სავარჯიშო ტესტები › სემესტრი 5 › ტოპანატომია II · შეცდომებზე მუშაობა
ტოპანატომია II
პლევრის სინუსებიდან რომელია ყველაზე დიდი და ღრმა?
პნევმოთორაქსის რა სახეებს იცნობთ?
რომელი სახის პნევმოთორაქსის დროს აღინიშნება მძიმე ცვლილებები?
რა მიმართულებით უნდა გაფართოვდეს გულმკერდის ჭრილობა მისი პირველადი ქირურგიული დამუშავებისას?
რა მიზნით კეთდება ვაგო_სიმპათიკური ბლოკადა გულმკერდის ჭრილობის დროს?
I რიგის ნაკერით რომელი ქსოვილები იკერება ღია პნევმოთორაქსის დროს?
როგორი შეიძლება იყოს გულმკერდის ღრუს ორგანოებთან ოპერაციული მიდგომა?
როგორია განაკვეთი წინა-გვერდითი “ტიპური” თორაკოტომიის დროს?
როგორია განაკვეთი უკანა-გვერდითი თორაკოტომიის დროს?
როდის იყენებენ წინა-გვერდით “ტიპურ” თორაკოტომიას?
ლარეის წესით გულის პერანგის ჩხვლეტის დროს სად ხორციელდება ჩხვლეტა
როგორ შეიძლება განხორციელდეს ოპერაციული ჩარევა გულსა და მსხვილ სისხლძარღვებზე:
გულზე ოპერაციული ჩარევის დროს როგორ შეიძლება განხორციელდეს ექსტრაპლევრული მიდგომა:
სად გატარდება განაკვეთი გულზე ტრანსპლევრული მიდგომის დროს:
რომელი ნემსით კერავენ გულის ჭრილობას:
რამდენი უნდა იყოს დაშორება კვანძებს შორის გულის ჭრილობის გაკერვის დროს:
რომელ საკერავ მასალას იყენებენ გულის ჭრილობის გასაკერად:
რომელი მხრიდან უფრო მიზანშეწონილია ოპერაციული მიდგომა საყლაპავ მილთან მისი ქვედა ნაწილის რეზექციისათვის და სად გატარდება განაკვეთი:
რომელი მხრიდან უფრო მოსახერხებელია ოპერაციული მიდგომა საყლაპავ მილთან მისი ზედა და შუა ნაწილების რეზექციისათვის და სად გატარდება განაკვეთი:
როგორი თანმიმდევრობით დაამუშავებენ ფილტვის ფესვის ელემენტებს პულმონექტომიის დროს: