QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო

668 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

601

ჩამოთვლილთაგან, რა სიმპტომი ექნება ახალშობილს, რომლის 36 წლის დედას აქვს ჰიპერთირეოიდიზმი (დედას მკურნალობა არა აქვს ჩატარებული):

602

რომელი მედიკამენტი გამოიყენება სიფრთხილით პაციენტებში გახანგრძლივებული „QT“ სინდრომით:

603

1 თვის პაციენტს მოსვენებულ მგომარეობაში გულისცემის სიხშირე აქვს 220/წთ-ში. აუსკულტაციით შუილი არ მოისმინება, ტაქიპნოე არ აღენიშნება. არტერიული წნევა და პერიფერიული პერფუზია ნორმის ფარგლებშია. გადაღებულ ელექტროკარდიოგრამაზე „QRS“ კომპლექსების ხანგრძლივობა ნორმალურია და „RR“ ინტერვალი არ იცვლება. პაციენტს სახეზე დაადეს ყინული, რის ფონზეც გულისცემის სიხშირე არ შემცირდა. გადაწყდა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. ჩამოთვლილთაგან, რომელი ნაბიჯი არის ყველაზე მეტედ შესაბამისი ამ პაციენტის მკურანლობისათვის:

604

3 კვირის პაციენტი ბოლო 48 საათია იკვებება ცუდად და ლეთარგიულია. ფიზიკალური გასინჯვისას პაციენტი არის ფერმკრთალი და ლეთარგიული, კიდურები ცივი. გულისცემის სიხშირეა 300/წთ-ში, ხოლო სუნთქვის სიხშირე 60/წთ-ში. არტერიული წნევის განსაზღვრა ვერ ხერხდება. გულის აუსკულტაციისას ტონები მოყრუებული, მოისმინება ჭენების რითმი. ჩამოთვილთაგან, რომელი მკურნალობა არის ყველაზე მეტედ შესაბამისი ამ პაციენტისათვის საწყის ეტაპზე:

605

ქვემოთ ჩამოთვლილი ეკგ მონაცემებიდან, რომელი წარმოადგენს I კლასის ჩვენებას რითმის წამყვანის იმპლანტაციისთვის ახალშობილთან, რომელსაც აქვს სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, ნორმალური გულის კუმშვადი ფუნქცია და არ აღენიშნება გულის სტრუქტურული ცვლილებები:

606

6 წლის გოგონას 8 თვის ასაკში ჩაუტარდა პარკუჭთაშუა ძგიდის ქირურგიული დახურვა. გეგმიურ ვიზიტზე პაციენტს აღენიშნა ნელი არარეგულარული გულისცემა. პაციენტის და მშობლის გადმოცემით მას პერიოდულად აღენიშნება თავბრუსხვევა. ელექტროკარდიოგრამაზე გამოვლინდა მობიც II ტიპის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა და გულისცემის სიხშირე 70’. ჩამოთვლილთაგან, რომელია ამ პაციენტის მართვისთვის საუკეთესო საშუალება:

607

9 წლის პაციენტს აქვს ჩანერგილი მუდმივი რითის წამყვანი. ადრე ჩატარებული აქვს პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის ქირურგიული დახურვა, რის შემდეგაც პოსტოპერაციულად განვითარდა სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა. ეკგ-ზე ვლინდება პარკუჭების 100%- იანი პეისინგი „VVI“ რეჟიმში, სიხშირით 65. ატრიალური სენსინგი არ ვლინდება. მშობლების გადმოცემით ბოლო 5 წლის განმავლობაში რითმის წამყვანი მუშაობდა „DDD“ რეჟიმში სიხშირით 75’. ჩამოთვლილთაგან, რა არის რითმის შეცვლის სავარაუდო მიზეზი:

608

ჩამოთვლილთაგან, რომელი მიეკუთვნება ჰიპერთირეოიდიზმის კარდიოვასკულარულ გამოვლინებას?

609

პედიატრიულ პაციენტებში, მეტწილად, რასთან არის ასოცირებული სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი:

610

12 წლის პაციენტს რამდენიმე წლის წინ ჩატარებული აქვს ვენური სინუსის ტიპის წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის ქირურგიული კორექცია. მას პერიოდულად აღენიშნება თავბრუსხვევა. ჩამოთვლილთაგან, რომლის განვითარების რისკია ყველაზე მაღალი:

611

7 წლის პაციენტს პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის ქირურგიული დახურვის შემდეგ განვითარებული სრული ბლოკის გამო, იმპლანტირებული აქვს მუდმივი რითმის წამყვანი. რითმის წამყვანი ორკამერიანია, DDD რეჟიმით და სიხშირით - 60. გასინჯვისას პაციენტის გულისცემის სიხშირეა 85. სავარაუდოდ, რა არის რითმის წამყვანის სამუშაო რეჟიმი:

612

ჩამოთვლილთაგან, ბავშვებში ბეტა-ბლოკატორებით თერაპიის დროს, რომელი გვერდითი მოვლენა ვითარდება ყველაზე ხშირად:

613

12 წლის პაციენტს აქვს მაგისტრალური სისხლძარღვების კორეგირებული ტრანსპოზიცია („L-TGA“). ქირურგიული ჩარევა ჩატარებული არ აქვს. ჩამოთვლილთაგან, რა არის ყველაზე მეტად მოსალოდნელი ამ პაცინტთან:

614

16 წლის პაციენტს დაენიშნა მკურნალობა ამიოდარონით. ჩამოთვლილთაგან, რომელი არ წარმოადგენს ამიოდარონით მკურნალობის პოტენციურ გვერდით ეფექტს:

615

4 წლის პაციენტს აღენიშნება სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, გულისცემის სიხშირეა 240/ წთ. გულის აუსკულტაციით მოისმინება ჰოლოსისტოლური შუილი გრადაციით - 3/6 მკერდის ძვლის მარჯვენა ქვედა კიდესთან. ეკგ-ზე, რომელიც გადაღებულია სინუსური რითმის დროს, ვლინდება დელტა ტალღები. ჩამოთვლილთაგან, ყველაზე დიდი ალათობით, რომელი გულის თანდაყოლილი პათოლოგია აქვს პაციენტს:

616

4 წლის პაციენტს აღენიშნება ინტოქსიკაცია დიგოქსინით და ატრიოვენტრიკულური ბლოკი 2:1 გატარებით. ჩამოთვლილთაგან, ამ შემთხვევაში, რომელი არ წარმოადგენს მკურნალობის მეთოდს:

617

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი წარმოადგენს მუდმივი რითმის წამყვანის დაპროგრამირების ჩვენებას AAIR რეჟიმზე:

618

ჩამოთვლილთაგან, რომელია კავასაკის დიაგნოზის დასმისთვის დამხმარე ლაბორატორიული მაჩვენებელი?

619

თქვენ სინჯავთ 3 წლის პაციენტს. 6 კვირის წინ მას დაუდგინდა კავასაკის დაავადება. დიაგნოზის დასმიდან 2 კვირაში ექოკარდიოსკოპიური კვლევისას ინახა 4მმ ზომის ანევრიზმა მარცხენა წინა დასწვრივ კორონარულ არტერიაზე. სხვა ტოტების ზომები იყო ნორმის ფარგლებში. ამჟამად განმეორებითი ექოსკოპიური კვლევისას ანევრიზმა არ თვალიერდება. ჩამოთვლილთაგან, რას მოიცავს დაკვირვების შემდგომი პერიოდი?

620

გაჯერებული ცხიმების დღიური რა რაოდენობა არის რეკომენდებული მისაღებად 12 წლის ბიჭისათვის?

განმარტებები