QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

გინეკოლოგია

1957 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1781

ნორმალური, 28-დღიანი მენსტრუალური ციკლის დროს, ჩამოთვლილთაგან რომელ დღეს არის გამოხატული ყველაზე მეტად ენდომეტრიუმის სრული პროლიფერაცია?

1782

ჩამოთვლილთაგან რომელია მიომური კვანძების ლოკალიზაციის ყველაზე ხშირი ადგილი საშვილოსნოში?

1783

ჩამოთვლილთაგან უფრო ხშირად რამდენ პროცენტში გვხვდება საშვილოსნოს მიომა გინეკოლოგიურ ავადმყოფებში?

1784

ჩამოთვლილთაგან რომელი დეფინიცია შეესაბამება განიერი იოგის ფურცლებს შორის მდებარე მიომატოზურ კვანძს?

1785

ჩამოთვლილთაგან, რომელი ლოკალიზაციის მიომას ახასიათებს შედარებით სწრაფი ზრდა?

1786

მიომატოზური კვანძის ზრდის მიმართულების მიხედვით, ჩამოთვლილთაგან რომელი ლოკალიზაციის მიომის კვანძს ახასიათებს ზრდა მუცლის ღრუსაკენ?

1787

ჩამოთვლილთაგან, რომელი ჰორმონის ცვლის დარღვევითაა განპირობებული ყველაზე მეტად საშვილოსნოს მიომის განვითარება?

1788

ჩამოთვლილთაგან, ქალის ცხოვრების რომელ პერიოდშია ყველაზე მეტად შესაძლებელი საშვილოსნოს მიომის გამოვლენა?

1789

ჩამოთვლილთაგან ქალის ცხოვრების რომელ პერიოდში შეიძლება მოხდეს საშვილოსნოს მიომის რეგრესი?

1790

ჩამოთვლილთაგან რა დროს შეიძლება საშვილოსნოს მიომურმა კვანძმა დაიწყოს ზომაში სწრაფი ზრდა?

1791

ჩამოთვლილთაგან რომელი ლოკალიზაციის საშვილოსნოს მიომურ კვანძს ახასიათებს ყველაზე მეტად მენომეტრორაგია?

1792

კლინიკაში შემოვიდა პაციენტი გ. ს. 49 წლის, ჩივილებით ტემპერატურის მომატებაზე 38.70ჩ მდე. პაციენტი აღნიშნავს ტკივილს ჰიპოგასტრიუმის არეში, უპირატესად მარჯვნივ. აღნიშნული ტკივილები დაეწყო ბოლო ერთი კვირაა, და თანდათან გაუძლიერდა. სისხლის ანალიზში ფორმულა მარცხნივაა გადახრილი, ყურადღებას იქცევს ლეიკოციტოზი – 17000 ერთეული, ედს – 32. ვაგინალური გასინჯვით საშვილოსნო გადიდებულია 17-18 კვირის ორსულობის ოდენობამდე, მოძრაობაში შეზღუდულია. დანამატები არ ისინჯება ძლიერი ტკივილის გამო. ჩამოთვლილთაგან ყველაზე უფრო რომელი დიაგნოზია სავარაუდო?

1793

ჩამოთვლილთაგან, რა გართულება შეიძლება ახლდეს საშვილოსნოს მიომის არსებობას?

1794

კლინიკაში შემოვიდა პაციენტი გ. ს. 49 წლის, ჩივილებით ტემპერატურის მომატებაზე 38.70ჩ მდე. პაციენტი აღნიშნავს ტკივილს ჰიპოგასტრიუმის არეში, უპირატესად მარჯვნივ. აღნიშნული ტკივილები დაეწყო ბოლო ერთი კვირაა, და თანდათან გაუძლიერდა. სისხლის ანალიზში ფორმულა მარცხნივაა გადახრილი, ყურადღებას იქცევს ლეიკოციტოზი – 17000 ერთეული, ედს – 32. ვაგინალური გასინჯვით საშვილოსნო გადიდებულია 17-18 კვირის ორსულობის ოდენობამდე, მოძრაობაში შეზღუდულია. დანამატები არ ისინჯება ძლიერი ტკივილის გამო. ჩამოთვლილთაგან დიაგნოზის დასაზუსტებლად უფრო რომელი ნაბიჯია დასაბუთებული?

1795

კლინიკაში შემოვიდა პაციენტი გ. ს. 49 წლის, ჩივილებით ტემპერატურის მომატებაზე 38.70ჩ მდე. პაციენტი აღნიშნავს ტკივილს ჰიპოგასტრიუმის არეში, უპირატესად მარჯვნივ. აღნიშნული ტკივილები დაეწყო ბოლო ერთი კვირაა, და თანდათან გაუძლიერდა. სისხლის ანალიზში ფორმულა მარცხნივაა გადახრილი, ყურადღებას იქცევს ლეიკოციტოზი – 17000 ერთეული, ედს – 32. ვაგინალური გასინჯვით საშვილოსნო გადიდებულია 17-18 კვირის ორსულობის ოდენობამდე, მოძრაობაში შეზღუდულია. დანამატები არ ისინჯება ძლიერი ტკივილის გამო. ჩამოთვლილთაგან მკურნალობის რომელი მეთოდია უფრო მიზანშეწონილი?

1796

რომელი ქვემოთჩამოთვლილი რუტინული მეთოდით შეიძლება დავადგინოთ მბადი მიომური კვანძის დიაგნოზი?

1797

ჩამოთვლილთაგან საშვილოსნოს მიომური კვანძის რომელი ლოკალიზაციის დროს ვლინდება დიზურიული მოვლენები?

1798

კლინიკაში შემოვიდა პაციენტი ჯ. ვ. 42 წლის, ჩივილებით მუცლის ზომაში ზრდაზე, რაც შეატყო ბოლო ხუთი თვეა. აღნიშნავს მუდმივი ზეწოლის შეგრძნებას მუცლის წინა კედელზე და ხშირ შარდვას. მენსტრუაცია რეგულარული – 28 დღეში ერთხელ 4-5 დღე. ბოლო 5-6 თვეა, აღნიშნავს თვიურის გახანგრძლივებას. ჩამოთვლილთაგან ყველაზე უფრო მეტად, რომელი დიაგნოზია სავარაუდო?

1799

ჩამოთვლილთაგან კვლევის რომელი მეთოდი შეიძლება მივაკუთვნოთ ენდოსკოპიურ მეთოდს?

1800

ქვემოთჩამოთვლილი რომელი კლინიკური სიმპტომით შეიძლება გამოვლინდეს ყველაზე ხშირად საშვილოსნოს სუბმუკოზური მიომა?

განმარტებები