QBank

სავარჯიშო ტესტები › სემესტრი 5 › პათანატომია · შეცდომებზე მუშაობა

პათანატომია

542 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

201

23 წლის ქალს, აუტოიმუნური ავადმყოფობის გამო, უტარდება კორტიკოსტეროიდული თერაპია. მას დასჭირდა მცირე ქირურგიული ჩარევა – მარჯვენა მხრის გარეთა ზედაპირზე ქირურგმა გახსნა და დრენირება გაუკეთა აბსცესს. ჭრილობა შეხორცდა ძნელად – შემდეგი თვის ბოლოს. ჭრილობის შეხორცებაში განვითარებული მოვლენებიდან რომლის დეფიციტია აღნიშნული შეფერხების მიზეზი:

202

20 წლის ქალს ჩაუტარდა საკეისრო კვეთა, ნაყოფის ამოყვანის შემდეგ ჭრილობას დაედო ნაკერები. ნაკერები მოიხსნა ერთი კვირის შემდეგ. ჭრილობის შეხორცებაში განვითარებული მოვლენებიდან რომელი იძლევა საშუალებას ერთი კვირის თავზე ნაკერების მოხსნისა:

203

ნაწიბურის რემოდელირების პროცესში მეტალოპროტეინაზა განაპირობებს ექსტრაცელულური მატრიქსის კომპონენტის დეგრადაციას. მეტალოპროტეინაზების ეს ზემოქმედება შესუსტებულია ქვემოთ ჩამოთვლილი სუბსტან ციებიდან ერთერთის ნაკლებობის გამო:

204

ჩამოთვლილი მოლეკულებიდან რომლის საშუალებით ურთიერთქმედებს ინტრაცელულური ციტოსკელეტური ელემენტები, აქტინის ჩათვლით, ექსტრაცელულურ მატრიქსთან – ჭრილობის უბანში უჯრედთა ზრდის, დიფერენციაციისა და მიგრაციის განსახორციელებლად:

205

კანის დაზიანების უბანში ეპიდერმული ზრდის ფაქტორის გამოყოფა იწვევს კანის ეპითელური უჯრედების მიტოგენურ სტიმულაციას. ჩამოთვლილი პროტეინებიდან რომელია ჩართული მიტოგენური სიგნალის გადაცემაში ეპიდერმული უჯრედის მემბრანიდან ბირთვამდე;

206

ზრდის ფაქტორებით ინდუცირებულ უჯრედულ რეგენერაციაში უჯრედული ციკლის ფაზებს შორის გარდამავალი რომელი მომენტი კონტროლდება -პროტეინის ფოსფორილაციით;

207

ფიბრობლასტებში სინთეზირებული ჩამოთვლილი მოლეკულებიდან რომელი უკავშირდება უჯრედულ ინტეგრინებს და ექსტრაცელულურ კოლაგენს, და ასევე შეუძლია უზრუნველყოს ეპიდერმული ბაზალური უჯრედების ბაზალურ მემბრანებზე მიმაგრება:

208

18 წლის ყმაწვილს მარცხენა ხელზე ლაცერაციის გამო დაედო ნაკერები. ერთი კვირის შემდეგ ნაკერები მოიხსნა, ხოლო შეხორცება გაგრძელდა. თუმცა აღინიშნა ჭარბი ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქმნა დაახლოებით 2 თვის განმავლობაში. რა პროცესი განვითარდა:

209

ჩამოთვლილი ფაქტორებიდან რომელია ყველაზე ეფექტური ანგიოგენეზის პრომოციაში (კანზე წყლულის შეხორცების პროცესში):

210

ქირურგიული ჭრილობის შეხორცების უბნის შესაბამის მიკროფოტოგრაფიაზე გამოხატულია კოლაგენის სიუხვე და შემორჩენილი რამდენიმე გაფართოებული სისხლძარღვი. ქირურგიული ჩარევიდან დროის რა მონაკვეთს შეესაბამება აღწერილი მიკროსკოპული სურათი:

211

50 წლის ქალს განუვითარდა ჰეპატიტი. 1 თვის შემდეგ ღვიძლისმიერი ენზიმების მომატებული რაოდენობა შრატში ნორმას დაუბრუნდა. უჯრედული ციკლის რომელ ეტაპს დაუბრუნდა ჰეპატოციტების უმრავლესობა:

212

40 წლის მამაკაცს გაუკეთდა ლაპარატომია სიგმოიდური ნაწლავის დივერტიკულის პერფორაციის გამო. პოსტოპერაციული მიმდინარეობა გაართულა ჭრილობის ინფექციამ, რასაც მოჰყვა ქირურგიული ჭრილობის გახსნა. 6 კვირის შემდეგ ჭრილობის ზომა შეადგენდა 10%-ს საწყისი ზომისა. ჩამოთვლილი პროცესებიდან რომელი განაპირობებს ჭრილობის ზომის შემცირებას:

213

რა ეწოდება გენერალიზებულ შეშუპებას?

214

შეშუპების განვითარების შესაძლო მექანიზმს წარმოადგენს

215

შეშუპების განვითარების შესაძლო მექანიზმი არ შეიძლება იყოს

216

შეშუპების განვითარების მექანიზმებთან უშუალოდ არ არის დაკავშირებული

217

დაასახელეთ სისხლმილშიდა ჰიდროსტატიკური წნევის გაზრდით გამოწვეული შეშუპების განვითარების პირველადი მიზეზი

218

დაასახელეთ პლაზმის კოლოიდურ-ოსმოსური წნევის შემცირებ ით გამოწვეული შეშუპების განვითარების პირველადი მიზეზი

219

დაასახელეთ ლიმფური მილების ობსტრუქციით გამოწვეული შეშუპების განვითარების პირველადი მიზეზი

220

დაასახელეთ კანქვეშა შეშუპების განვითარების უპირატესი მიზეზი

განმარტებები