QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

გინეკოლოგია

1957 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1841

ქვემოთჩამოთვლილთაგან (ორფაზიანი მენსტრუალური ციკლის დროს) ციკლის მერამდენე დღეს შეესაბამება“გვიმრის ფოთლის” (+) სიმპტომი?

1842

ქვემოთჩამოთვლილთაგან (ორფაზიანი მენსტრუალური ციკლის დროს) ციკლის მერამდენე დღეს შეესაბამება ”გუგის” (+++) სიმპტომი?

1843

ჩამოთვლილთაგან რაზე მიუთითებს მენსტრუალური ციკლის 24-ე დღეს ცერვიკალური ლორწოს 10-12 სმ-მდე გაწელვა?

1844

ქვემოთჩამოთვლილთაგან რაზე მიუთითებს ამენორეის დროს დადებითი პროგესტერონის სინჯი? (პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 2-3 დღის შემდეგ მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა)

1845

ქვემოთჩამოთვლილთაგან რაზე მიუთითებს ამენორეის დროს ესტროგენებით და გესტაგენებით უარყოფითი (მენსტრუალური რეაქციის არარსებობა) ჰორმონალური სინჯი?

1846

ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი პათოლოგია არ წარმოადგენს გინეკოლოგიაში ლაპარასკოპიის უკუჩვენებას?

1847

ჩამოთვლილთაგან რომელი პათოლოგია წარმოადგენს გინეკოლოგიაში ულტრაბგერითი კვლევის უკუჩვენებას?

1848

ჩამოთვლილთაგან საიდან ხდება კულდოსკოპიის დროს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ოპტიკური ხელსაწყოს საშუალებით დათვალიერება?

1849

ჩამოთვლილთაგან რა ნიშანია დამახასიათებელი პაციენტის ზოგადი ობიექტური გამოკვლევისას, ინფანტილური კონსტიტუციური ტიპის დროს?

1850

ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი მეთოდი გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ საკვერცხეებისა და საშვილოსნოს კონტურები?

1851

ჩამოთვლილთაგან, ფუნქციური დიაგნოსტიკის რომელი ტესტის საშუალებითაა ყველაზე მეტად შესაძლებელი მენსტრუალური ციკლის ორფაზიანობის დადასტურება?

1852

ჩამოთვლილთაგან რომელი ჰორმონის ჰიპერთერმულ ეფექტზეა დაფუძნებული ბაზალური ტემპერატურის განსაზღვრის ტესტი?

1853

მენსტუალური ციკლის I პერიოდში საშვილოსნოს ყელის არხიდან გამოყოფილი ლორწო ჭარბი, თხელი, ჭიმვადი და გამჭვირვალეა. ჩამოთვლილთაგან, რომელი ჰორმონის სიჭარბე განაპირობებს ლორწოვანი გამონადენის ასეთ ცვლილებას?

1854

მენსტრუალური ციკლის მე-14 დღეს, ქალს აღენიშნა ბაზალური ტემპერატურის მატება 0,50C -ით, ჩამოთვლილთაგან ყველაზე უფრო რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

1855

ჩამოთვლილთაგან უპირატესად რას ითვალისწინებს სამედიცინო-გენეტიკური გამოკვლევის კლინიკურ-ციტოგენეტიკური მეთოდი?

1856

გონორეული ინფექციით ახლადდაავადებულ ქალთა რამდენ პროცენტში გვხვდება გონორეული ენდოცერვიციტი?

1857

ქვემოთჩამოთვილთაგან, ქალის ცხოვრების რომელ პერიოდში გვხვდება ატროფიული კოლპიტი?

1858

ქვემოთჩამოთვლილი, საშვილოსნოს ყელის რომელი პათოლოგიური ნიშანი არის ყველაზე მეტად დამახასიათებელი ქრონიკული ენდოცერვიციტისათვის?

1859

ქვემოთჩამოთვლილთაგან, რომელი კომპონენტისგან წარმოიქმნება რეპროდუქციული ასაკის ქალის საშოს ნორმალური სეკრეტი?

1860

25 წლის პაციენტი უჩივის წვასა და ქავილს გარეგანი სასქესო ორგანოების მიდამოში.საშოდან უსიამოვნო სუნის, მოყვითალო-მომწვანო, ქაფიან გამონადენს.ჩამოთვლილთაგან, რომელი კვლევის მეთოდი დაადასტურებს ყველაზე მეტად დიაგნოზს?

განმარტებები