QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო

668 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

121

ქვემოთ ჩამოთვლილი მონაცემებიდან, რომელი არის უფრო სარწმუნო იუვენილური მაანკილოზირებელი სპონდილოართრიტის დიაგნოსტირებისთვის:

122

13 წლის ვაჟს აღენიშნება ცხელება 3 კვირის მანძილზე. ტემპერატურა მაქსიმუმს აღწევს დღის მეორე ნახევარში და თან ახლავს შემცივნება, გარდამავალი ტიპის გამონაყარი გულმკერდზე. პაციენტი აღნიშნავს ბილატერალურად მუხლების და მტევნების ტკივილს. ფიზიკალური გასინჯვით გამოხატულია დიფუზური ლიმადენოპათია, ორივე მუხლის სახსრის შესიება და ლოკალური ტემპერატურის მატება. სავარაუდო დიაგნოზია:

123

პაციენტს აქვს მძიმე ფსორიაზული ართრიტი. ქვემოთ ჩამოთვლილი თერაპიული საშუალებებიდან, რომელი იქნება არჩევის თერაპია სახსრების პროგრესული დაზიანების პრევენციისთვის:

124

პაციენტს აქვს იუვენილური იდიოპათიური ართრიტი, უპირატესად დაზიანებულია ორივე მუხლის და კოჭწვივის სახსრები. ამ ტიპის ართრიტის დროს, ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი კლინიკური ნიშნის არსებობაა ყველაზე ნაკლებად სავარაუდო:

125

16 წლის ვაჟი მოგვმართავს ჩივილებით: აღენიშნება ტკივილი წელის დონეზე, რომელიც მნიშვნელოვნად მცირდება ფიზიკური აქტივობის შემდეგ. ანამნეზში არ აღნიშნავს ურეთრიტს, გასტროინტესტინალურ დაავადებებს. ფიზიკალური მონეცემებიდან საყურადღებოა მოძრაობის შეზღუდვა („Schober test“<20სმ), დაჭიმულობა გავა-თეძოს მიდამოში. რენტგენოლოგიურად ბილატერალურად გავა-თეძოს სკლეროზული ცვლილებები. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელია ჭეშმარიტი:

126

ჰემატოგენური ოსტეომიელიტის უხშირესი გამომწვევი ეტიოლოგიური ფაქტორია:

127

რომელი სისტემური დაავადება არის ასოცირებული IgA ნეფროპათიასთან:

128

ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი მიეკუთვნება სერონეგატიურ სპონდილოართროპათიებს:

129

რა ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ პაციენტს, რომელსაც აქვს დერმატომიოზიტი:

130

ქვემოთ მოყვანილი ყველა მტკიცებულება იუვენილური იდიოპათიური ართრიტის შესახებ ჭეშმარიტია, გარდა ერთისა:

131

პაციენტს აქვს კრონის დაავადებასთან ასოცირებული ართრიტი. რომელი მტკიცებულება არის ჭეშმარიტი:

132

საკროილეტი გვხვდება:

133

14 წლის გოგონას ჩატარებული აქვს 2 კვირიანი ანტიბაქტერიული მკურნალობა (ამოქსიცილინი/კლავულინის მჟავა) სინუსიტის გამო. ბოლო 2 თვის მანძილზე აღნიშნავს ცხელაბას, საერთო სისუსტეს. ლაბორატორიული მონაცემებიდან საყურადღებოა: მაღალი კრეატინინი, პროტეინურია, ერითროციტურია (სახეშეცვლილი და სახეშეუცვლელი ერთროციტები). გულმკერდის კტ კვლევით გამოვლინდა ნოდულარული და ინფილტრაციული ცვლილებები. ქვემოთ ჩამოთვლილი ტესტებიდან, რომელი არის აუციელბელი ამ დაავადების დიანოსტირებისთვის:

134

პაციენტს აღენიშნება მარჯვენა მუხლის სახსრის შესიება და ცხელება. სინოვიალური სითხე არის მღვრიე, ყვითელი, შეიცავს დიდი რაოდენობით ლეიკოციტებს (>150 000). ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი ტესტის ჩატარება არის მიზანშეწონილი:

135

რომელია არჩევის პრეპარატი ლაიმის დაავადების სამკურნალოდ >8 წლის ასაკში:

136

რომელი კლინიკური ნიშანი არ არის ტიპიური ბეჰჩეთის დაავადებისთივის:

137

ბარძაყის თავის ავასკულარული ნეკროზის ყველაზე ხშირი მიზეზია:

138

რომელი ანტისხეულები გვხვდება სისტემური ფორმის სკლეროდერმიის დროს:

139

ქვემოთ ჩამოთვლილიდან, სინოვიალური სითხის რომელი ცვლილებები შეესაბამება ინფექციურ,სეპტიურ ართრიტს:

140

მკურნალობის გარეშე, რა სიხშირით რთულედება სტრეპტოკოკური ფარინგიტი მწვავე რევმატიული ცხელებით?

განმარტებები