QBank

სავარჯიშო ტესტები › სემესტრი 5 › ფარმაკოლოგია 800 · შეცდომებზე მუშაობა

ფარმაკოლოგია 800

952 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

121

პაციენტი მოთავსებული იქნა სტაციონარში ანტიდეპრესიული საშუალების – ამიტრიპტილინის ჭარბი დოზირების გამო. ტოქსიკოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ ჰემოდიალიზი ამ შემთხვევაში არ იქნებოდა ეფექტური. რატომ მიიღეს ექიმებმა ასეთი გადაწყვეტილება?

122

პაციენტი ღებულობს საგულე გლოკოზიდს – დიგოქსინს წინაგულების ფიბრილაციის საწინააღმდეგოდ. მას დაზიანებული აქვს თირკმლის ფუნქცია. დიგოქსინის კონცენტრაციის მონიტორინგი არ წარმოებს და პაციენტს განუვითარდა გულის სრული ბლოკადა. ახსენით ამ მოვლენის მიზეზი და შეარჩიეთ სწორი პასუხები ქვემოთ მოყვანილი მტკიცებულებიდან

123

სტენოკარდიით დაავადებული 38 წლის მამაკაცი ვერ გაერკვა გლიცერილ ტრინიტრატის (ნიტროგლიცერინის) ტაბლეტის გამოყენების ინსტრუქციაში. მან გადაყლაპა ტაბლეტი ამ უკანასკნელის სუბლინგვური (ენის ქვეშ) მიღების ნაცვლად, რის გამოც წამალმა არ გამოავლინა თერაპიული ეფექტი. ამასთან დაკავშირებით შეარჩიეთ სწორი პასუხი ქვემოთ მოყვანილი მტკიცებულებებიდან

124

50 წლის პაციენტს მზიმე ხარისხის დამწვრობით, რომელსაც აღენიშნება შოკური მდგომარეობა გამოხატული ჰიპოტენზიით, ტკივილის დაყუჩების მიზნით კუნთებში შეუყვანეს ოპიოიდური (ნარკოტიკული) ანალგეზიური საშუალება. პრეპარატმა არ გამოიწვია ტკივილის კუპირება 30 წთ-ის განმავლობაში და პაციენტის მდგომარეობის შემსუბუქება. შეარჩიეთ სწორი პასუხი ქვემოთ მოყვანილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით

125

ქვემოთ მითითებული მაჩვენებლებიდან რომელი ასახავს წამლის შედარებით უსაფრთხოებას?

126

ქვემოთ მითითებული მაჩვენებლებიდან რომელი განსაზღვრავს წამლის თერაპიულ სიგანეს?

127

შეარჩიეთ სწორი პასუხები ქვემოთ მოყვანილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით:

128

შეარჩიეთ სწორი პასუხები შემანარჩუნებელ დოზასთან დაკავშირებით:

129

ნივთიერების რომელი დოზის განსაზღვრისათვის იყენებენ ფორმულას – VDxTC (სამიზნე კონცენტრაცია):

130

ნივთიერების რომელი დოზის განსაზღვრისათვის იყენებენ ფორმულას – C l xTC (სამიზნე კონცენტრაცია):

131

ნივთიერების რომელი დოზის განსაზღვრაა შესაძლებელი ფორმულით - შემანარჩუნებელი დოზა x კუმულაციის ფაქტორზე:

132

რომელი მაჩვენებლის ჩასმაა საჭირო კითხვის ნიშნის მაგივრად ნივთიერების პერორული მიღებისას შემანარჩუნებელი დოზის გამოსათვლელად ფორმულაში _ შემანარჩუნებელი დოზა=შეყვანის სიჩქარე / ? x Z; სადაც Z-მიღებათა შორის ინტერვალი:

133

რომელი მაჩვენებლის ჩასმაა საჭირო კითხვის ნიშნის ნაცვლად ნახევარგამოყოფის პერიოდის (T1/2) გამოსათვლელად ფორმულით: T1/2=0.7xVd/?

134

ქვემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან რომელი ასახავს ყველაზე კარგად წამლის კუნთებში შეყვანას?

135

ქვემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან რომელი ასახავს ყველაზე კარგად წამლის შეყვანის რექტალურ გზას?

136

ქვემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან რომელი ასახავს ყველაზე კარგად წამლის შეყვანის ტრანსდერმულ გზას?

137

ქვემოთ ჩამოთვლილი პასუხებიდან რომელია სწორი ნივთიერების ბიოშეღწევადობისთვის (F), რომლის აბსორბციის მაჩვენებელი (f) 1-ის ტოლია, ხოლო ღვიძლში ექსტრაქციის კოეფიციენტი (ER) შეადგენს 0,5:

138

ქვემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებიდან რომელი შეესაბამება უჯრედგარეთა სითხეს:

139

ქვემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან რომელი შეესაბამება ცხიმებს?

140

წამლის მიმართ შეჩვევის (ტოლერანტობის) განვითარებისას ადგილი აქვს:

განმარტებები