QBank

სავარჯიშო ტესტები › სემესტრი 5 › ფარმაკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ფარმაკოლოგია

1052 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

101

ქვემოთჩამოთვლილი რომელი მტკიცებულებაა სწორი წამლისთვის, რომლის ელიმინაცია პლაზმიდან ხორციელდება პირველი რიგის კინეტიკით?

102

ყველა ქვემოთჩამოთვლილი მტკიცებულება სწორია გარდა:

103

ქვემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლებიდან რომელი მოქმედებს ნაკლებად წამლის მიმართ პასუხზე?

104

შეარჩიეთ სწორი პასუხი: წამალზე გლუკურონის მჟავას დამატებისას:

105

შეარჩიეთ სწორი პასუხი: წამლები, რომელთაც ახასიათებთ ელიმინაციის ნულოვანი-რიგის კინეტიკა:

106

შეარჩიეთ სწორი პასუხი ქვემოთმოყვანილ სიტუაციასთან დაკავშირებით: წამლის ერთჯერადი დოზით – 100 მგ მიღებისას მისმა პლაზმურმა პიკურმა კონცენტრაციამ შეადგინა 20 მკგ/მლ. როგორია მისი განაწილების მოცულობა (იგულისხმება წამლის სწრაფი განაწილება და უმნიშვნელო ელიმინაცია მისი პლაზმური პიკური დონის განსაზღვრამდე:

107

ქვემოთჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან რომელია სწორი?

108

წამალი, რომლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12 სთ-ს შეყვანილ იქნა ხანგრძლივი ინტრავენური ინფუზიით. დროის რა პერიოდია საჭირო წამლის საბოლოო წონასწორული კონცენტრაციის დონის – 90%-ის მისაღწევად?

109

ქვემოთ მოყვანილი მოვლენებიდან რომელი გამოიწვევს წამლის სტაციონარული კონცენტრაციის დონის გაორმაგებას?

110

ქვემოთ მოყვანილი მტკიცებულებიდან რომელია სწორი?

111

ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი უკეთესად აღწერს წამლის კლირენსს, რომლის ინფუზიის სიჩქარე შეადგენს 4 მგ/წთ-ში, რაც იწვევს სისხლის პლაზმაში წამლის წონასწორული კონცენტრაციის მიღწევას – 6 მგ/ლ.

112

ანტიმიკრობული პრეპარატი ტეტრაციკლინი თერაპიულ ეფექტურობას ავლენს მაშინ, როდესაც ორგანიზმში იმყოფება ამ წამლის 250 მგ. ტეტრაციკლინის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს 8 სთ-ს. რა სიჩქარით უნდა ვაწარმოოთ ინფუზია ზემოთ აღწერილი პირობის დასაკმაყოფილებლად?

113

წამლის Vd შეადგენს 30 ლ-ს, ხოლო კლირენსის სიჩქარე 20 ლ/სთ-ში, რომლის დროსაც წამლის 50% ელიმინირდება ღვიძლით, ხოლო 50% ექსკრეტირდება თირკმლების მეშვეობით. წამლის შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 200 მგ ყოველ 12 სთ-ში ერთხელ. ქვემოთ მოყვანილი დოზების მაჩვენებლებიდან, რომელი უზრუნველყოფს კარგად წამლის იგივე წონასწორულ კონცენტრაციას პაციენტებში, თირკმლის 50%-იანი ფუნქციით?

114

70 წლის მამაკაცი მრავალი წლის განმავლობაში გულის იშემიური დაავადების გამო ღებულობდა ბეტა-ადრენობლოკატორს. მას თანდათან განუვითარდა ხანგამოშვებითი კოჭლობა, რის გამოც ექიმმა უეცრად მოუხსნა პაციენტს ბეტაადრენობლოკატორი. ამის შემდეგ, რამოდენიმე დღეში პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იგი მოთავსებული იქნა სტაციონარში მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოზით. რა მოვლენას ჰქონდა ადგილი ზემოაღწერილ შემთხვევაში?

115

ბეტა-რეცეპტორების ბლოკადა გულის კუნთში:

116

გულის ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკადა:

117

გულის ბეტა-ადრენორეცეპტორები ასოცირებულია:

118

შეარჩიეთ სწორი პასუხები ქვემოთ მოყვანილი მტკიცებულებიდან:

119

50 წლის მამაკაცს გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით ექიმმა ურჩია დოზირებული დატვირთვა. ექიმის რჩევის შესრულების შემდეგ პაციენტს მცირე დატვირთვაზეც განუვითარდა გამოხატული ტაქიკარდია, რის გამოც ექიმმა მისი პრევენციის მიზნით პაციენტს დაუნიშნა ბეტა-ადრენობლოკატორი, რომლის ფონზედაც დოზირებული დატვირთვისას ისევ ჰქონდა ადგილი ტაქიკარდიის განვითარებას. რა მოვლენით აიხსნება ზემოთაღწერილი მდგომარეობა?

120

45 წლის ბრონქული ასთმით დაავადებულმა ქალმა სუნთქვის გაძნელებისას მიიღო B2-ადრენომიმეტური საშუალება (აგონისტი) სალბუტამოლი და ფერმენტ ფოსფოდიესთერაზას ინჰიბიტორი – ამინოფილინი. რომელი მეორადი მესენჯერის დაგროვებას უწყობს ხელს სალბუტამოლი და ამინოფილინი, რომლის შედეგადაც პაციენტს სავარაუდოდ განუვითარდა ბრონქოდილატაციური ეფექტი?

განმარტებები