სავარჯიშო ტესტები › სემესტრი 4 › ბიოქიმია-ახალი · შეცდომებზე მუშაობა
ბიოქიმია-ახალი
ჰემის ბიოსინთეზის შესახებ არასწორი დებულებაა:
რომელი სასიგნალო მოლეკულა წარმოიქმნება ჰემის კატაბოლიზმის დროს?
რომელი პროცესია ენდოგენური CO-ს წარმომქმნელი?
არაპირდაპირი და პირდაპირი ბილირუბინის შედარებითი დახასიათებისას სწორია:
PI სისტემის ამოქმედება ფოსფოლიპაზა C-ს გააქტიურებით იწყება, რაც მოვლენათა მიმდევრობის აღძვრას განაპირობებს, რომელი დებულება არ შეესაბამება ამ მოვლენას?
რომელ პროდუქტებად გარდაქმნის ჰორმონ-აქტივირებადი ფოსფოლიპაზა C ფოსფატიდილინოზიტოლ 4,5 ბისფოსფატს?
ჩამოთვლილი ჰორმონებიდან, რომლის რეცეპტორს ახასიათებს აუტოფოსფორილება?
გლუკაგონი უკავშირდება G ცილასთან ასოცირებულ მემბრანულ რეცეპტორს. რასაც მოჰყვება ადენილატციკლაზას აქტივირება და cAMP-ს წარმოქმნა. (1) ტრანსდუსერი (2) ეფექტორი (3) პირველი მესენჯერი (4) მეორე მესენჯერი შეარჩიეთ სწორი დანომვრა:
რომელი დებულება არის სწორი დიაცილგლიცეროლის შესახებ?
ვიტამინი A-ს შესახებ მცდარი დებულებაა:
რა არ შეესაბამება A ვიტამინის როლს ნივთიერებათა ცვლაში?
რომელ დასახელებულ წყალში ხსნად ვიტამინს გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები?
შეარჩიეთ სწორი განმარტება K ვიტამინის შესახებ:
ასკორბინმჟავა ასრულებს მრავალ ფუნქციას. რომელი პასუხი არ შეესაბამება მის მონაწილეობას სხვადასხვა პროცესში?
კალციუმის ოპტიმალურზე მაღალი რაოდენობით შეწოვისა და D ვიტამინის დეფიციტის პირობებში შრატში კალციუმის დონის შენარჩუნება მოხდება:
ენერგიის წარმოქმნა ძლიერ ირღვევა თიამინის დეფიციტისას, განსაკუთრებით ალკოჰოლიკებში. TPP-ს რომელ ფუნქციას უკავშირდება ეს პრობლემა?
რომელ ჰორმონთან შეთანხმებით არეგულირებს კალციუმის დონეს სისხლში 1,25- დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლი?
ვიტამინი, რომლის დეფიციტს ახლავს მრავალმხრივი გამოვლინება _ მხედველობის შესუსტება ღამით, ქსეროფტალმია, ჰიპერკერატოზი არის:
ჩამოთვლილთაგან რომელი ვიტამინის სიჭარბეს ახასიათებს ტოქსიკური ზემოქმედება, გამოხატული ძვლების ტკივილით, ქერცლოვანი დერმატიტით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით?
რკინის მიღების შემცირებისას რიბოფლავინის დეფიციტი იწვევს ანემიას. ღა არის ამის მიზეზი?