QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

გინეკოლოგია

1957 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1641

სპონტანური აბორტის რომელ სტადიაზე არის შესაძლებელი ორსულობის შენარჩუნება?

1642

ორსულს, ორსულობის I ტრიმესტრში საშოდან დაეწყო სისხლიანი გამონადენი, ყრუ ხასიატის ტკივილი მუცლის ქვედა არეში, რის გამოც მიმართა მეანგინეკოლოგს. ვაგინალური გასინჯვით საშვილოსნო გადიდებული 10 კვირის ორსულობის ოდენობამდე, საშვილოსნოს ყელი დახურული, გამონადენი საშოდან მცირე რაოდენობით, სისხლოვანი, მუქი ფერის. ჩამოთვლილთაგან, როგორია მკურნალობის ტაქტიკა?

1643

ცერვიკალური უკმარისობით გამოწვეული ჩვეული აბორტის დიაგნოსტირების შემთხვევაში მკურნალობის რომელი მეთოდია სწორი?

1644

დაუმთავრებელი აბორტის დიაგნოსტირებისას ქვემოთჩამოთვლილთაგან მკურნალობის რომელი მეთოდია სწორი?

1645

ქვემოთჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელი ახასითებს დაუმთავრებელ აბორტს?

1646

11 23 წლის ორსული ორი დღეა უჩივის სისხლიან გამონადენს საშოდან. ერთი კვირის წინ ულტრასონოგრაფიით დიაგნოსტირებული იქნა 5 კვ. პროგრესირებადი ორსულობა. ამჟამად აქვს ჭარბი სისხლიანი გამონადენი საშოდან, ძლიერი ტკივილი მუცლის ქვემო მოდამოში, ტ 36.4, P 80, თA 120/70მმHგ საშოსმხრივი გასინჯვით: საშვილოსნოს ყელი დამოკლებულია, გარბილებული, ცერვიკალური არხი თავისუფლად ატარებს თითს, საშვილოსნოს სიდიდე 5კვ., დანამატები არ ისინჯება. ქვემოთჩამოთვლილი დიაგნოზებიდან რომელია ყველაზე მისაღები?

1647

სეპტიური აბორტის შემთხვევაში ქვემოთჩამოთვლითაგან მკურნალობის ეტაპების რომელი ვარიანტია სწორი?

1648

კლინიკაში შემოვიდა პაციენტი 30 წლის ქალი, რომელმაც 12 დღის წინ გაიკეთა ხელოვნური აბორტის ოპერაცია 10 კვ. ორსულობის ვადაზე. უჩივის სუნიან სისხლიან გამონადენს საშოდან, ტემპერატურის მომატებას 37,8 მდე, ტკივილს მუცლის ქვემო მიდამოში. P 88, თA 120/70მმHგ. წინასწარი დიაგნოზი: სეპტიური აბორტი. ჩამოთვლილთაგან რომელი ლაბორატორიული კვლევაა ჩასატარებელი სავარაუდო დიაგნოზის დადასტურების მიზნით?

1649

ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე ხშირი სიმპტომი ტროფობლასტური დაავადების-ბუშტნამქერის დროს?

1650

ჩამოთვლილთაგან მკურნალობის რომელ მეთოდს მიმართავენ ბუშტანამქერის დიაგნოსტირებისას?

1651

ტროფობლასტური დაავადების დიაგნოსტირებისას ჩამითვლილთაგან რომელი ჰორმონის განსაზღვრა ხდება სისხლის შრატში?

1652

ქორიონალური გონადოტროპინის დონის მატებამ სისხლის შრატში შეიძლება განავითაროს საკვერცხის კისტა. ჩამოთვლილთაგან რომელი პასუხია სწორი?

1653

ჩამოთვლილთაგან მკურნალობის რომელი მეთოდია აუცილებელი ქორიონეპითელიომის დიაგნოსტირებისას?

1654

ჩამოთვლილთაგან, ენდომეტრიუმის რომელი პათოლოგიური პროცესის არსებობა შეესაბამება ენდომეტრიოზის განმარტებას?

1655

ჩამოთვილთაგან, ენდომეტრიოზის განვითარების რომელი თეორია ადასტურებს ყველაზე მეტად ექსტრაგენიტალური ენდომეტრიოზის განვითარებას?

1656

რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი ორგანო ზიანდება ყველაზე ხშირად გენიტალურ ენდომეტრიოზის დროს?

1657

ჩამოთვლილთაგან, რომელი ლოკალიზაციის ენდომეტრიოზი მიეკუთვნება შინაგან ენდომეტრიოზს?

1658

25 წლის ავადმყოფი უჩივის ალგოდისმენორეას, გახანგრძლივებულ, ჭარბ მენსტრუაციას, ტკივილს მუცლის ქვედა არეში,რომელიც განსაკუთრებით მატულობს მენსტრუაციის წინ ან მის დროს.გათხოვილია 3 წელია, ორსულობა არ ჰქონია. Gგინეკოლოგიური გასინჯვით, მენსტრუაციის წინ საშვილოსნოს ზომა საგრძნობლად მომატებულია. ჩამოთვლილთაგან ყველაზე უფრო რომელი დიაგნოზია სავარაუდო?

1659

ქალი უჩივის ალგოდისმენორეას, ჰიპერ-პოლიმენორეას, უნაყოფობას, ვაგინალური გასინჯვით მენსტრუაციის წინა პერიოდში საშვილოსნოს ზომა ნორმაზე დიდია. ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად გამოკვლევის რომელი მეთოდი მოგვცემს საშუალებას დავსვათ სწორი დიაგნოზი?.

1660

დიაგნოსტიკური ლაპარასკოპიით ქალს დაუდგინდა ორივე საკვერცხის ენდომეტრიოზული კისტა ,ზომით 5-6 სმ. Dდა დანამატების არეში მკვეთრად გამოხატული შეხორცებითი პროცესი,ნაწილობრივ ამ პროცესში ნაწლავის ჩართვით.ჩამოთვლილთაგან,საკვერცხეების ენდომეტრიოზის რომელ სტადიას შეესაბამება აღწერილი სურათი?

განმარტებები