სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო
რომელი მტკიცებაა სწორი მწვავე რევმატიული ცხელების შესახებ?
მოზარდ სპორტსმენს აღენიშნა ტკივილი გულმკერდის არეში ვარჯიშისის დროს. ანამნეზის შეკრებისას პაციენტი იხსენებს, რომ რამდენიმე თვის წინ ჰქონდა სინკოპეს ეპიზოდი კალათბურთის თამაშისას. ჩმოთვილთგან, რომელი ანომალია იწვევს უეცარ სიკვდილს ყველაზე ხშირად ახალგაზრდა სპრორტსემენებში? შეიძლება გახდეს უეცარი სიკვდილის მიზეზი?
მარცხენა კორონარული არტერიის ფილტვის არტერიიდან ანომალური გამოსვლის დროს, რომელმა ასოცირებულმა დეფექტმა შეიძლება დაიცვას პაციენტი მარცხენა პარკუჭის დისფუნქციისგან?
7 წლის ბიჭს აღენიშნება რესტრიქციული კარდიომიოპათია. ყველაზე დიდი ალბათობით, რა ეტიოლოგიისაა რესტრიქციული კარდიომიოპათია ამ პაციენტთან?
14 წლის გოგონას აღენიშნება სისტემური წითელი მგლურა. ამ დაავადების რომელმა კარდიოლოგიურმა გამოვლინებებიდან, ყველაზე დიდი ალბათობით, შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ჰემოდინამიკური დარღვევა?
18 წლის ახალგაზრდა ქალს პარაშუტისებრი მიტრალური სარქველის გამო ჩატარებული აქვს კარდიოქირურგიული ჩარევა. მიტრალური სარქვლის პოზიციაში იმპლანტირებულია ხელოვნური სარქვლი. იღებს 4მგ ვარფარინს ყოველდღიურად. პაციენტმა ახლახანს გაიგო ორსულობის შესახებ და სურს ნაყოფის შენარჩუნება. ჩამოთვლილთაგან, რომელია რეკომენდებული?
9 წლის პაციენტს მიოკარდიტით, კარდიომეგალიითა და მარცხენა პარკუჭის დაქვეითებული სისტოლური ფუნქციით გულის უკმარისობის გამო დაენიშნა მკურნალობა აგფ-ინჰიბიტორებით. მკუმკურნალობის დაწყების შემდეგ პაციენტს დაეწყო ხველა სხვა რესპირატორული სიმპტომების გარეშე. ჩამოთვლილთაგან, რა არის ხველის განვითარების სავარაუდო მექანიზმი?
13 წლის ბიჭი ანამნეზში კატექოლამინერგული პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიით მოთავსდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მას ფიზიკურ დატვირთვაზე განუვითარდა სინკოპე. პაციენტს აღინიშნება პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ხშირი ეპიზოდები, რასაც მოყვება ჰიპოტენზია. ჩამოთვლილთაგან, რომელი პრეპარატია საუკეთესო ამ პაციენტისთვის ლობისათვის?
17 წლის მანამდე ჯანმრთელი გოგონა მოთავსდა მიმღებ განყოფილებაში ტკივილით გულმკერდის არეში, რომელიც დაეწყო ორი დღის წინ. ეკგ-ზე გამოვლინდა „ST“-სეგმენტის დიფუზური ელევაცია და „PR“ სეგმენტის დეპრესია, რაც გვაფიქრებინებს პერიკარდიტს. ექოკარდიოგრაფიულად აღინიშნება პარკუჭების ნორმალური ზომა, ფუნქცია და პერიკარდიუმის ღრუში მცირე რაოდენობით სითხე. ანამნეზში არ აღენიშნება ცხელება, გამონაყარი, ყელის ან სახსრების ტკივილი. ჩამოთვლილთაგან, რომელია საუკეთესო მკურნალობა ამ პაციენტისთვის?
10 თვის პაციენტს უტარდება მკურნალობა ინტრავენური იმუნოგლობულინით და ასპირინით კავასაკის დაავადების გამო. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი მტკიცებაა სწორი კავასაკის დაავადების დროს სტეროიდების გამოყენებასთან დაკავშირებით?
7 წლის პაციენტს დაესვა მწვავე რევმატული ცხელების დიაგნოზი. პაციენტი აღნიშნავს მსუბუქ ტკივილს გულმკერდის არეში, მაგრამ არ აღნიშნავს ჰაერის უკმარისობას. გულის ტონები ნორმალურია, მწვერვალზე ისმინება ნაზი ჰოლოსისტოლური შუილი. მუცლის ღრუს გამოკვლევით პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება. ექოკარდიოგრაფიულად ვლინდება მცირე რაოდენობით სითხე პერიკარდიუმის ღრუში, მცირე-საშუალო ხარისხის მიტრალური სარქვლის რეგურგიტაცია, აორტის სარქვლის მცირე რეგურგიტაცია, მარცხენა პარკუჭის მცირედ გამოხატული დილატაცია, განდევნის ფრაქცია 60%. ჩამოთვილთაგან რა მკურნალობა უნდა იქნას დაწყებული?
16 წლის პაციენტს დაუდგინდა ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია. ანამნეზში სხვა თანმხლები დიაგნოზი, სინკოპე/პრესინკოპეს ეპიზოდი ან ოჯახური უეცარი სიკვდილი არ აღენიშნება. პაციენტი მოსვენებისას ასიმპტომურია, თუმცა დატვირთვისას აღენიშნება ჰაერის უკმარისობა. მოსვენებისას რითმი 80-ია და არტერიული წნევა 130/80 მმ ვწ სვ. ექოკარდიოგრამაზე პარკუჭთაშუა ძგიდის სისქე 26 მმ-ია, განდევნის ფრაქცია 70%, მარცხენა პარკუჭის გასასვლელ ტრაქტზე მაქსიმალური გრადიენტი 60 მმ ვწ სვ-ია. ჰოლტერის მონიტორინგით დაფიქსირდა ხშირი იზოლირებული პარკუჭოვანი ექსტრასისტოლა, მაგრამ არამდგრადი პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ეპიზოდები არ აღინიშნა. ჩმოთვლილთგან, რა არის საუკეთესო საწყისი თერაპია ამ პაციენტისთვის?
15 წლის ბიჭი მოთავსდა მიმღებ განყოფილებაში გახშირებული გულისცემით და ჰაერის უკმარისობით. ელექტროკარდიოგრამაზე ვლინდება რეგულარული ვიწრო კომპლექსიანი ტაქიკარდია (გულისხემის სიხშირე 235). „P“ კბილების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. 24 საათით ადრე, პაციენტი იყო ჰოსპიტალიზებული ბრონქული ასთმის გამწვავების გამო, სადაც უტარდებოდა მკურნალობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ამჟამად, ვაგალური მანევრები გავლენას არ ახდენს რითმის სიხშირეზე. ჩამოთვლილთაგან, რომელი მტიკცებაა სწორი ადენოზინთნ მიმართბით?
16 წლის ბიჭი იმყოფება კარდიოლოგთან კონსულტაციაზე აუხსნელი სინკოპეს ეპიზოდის შემდეგ. მოსვენებისას გადაღებული ეკგ და ექოკარდიოგრაფია ნორმის ფარგლებშია. აღნიშნული ეპიზოდი არ არის დამახასიათებელი ტიპიური ვაზოვაგალური სინკოპესთვის. პაციენტის მამას დასმული აქვს ბრუგადას სინდრომის დიაგნოზი 1 წლის წინ. ჩამოთვილთგან, რომელი ტესტი დაგვეხმარება დიაგნოზის დადგენაში?
18 წლის გოგონა ანამნეზში ებშტეინის ანომალიის კორექციის შემდგომი მდგომარეობით მოთავსდა მიმღებ განყოფილებაში ჰაერის უკმარისობით და ტაქიკარდიით (გულისცემის სიხშირე 150). ელექტროკარდიოგრაფიისას გამოვლინდა წინაგულების თრთოლვა ცვალებადი გამტარობით. პაციენტი ჰემოდინამიკურად სტაბილურია. 1 წლის წინ ჩატარებული ექოკარდიოგრაფიული კვლევისას აღინიშნა მარცხენა პარკუჭის ნორმალური ფუნქცია, მარჯვენა პარკუჭის მცირედ გამოხატული დისფუნქციით. ჩამოთვლილთაგან, რომელი მკურნალობა არის ყველაზე მეტედ შესაბამისი ამ პაციენტისათვის?
ჩამოთვლილთაგან, რომელია კალციუმ - მგრძნობიარე („calcium-sensitizing“) პრეპარატი?
ახალშობილს აღენიშნება ბრადიკარდია, გულისცემის სიხშირე არის 40/წთ. ელექტროკარდიოგრამაზე აღინიშნება სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა. ჩამოთვილთგან, რომელი მედიკამენტი უნდა იქნას გამოყენებული გულისცემის გახშირების მიზნით?
15 წლის გოგონა მარფანის სინდრომით მოთავსდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მიტრალური სარქვლის მკვეთრი ნაკლოვანებით. აღენიშნება გულის დაქვეითებული წუთმოცულობის ნიშნები ფილტვების შეშუპებით. განდევნის ფრაქცია 70%. ჩამოთვლილთაგან, აღნიშნულ ვითარებაში რომელი მედიკამენტია ყველაზე მისაღები ქირურგიულ ჩარევამდე გულის წუთმოცულობის გაზრდის მიზნით?
3 თვის პაციენტს აღენიშნება ფალოს ტეტრადა. კარდიოქირურგიული ჩარევა ჩატარებული არ აქვს. პედიატრთან გეგმიური ვიზიტის დროს პაციენტის სატურაცია იყო 62%, რის გამოც გაგზავნილ იქნა მიმღებ განყოფილებაში. გასინჯვისას პაციენტი ციანოზურია. მშობლების გადმოცემით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პაციენტი იყო ნაკლებად აქტიური. გულისცემის სიხშირე არის 180, ჟანგბადის სატურაცია = 55-60%, სუნთქვის სიხშირე არის 40/წთ, არტერიული წნევა 88/50 მმ ვწ სვ. ფილტვების აუსკულტაციით ისმინება ვეზიკულური სუნთქვა და გულის აუსკულტაციისას - 3/6 გრადაციის უხეში სისტოლური განდევნის შუილი. პაციენტი არ იღებს მედიკამენტებს. ლაბორატორიული მაჩვენებლებია : „Na 142 mEq/L“, „K 3.8 mEq/L“, „Cl 105 mEq/L“, ბიკარბონატები 26, „BUN 15mg/dL“, კრეატინინი 0.6mg/dL, ჰემატოკრიტი 26, ლეიკოციტები 9000, თრომბოციტები 350,000. ჩამოთვლილთაგან, სავარაუდოდ, რომელი მკურნალობა გააუმჯობესებს პაციენტის მდგომარეობას?
18 წლის პაციენტს აღენიშნება დილატაციური კარდიომიოპათია. მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია არის 30%. კალიუმი დონე მუდმივად მომატებული აქვს. ჩამოთვლილთაგან, რომელი მედიკამენტის გამოყენება არის ნაჩვენები ჰიპერკალიემიის ფონზე?