სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო
პაციენტი მოგმართავთ ჩივილებით: აქვს წონაში კლება, საერთო სისუსტე, ართრალგია. გასინჯვისას საყურადღებოა ზედა კიდურებზე ბილატერალურად პულსის არ არსებობა. სავარაუდო დიაგნოზია:
რომელი კვლევის მეთოდია ყველაზე მეტად ზუსტი ტაკაიასუს არტერიიტის დიაგნოსტირებისთვის:
ქვემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულებებიდან სისტემური წითელი მგლურას შესახებ რომელია მართებული:
10 წლის გოგონას 2 თვის მანძილზე აქვს საერთო სისუსტე, ცხელება, ართრალგია, ერითემული გამონაყარი ლოყებზე და ცხვირზე, დადებითი „anti-ds DNA“ ანტისხეულები. რომელი მტკიცებულება არ არის მართებული:
რომელი კლინიკური ნიშანი არ ახასიათებს იუვენილურ იდიოპათიურ ართრიტს:
12 წლის პაციენტს აქვს ჩივილები: წონაში კლება, ცხელება, პოლისეროზიტი, ართრალგია, წყლულოვანი წარმონაქმნები პირის ღრუს ლორწოვანზე; შარდის ანალიზში სახეშეცვილილი ერითროციტები. შეარჩიეთ ყველაზე სარწმუნო სადიაგნოსტიკო ტესტი:
რომელი დაავადებისთვის არის დამახასიათებელი ფიბრინოიდული ნეკროზი:
იუვენილური იდიოპათიური ართირტით დაავადებულ რომელ პაციენტს აქვს ყველაზე დიდი რისკი ასიმპტომური უვეიტის განვითრების:
5 წლის ბიჭს 2 კვირის მანძილზე აღენიშნება ცხელება, გარდამავალი გამონაყარი. 2 თვით ადრე, ამ ჩივილებს წინ უსწრებდა სხივ-მაჯის, კოჭწვივის სახსრების ართრიტი. აასს აძლევენ მხოლოდ ხანმოკლე ეფექტს. ამ სიმპტომების გამოვლენიდა 1 თვეში პაციენტს განუვითარდა მენტალური სტატუსის ცვლილება, ჰეპატიტი, პურპურა და პანციტოპენია. სავარაუდო დიაგნოზია:
16 წლის გოგონას აქვს მიალგია, გამონაყარი ნებფალანგთა სახსრების გარშემო, პროქსიმალურ ფალაგთაშორისი სახსრების გარშემო ( „PIP“)- ლილისფერი, აქერცვლის ტენდენციით. გამოხატულია პროქსიმალურ კუნთთა ჯგუფის სისუსტე მხრის და მენჯის სარტყელში. რა არ წარმოადგენს ამ დაავადების გართულებას:
15 თვის ბიჭს 1 კვირის მანძლზე აქვს ცხელება, ლიმფადენოპათია, კონიუნქტივიტი გამონადენის გარეშე, ხელების მტევნების შეშუპება, ჟლოსებრი ენა და ერითემული გამონაყარი კანზე. ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებებიდან, რომელი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ამ დაავადების ყველაზე ხშირი და მძიმე გართულება:
4 წლის გოგონას გამოხატულია აქვს კოჭწვივის სახსრების ართრალგია, გამონაყარი ფეხებზე ( პალპირებადი პურპურა სიმატრიულად). ამ დაავადების მოგვიანებითი გართულებები და არაკეთილსაიმედო პროგნოზი დაკავშირებულია:
რომელი დაავადების დროს გვხვდება ართრიტი:
რომელი მტკიცებულება არის მცდარი:
ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან, რომელი არ მიეკუთვნება დაავადების მამოდიფიცირებელ ანტირევმატიულ მედიკამენტებს:
7 წლის ვაჟი მიმართავს კლინიკას ჩივილებით: ავადაა 3 კვირაა, გამოხატულია მაღალი ცხელება შემცივნებით, მარჯვენა მუხლის სახსრის ტკივილი. „T40.5, P 125“. გულმკერდის წინა ზედაპირზე მაკულო-პაპულოზური გამონაყარი, ლიმფადენოპათია, ჰეპატომეგალია, სპლენომეგალია. ლაბორატორიული მონაცემები- ჰემოგლობინი ( „9.7g/dl)“, „WBC 26,000/mm3“, თრომბოციტები 650 000. სავარაუდო დიაგნოზია:
ტელეანგიექტაზიების არსებობა ფრჩხილების ბუდის გარშემო ახასიათებს:
ყველა ვირუსი ასოცირდება ართრიტთან, გარდა ერთისა;
სისტემური წითელი მგლურას სადიაგნოსტკო კრიტერიუმს მიეკთვნება ყველა, გარდა ერთისა:
12 გოგონა მოგმართავთ ჩივილებით: ბოლო 6თვის მანძილზე აქვს ორივე მუხლის სახსრის ართრალგია, პერიოდულად აღენიშნება ცხელება 390C- მდე და წონის კლება. 3 წლის წინ ჰქონდა იდიოპათიური თრომბოციტოპენია; ჰიპერრეაქცია ინსოლაციაზე, რამოდენიმე ეპიზოდი პირის ღრუს ლორწოვანზე წყლულოვანი წარმონაქმნების. ამჟამად: ჰემატოკრიტი 25%, დადებითი კუმბსის ტესტი, ერითროციტურია. სავარაუდო დიაგნოზი: