QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო

668 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

521

ჩამოთვლილთაგან, რომელია ყველაზე დამახასიათებელი შეძენილი კარდიალური პათოლოგია, გამოწვეული სუბპულმონური პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტით:

522

დიდი ზომის პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის ფიზიოლოგიიდან გამოდინარე, ყველაზე ხშირად რა ცვლილებებია მოსალოდნელი:

523

ჩამოთვლილთაგან, რომელია ყველაზე უკეთესი მორფოლოგიური მარკერი მარჯვენა წინაგულის შესაფასებლად:

524

რომელ ჭრილშია შესაძლებელი ყველაზე უკეთ წინაგულთაშუა ძგიდის შეფასება:

525

ჩამოთვლილთაგან, რომელი ტიპიური ექოკარდიოგრაფიული ნიშანი შეესაბამება ყველაზე მეტად მორფოლოგიურად მარჯვენა პარკუჭს:

526

ჩამოთვლილთაგან, რომელი ტიპიური ექოკარდიოგრაფიული ნიშანი გამოხატავს შეესაბამება მეტად მორფოლოგიურ მარცხენა პარკუჭს:

527

ახალშობილის აღენიშნება ფილტვის არტერიის სარქვლოვანი სტენოზი. ექოკარდიოსკოპიული კვლევისას მუდმივი („CW“) დოპლერით პიკური სიჩქრეა 4 მ/წ. რამდენი იქნება გრადიენტი:

528

ჩამოთვლილთაგან, რომელია სუბაორტული სტენოზის ყველაზე ხშირი ანატომიური ვარიანტი:

529

ჩამოთვლილთაგან, რომელია ყველაზე ხშირი თანმხლები კარდიალური პათოლოგია აორტის კოარქტაციის დროს:

530

ჩამოთვლილთაგან, რომელია გულის ტამპონადის ყველაზე სარწმუნო ექოკარდიოგრაფიული კრიტერიუმი პერიკარდიუმის ღრუში გამონაჟონის არსებობის დროს:

531

რა ასაკშია მარცხენა პარკუჭის დამოკლების ფრაქციის („FS“) მაქსიმალური მაჩვენებელი:

532

ჩამოთვლილთაგან, რომლისთვისაა დამახასიათებელი მუცლის აორტაში ჰოლოდიასტოლური უკუნაკადი:

533

ჩამოთვლილთაგან, რომელია აორტის კოარქტაციასთან ყველაზე ხშირად ასოცირებული პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი:

534

ჩამოთვლილთაგან, რომელია სწორი „გადამჯდარ“ (,,overriding’’) ატრიოვენტრიკულურ სარქვლთან მიმართებით:

535

ჩამოთვლილთაგან, რომელია სწორი სარქვლის სთრედლინგთან მიმართებით (სთერდლინგი - „straddling“- სარქვლის ქორდალური აპარატის მიმაგრება კონტრალატერალურ პარკუჭში):

536

პოლისპლენიის სინდრომთან დაკავშირებით რომელია სწორი:

537

ჩამოთვლილთაგან, რომლის ვარიანტია სამკარედა სარქვლის ატრეზია:

538

სად ხდება აორტის თაღის წყვეტა A ტიპის დროს:

539

ჩამოთვლილთაგან, ნორმალური ატრიოვენტრიკულური სარქვლის შემთხევაში, რომელი მაჩვენებელი განასხვავებს მიტრალურ სარქველს სამკარედა სარქვლისგან:

540

ნაყოფს ჩაუტარდა დოპლეროგრაფიული გამოკვლევა. რომელია მარჯვენა და მარცხენა პარკუჭების კომბინირებული წუთმოცულობის შეფარდება:

განმარტებები