QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

გინეკოლოგია

1957 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1301

ჩამოთვლილთაგან, ორსულობის რა გართულება არ არის დამახასიათებელი ჰიპერთირეოზისათვის?

1302

ჩამოთვლილთაგან, შეიძლება თუ არა ორსულებში თირეოტოქსიკოზით, რადიოაქტიური იოდის გამოყენება?

1303

ჩამოთვლილთაგან, რატომ არის უკუნაჩვენები ორსულებში თირეოტოქსიკოზით, რადიოაქტიური იოდის გამოყენება?

1304

ჩამოთვლილთაგან, რომელი კლინიკური სიმპტომია ყველაზე ტიპიური ორსულისათვის თირეოტოქსიკოზით?

1305

ჩამოთვლილთაგან, დედის რომელი პათოლოგიის დროს იბადება ბავშვი კრეტინიზმით?

1306

ჩამოთვლილთაგან, ორსულობების რამდენ პროცენტში ვითარდება ორსულთა დიაბეტი?

1307

ჩამოთვლილთაგან, რომელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ორსულების ბავშვთა სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზი?

1308

ჩამოთვლილთაგან, რამდენჯერ უფრო ხშირად გვხვდება ნაყოფის განვითარების მანკები შაქრიანი დიაბეტით დაავადებული დედების ახალ- შობილებში, ჯანმრთელ ორსულებთან შედარებით?

1309

ცნობილია, რომ შაქრიანი დიაბეტის დროს მნიშვნელოვნად მატულობს თვითნებითი აბორტის რისკი ორსულობის I ტრიმესტრში; ასევე მომატებულია ნაყოფის განვითარების მანკების რისკი. ჩამოთვლილთაგან, რომელი მაჩვენებლის დონის კონტროლი ორსულის პლაზმაში, განსაკუთრებით კი ორსულობამდე, მნიშვნელოვნად ამცირებს ამ გართულებების რისკს?

1310

ცნობილია, რომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული დედების ახალშობილებ- ში ნეონატალური სიკვდილიანობა რჩება საკმაოდ მაღალი. ასეთ ბავშვებს, ჩვეულებრივ, ათავსებენ ახალშობილთა პათოლოგიის განყოფილებაში, დინამიური დაკვირვებისა და შესაძლო გართულებების დროული გამოვლენის მიზნით. ჩამოთვლილთაგან, რამდენ საათს იმყოფებიან ეს ახალშობილები აღნიშნულ განყოფილებაში?

1311

ცნობილია, რომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ორსულებში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მაკროსომია. ჩამოთვლილთაგან, ორსულის პლაზმაში რომელი მაჩვენებლის დონის კონტროლი ამცირებს მნიშვნელოვნად ამ გართულების რისკს?

1312

ცნობილია, რომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული დედების ახალშობილებ- ში ნეონატალური სიკვდილიანობა რჩება საკმაოდ მაღალი. ასეთ ბავშვებს ათავსებენ ახალშობილთა პათოლოგიის განყოფილებაში. ჩამოთვლილთაგან, ჩვეულებრივ, რომელი პათოლოგიური მდგომარეობის განვითარებას ველოდებით ამ ახალშობილებში, მშობიარობიდან პირველ 24 საათში?

1313

ჩამოთვლილთაგან, რომელი ორგანოს განვითარების მანკი გვხვდება, ყველაზე ხშირად, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ორსულების ახალშობილებ- ში?

1314

ორსულს ეხოსკოპიური გამოკვლევით აღენიშნა მრავალწყლიანობა. ამასთან, ნაყოფის მხრივ, ადგილი აქვს მაკროსომიას და გულის განვითარების მანკს. ჩამოთვლილთაგან, რომელი ექსტრაგენიტალური დაავადების არსებობაზე უნდა ვიფიქროთ?

1315

ცნობილია, რომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული დედების ახალშობილების სიკვდილის მთავარი მიზეზია განვითარების მანკები. ჩამოთვლილთაგან, ორგანოგენეზის დროს, რომელი პათოლოგიური მდგომარეობის არსებობას ენიჭება ძირითადი როლი მანკების განვითარების მექანიზმში?

1316

ჩამოთვლილთაგან, რომელი მაჩვენებლის დონე ასახავს დედის პლაზმაში გლუკოზის კონცენტრაციას?

1317

შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ორსულების სისხლში, ორსულობის ადრეულ ვადებზე, რომელი მაჩვენებლის დონით შეიძლება შევაფასოთ ნაყოფის განვითარების ანომალიის რისკის ხარისხი?

1318

ჩამოთვლილთაგან, რომელი გართულება გვხვდება ყველაზე ხშირად შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ორსულებში?

1319

ჩამოთვლილთაგან, როდის უნდა მოხდეს შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ორსულების ჰოსპიტალიზაცია?

1320

ჩამოთვლილთაგან, ორსულობების რამდენი პროცენტი მთავრდება საკეისრო კვეთის ოპერაციით, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ქალებში?

განმარტებები