QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

გინეკოლოგია

1957 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1681

ჩამოთვლილთაგან, რომელი სიმპტომის არსებობა არ არის დამახასიათებელი გენიტალური ენდომეტრიოზსათვის?

1682

ჩამოთვლილთაგან, გინეკოლოგიური გასინჯვის შედეგად დადგენილი რომელი ნიშანი ადასტურებს ყველაზე მეტად ადენომიოზის დიაგნოზს?

1683

ჩამოთვლილთაგან,რომელი სიმპტომის არსებობაა ძირითადი მცირე ფორმის ენდომეტრიოზის დროს?

1684

როგორია,ენდომეტრიოზის სამკურნალოდ მოწოდებული გონადოტროპინების აგონისტების თერაპიული ზემოქმედების ყველაზე უფრო შესაძლო მექანიზმი?

1685

ჩამოთვლილთაგან, რომელ მიდგომას ენიჭება უპირატესობა ენდომეტრიოზის ქირურგიული მკურნალობის დროს?

1686

რა ეწოდება სხვაგვარად ენდომეტროიდულ კისტას?

1687

ჩამოთვლილთაგან, ქალის ცხოვრების რომელ პერიოდში ვითარდება სასქესო ორგანოების მანკები?

1688

ჩამოთვლილთაგან, რომელი ორგანოს ანომალია უფრო მეტად შესაძლებელია აღინიშნებოდეს სასქესო ორგანოების განვითარების მანკების პარალელურად?

1689

ჩამოთვლილაგან, ქალის ცხოვრების რომელ პერიოდში ვლინდება საქალწულე აპკის ატრეზია?

1690

ქალის სასქესო ორგანოების განვითარების თანდაყოლილი ანომალიები ქალთა რამდენ პროცენტში გვხდება?

1691

ჩამოთვლილთაგან ქალის სასქესო ორგანების განვითარების რომელი ანომალია ვითარდება პარამეზონეფრული სადინარების არასრული შეხორცებისას?

1692

ჩამოთვლილთაგან, რომელი სიპტომი მიუთითებს საქალწულე აპკის ატრეზიის არსებობაზე?

1693

ჩამოთვლილთაგან, რომელი იოგი არ მიეკუთვნება საშვილოსნოს საკიდ აპარატს?

1694

ჩამოთვლილაგან, სასქესო ორგანოების განვითარების რომელი ანომალიის დროს აქვს ადგილი ჰემატოკოლპოსს?

1695

ჩამოთვლილაგან. ნაყოფის განვითარების რომელ კვირაზე იწყებს ჩამოყალიბებას საშო?

1696

ჩამოთვლილაგან. სასქესო ორგანოების განვითარების რომელი ანომალიის დროს უფრო ხშირად აღინიშნება საკვერცხეების დაქვეითებული მგრძნობელობა გონადოტროპული ჰორმონების მიმართ?

1697

15 წლის გოგონას აღენიშნება დიდ სასქესო ბაგეებს შორის უმნიშვნელო ჩაღრმავება, რომელიც არ აღემატება 2-3 სმ-ს. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან სასქესო ორგანოების განვითარების რომელი ანომალიაა ყველაზე უფრო სავარაუდო?

1698

პაციენტის გინეკოლოგიური გამოკვლევისას დაისვა დიაგნოზი `მაიერროკიტანსკ- კიუსტერ-მიულერ-ჰაუსერის~ სინდრომი. ამ სინდრომის დროს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან როგორი სახით არის წარმოდგენილი საშვილოსნო?

1699

პაციენტის გინეკოლოგიური გამოკვლევისას დაისვა დიაგნოზი `მაიერროკიტანსკ- კიუსტერ-მიულერ-ჰაუსერის~ სინდრომი. ამ სინდრომის დროს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან როგორი სახით არის წარმოდგენილი საშო?

1700

პაციენტს აღენიშნება საშვილოსნოს და საშოს გაორება, მათი ერთმანეთისგან განცალკევებული განლაგებით; ამასთანავე ორივე სასქესო აპარატი გამოყოფილია პერიტონეუმის განივი ნაკეცით. ჩამოთვლილთაგან საშვილოსნოს განვითარების რომელი ანომალიისთვის არის დამახასიათებელი აღნიშნული ცვლილებები?

განმარტებები