სავარჯიშო ტესტები › სემესტრი 4 › გენეტიკა II · შეცდომებზე მუშაობა
გენეტიკა II
უპირველესად რომელ ქსოვილში ვითარდება პათოლოგიური პროცესი მიტ-დნმ-ის მუტაციის დროს?
ჩამოთვლილთაგან, რომელი სისტემა არ მიეკუთვნება ფენოტიპურ დონეს?
ჩამოთვლილთაგან; რომელი პროცესი არის ალფა-თალასემიის გამომწვევი მიზეზი?
ცილის ფუნქციის რა სახის ცვლილება გამოიწვევს კემპსის ჰემოგლობინის განვითარებას?
ჩამოთვლილიდან ცილის რომელი ცვლილებაა აქონდროპლაზიის გამომწვევი მიზეზი?
ჩამოთვლილიდან ცილის ფუნქციის რა სახის ცვლილება გამოიწვევს ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის განვითარებას?
რა დაავადებას გამოიწვევს ჰემოგლობინის მოლეკულების გაერთიანება ჩხირისებური ფორმის პოლიმერებად?
ჰემოგლობინოპათიების რომელი ფორმის დროს კარგავს ერითროციტი ელასტიურობას?
რომელი ამინომჟავებია ევოლუციის პროცესში ცილა გლობინის მოლეკულაში უცვლელად შენარჩუნებული?
ხეთი კვირის ემბრიონისთვის რომელი სტრუქტურა წარმოადგენს ჰემატოპოეზის სისტემას?
პოსტნატალურ პერიოდში ძირითადად რომელი ორგანო წარმოადგენს ჰემატოპოეზის ორგანოს?
სამი კვირის ემბრიონისთვის რომელი სტრუქტურა წარმოადგენს ჰემატოპოეზის სისტემას?
ონტოგენეზის რომელ პერიოდში ხდება ბეტა-გლობინის კომპენსაცია გამა გლობინით?
პრე- და პოსტნატალურ პერიოდში გლობინის რომელი ჯაჭვის გენების მუტაცია იწვევს მძიმე დაავადებას?
ჩამოთვლილიდან ჰემოგლობინის სტრუქტურული ვარიანტების წარმოქმნაზე ძირითადად გენის რომელი ნაწილის მუტაციაა პასუხისმგებელი?
ბეტა-გლობინის გენის ცვლილება ძირითადად მუტაციის რომელი ფორმით არის განპირობებული?
მამა ნამგლისებრუჯრედოვანი პათოლოგიის რეცესიული გენის მატარებელია; დედა ჰომოზიგოტი - ჯანმრთელია. როგორია ალბათობა; რომ მათი შვილი იქნება ამ გენის მატარებელი:
რომელი დაავადების მოლეკულურ საფუძველს წარმოადგენს ბეტა- გლობინის გენის სტრუქტურული საიტის მუტაცია?
ნამგლისებრუჯრედოვანი პათოლოგიის დროს ჰემოგლობინის ტეტრამერის მასინთეზებელ რომელ გენში აღინიშნება მუტაცია?
პოლიმერიზაციის შედეგად ჰემოგლობინი კარგავს ჟანგბადის მიერთების უნარს. რომელი დაავადება ვითარდება ამ შემთხვევაში?