QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა ნევროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ბავშვთა ნევროლოგია სალიცენზიო

944 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

901

რომელიიონისშეღწევადობისზრდაიწვევსუჯრედისდეპოლარიზაციას?

902

რომელიონსახასიათებსუჯრედშიდამაღალიკონცენტრაცია?

903

დროულ ახალშობილს აქვს მეორე ხარისხის ჰიპოქსიურ-იშემიური ენცეფალოპათია და გულყრები, როგორი გამოსავალია მოსალოდნელი?

904

რა ფაქტორზეა დამოკიდებული ნეონატალური გულყრების შორეული გამოსავალი ნეირომოტორული განვითარების თვალსაზრისით?

905

ადრეულ (1-3 თვემდე) მიოკლონურ ენცეფალოპათიას ახასიათებს ყველა ნიშანი, გარდა ერთისა:

906

ქვემოთჩამოთვლილი ფაქტორებიდან რომელი არ ზრდის ფებრილური გულყრის განმეორების რისკს?

907

ქვემოთჩამოთვლილიდან რომელი წარმოადგენს ბავშვობის აბსანს ეპილეფსიის დიაგნოსტიკისათვის აუცილებელ ორ ნიშანს?

908

ბიჭს აქვს მსუბუქი მენტალური რეტარდაცია, სახის დისმორფული ნიშნები, კერძოდ მაკროცეფალია, მოგრძო სახე, დიდი ყურები. ამასთანავე აქვს რთული პარციალური გულყრები. ეეგ-ზე გამოხატულია უნილატერალური პიკები. პაციენტის დიაგნოზია:

909

არაკონვულსიური სტატუსის რომელი სახე არ ახასიათებს ლენოქსგასტოს სინდრომს?

910

4 წლის ბიჭს დაეწყო შეტევები უეცარი ვარდნით, დღეში მრავალჯერ. შემდეგ დაერთო გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრები. აღინიშნა მენტალური განვითარების რეგრესი. ეეგ-ზე ვლინდება 1.5-2.5 სიხშირის მახვილი-ნელი ტალღის კომპლექსები. მისი დიაგნოზია:

911

რომელი გულყრის სახეები არ ახასიათებს მიოკლონურ-ასტატურ ეპილეფსიას?

912

ქვემოთჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელი წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას და საჭიროებს ურგენტულ თერაპიას?

913

ჩვილობის ასაკში განვითარებულ ჰიდროცეფალიას ახასიათებს ყველა ნიშანი, გარდა ერთისა:

914

ქვემოთჩამოთვლილიდან რომელი არ წარმოადგენს ჰიდროცეფალიის მიზეზს ბავშვებსა და ჩვილებში?

915

ცერებრული დამბლის გამორიცხვის კრიტერიუმს წარმოადგენს:

916

დღენაკლულ ახალშობილში თავის ტვინის დაზიანების ტიპი, რომელიც იწვევს ცერებრულ დამბლას, უხშირესად არის:

917

ვირუსული მენინგიტის დამახასიათებელ ნიშანს არ წარმოადგენს:

918

ქვემოთ მოყვანილი დებულებებიდან რომელი არ შეესაბამება ჰერპესული ენცეფალიტის მაგნიტურ-რეზონანსულ კორელატს?

919

ქვემოთჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელი არ არის დამახასიათებელი ბაქტერიული მენინგიტისათვის ბავშვთა ასაკში?

920

ქრონიკული მოტორული ტიკების მკურნალობის სტრატეგია გულისხმობს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილს, გარდა ერთისა:

განმარტებები