სავარჯიშო ტესტები › სემესტრი 3 › ფიზიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ფიზიოლოგია
მედიცინის რა სფეროში აქვს გამოყენება ქრონაქსიმეტრიის მეთოდს?
რა განსხვავებაა მოქმედების პოტენციალსა და ლოკალურ პოტენციალს (პასუხს) შორის?
როგორია ზღურბლოვანი ძალის და მისი ხანგრძლივობის კორელაცია?
რას უწოდებენ სასარგებლო დროს?
რას უწოდებენ ზღურბლოვან პოტენციალს?
რა არის აგზნების გავრცელების საიმედობის ფაქტორი და როგორია მისი სიდიდე?
რას უწოდებენ აკომოდაციას?
რას უწოდებენ "მინიმალურ გრადიენტს" ანუ "კრიტიკულ დახრას"?
რა ცვლილებები მიიღება აკომოდაციის დროს?
რის მიხედვით საზღვრავენ აკომოდაციის სიჩქარეს?
მოქმედების პოტენციალის პიკის მონაკვეთში მემბრანა კარგავს აგზნებადობას, რომელიც პიკის დასრულებისას თანდათანობით აღდგება. აგზნებადობის ამ ცვლილებას ეწოდება:
რეფრაქტერობის ფაზებია:
რა სახით ვრცელდება აგზნება ნერვულ და კუნთოვან ბოჭკოებში?
როგორ ვრცელდება აგზნება ნერვული და კუნთოვანი ბოჭკოს ფუნქციურად მთლიანი (დაუზიანებელი) მემბრანის გასწვრივ?
რა განაპირობებს მოქმედების პოტენციალის ორფაზოვან რხევას უჯრედგარე გამოყვანისას?
ნერვული ბოჭკოს მემბრანის აგზნებულ უბანში აღმოცენებული მოქმედების პოტენციალი მეზობელი მოსვენებული უბნისათვის:
რას უწოდებენ აგზნებადი ქსოვილების ფუნქციურ ძვრადობას ანუ ლაბილობას?
რა განსაზღვრავს ნერვული და კუნთოვანი ბოჭკოების ფუნქციურ ძვრადობას (ლაბილობას)?
ერთნაირია თუ არა მამოძრავებელი და მგრძნობიარე ნერვული ბოჭკოს ფუნქციური ძვრადობა (ლაბილობა)?
პოტენციალის ტრანსმემბრანული სხვაობის შემცირებას (როდესაც მემბრანის პოტენციალი ნაკლებად უარყოფითი ხდება) ეწოდება: