

ქვემოთჩამოთვლილთაგან რისი შედეგი შეძლება იყოს სწორნაწლავსაშვილოსნოს ჯიბის აბსცესი?

1895

ქვემოთჩამოთვლილთაგან რითი შემოისაზღვრება ზევიდან გვერდითი პარამეტრიტის ანთებითი პროცესი?

1896

ქვემოთჩამოთვლილთაგან შიგნითა სასქესო ორგანოების რომელი ანატომიური სტრუქტურის ანთებას ეწოდება პარამეტრიტი?

1897

ქვემოთჩამოთვლილთაგან შიგნითა სასქესო ორგანოების რომელი ანატომიური სტრუქტურის ანთებას ეწოდება პელვეოპერიტონიტი?

1898

ჩამოთვლილთაგან რომელი რეკომენდაციაა ყველაზე უფრო მისაღები პელვეო პერიტონიტის გამომწვევის დადგენისათვის?

1899

ჩამოთვლილთაგან უხშირესად სად ლოკალიზდება ქალებში გონოკოკური ინფექცია?

1900

ჩამოთვლილთაგან, როგორი ტიპის დიპლოკოკს წარმოადგენს გონოკოკი?

განმარტებები