QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო

734 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

141

4 წლის ასთმის მქონწ ბავშვი მოიყვანეს გდგ-ში მძიმე დისტრესით, “RR”-60, ნეკნთაშუა და სუბსტერნალური მძიმე რეტრაქციებით. მისი “pOx90%” ჟანგბადზე. რომელი მედიკამენტი უნდა გამოიყენოთ სწრაფი ეფექტისთვის თუ ალბუტეროლი არაეფექტურია

142

6 წლის ბავშვი, ნორმალური ზოგადი მდგ-ბით, რომელსაც აქვს მაკულოპაპულარული გამონაყარი ქავილის გარეშე, შემცივნება და ცხელება. მას უკბინა ძაღლმა 2 კვირის წინ, რისთვისაც ჩაუტარდა ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკა.ამჟამად, ნაკბენი შეხორცებულია ინფექციის ნიშნების გარეშე. რომელია პირველი რიგის მკურნალობა ამ შემ-ში:

143

13 წლის ბავშვს აღენიშნება ფხაჭუნის შეგრძნება ყელში, ტუჩისა და ენის შეშუპება მწერის კბენის შემდეგ. რომელია ყველაზე შესაფერისი საწყისი მკურნალობა:

144

პარამედიკოსებმა მოიყვანეს 12 წლის გოგო, რომელსაც ჰქონდა გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრა, რომელიც გრძელდებოდა დაახლ. 10 წუთი. გზად ჰოსპიტალისკენ გაკეთდა 0.1მგ/კგ ინტრავენური ლორაზეპამი, რასაც გულყრის სრული შეწყვეტა მოჰყვა. არ არის ტრამვის ანამნეზი, პაციენტს აქვს მგლურას ნეფრიტისა და ჰიპერტენზიის ერთწლიანი ანამნეზი, რომელსაც მკურნალობდნენ კაპტოპრილით. პაციენტს ამ ეპიზოდამდე არ ჰქონია გულყრა. ფიზიკალური გასინჯვით გულყრის შემდგომ პერიოდში პაციენტი იმყოფება ძილის მდგომარეობაში,“t- 37.2“ , „BP140/100“,“HR-120“,“RR12“ და ზერელე ტიპის. ყველა ქვემოთჩამოთვლილი სწორია პაციენტის მენეჯმენტში, გარდა:

145

საღამოს 11 საათზე დედა გააღვიძა 2 წლის ბავშვის ყვირილმა, დაწოლიდან 1 საათში. ის იჯდა საწოლზე გაშტერებული, შემდეგ აყვირდა, კანკალებდა და გაიოფლა. ბავშვი იყო უკონტაქტო და „ვერ აგდებდნენ გონში“. ეს ეპიზოდი გრძელდებოდა 5-10 წუთი, შემდეგ კი ერთბაშად ჩაიძინა. ბავშვი ზოგადად ჯანმრთელია და მანამდე არ ჰქონია სამედიცინო პრობლემები. დედის ძმას აქვს ეპილეფსია.ამჟამად ბავშვი ფხიზელი და კონტაქტურია, ფიზიკალური გასინჯვის შედეგები-ნორმის ფარგლებში. რა არის ყველაზე მისაღები ამ შემთხვევაში?

146

9 წლის ბავშვი მძიმე ენცეპალოპათიით, გულყრებით, განვითარებაში ჩამორჩენით და გასტროეზოფაგალური რეფლუქსით მოიყვანეს გდგ-ში ერთი საათის წინ განვითარებული ზურგის გადახრის (მორკალვის), ნიკაპისა და თვალების მარცხნივ მოქცევის გამო. დედის გადმოცემით ეს ეპიზოდი განსხვავდება მისთვის ტიპური, ხანმოკლე, გენერალიზებული, ტონურკლონური კრუნჩხვებისგან. პაციენტი მრავალი წლის განმავლობაში იღებდა ვალპროატს, თუმცა ახლახან დაიწყო მკურნალობა რანიტიდინით და მეტოკლოპრამიდით. ჩამოთვლილი მკურნალობიდან რომელია ყველაზე ეფექტური პაციენტისათვის?

147

მანამდე ჯანმრთელი 4 წლის ბიჭმა მომართა გდგ-ს მწვავედ განვითარებული სიარულის დარღვევის (ბარბაცი) გამო. ბავშვი იყო ჯანმრთელი, გარდა მსუბუქი ვირუსული ინფექციისა, რომელიც გადაიტანა 2 კვირით ადრე. მას არ ჰქონია თავის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება ან ძილიანობა. ფიზიკალური გასინჯვით ცნობიერება ნათელი, სტაბილური ვიტალური ნიშნებით და აფებრილური, კრანიალური ნერვები და მყესთა ღრმა რეფლექსები ნორმალურია, თუმცა იგი არის ატაქსიური სიარულის დაწყებისას. რისი ჩატარებაა ყველაზე შესაფერისი?

148

10 წლის ბიჭმა მომართა გდგ-ს განმეორებითი თვალების ხამხამით, მარცხენა მხარის ტოკვით და თავის გვერდული მოძრაობებით .1 კვირის განმავლობაში. ეს ეპიზოდები არის ხანმოკლე, არაპროგნოზირებადი, გრძელდება რამდენიმე წამი და ასოცირებულია ხველასთან ან/და ყელის ჩაწმენდასთან. ამის ხილვა ოჯახისათვის მეტად შემაწუხებელია და გამაღიზიანებელია ბავშვისათვის. მას არ ჰქონდა თავის ტკივილი და სიარულის დარღვევები, არ არის ცვლილებები მის აკადემიურ მოსწრებაში. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე სასარგებლო ბავშვისთვის?

149

14 წლის ზომიერად მსუქანმა გოგონამ მომართა გდგ-ს გაურასებადი თავის ტკივილისა და თავბრუსხვევის 4-დღიანი ანამნეზით. მას არ ჰქონდა თავის ტკივილის წინარე ანამნეზი. პაციენტი ამჟამად იღებს მინოციკლინს აკნეს მკურნალობისთვის. იგი უარყოფს სექსუალურ აქტივობას და ჰქონდა ნორმალური რეგულარული ციკლი. ფიზიკალური გასინჯვით აღენიშნება ზომიერი დისტრესი, უჩივის მძიმე თავის ტკივილის (8/10).“BP”-138/85“, „HR-90“, „RR-50“, ტემპერატურა 37.5, ოპტიკური დისკის შეფასება გაძნელებულია, ის დადის ნორმალურად და რომბერგის ნიშანი უარყოფითია. გდგ-ში საწყისი შეფასებისა და მკურნალობის შემდეგ, ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან, რომელი უნდა დაენიშნოს პაციენტს ამბულატორიულად?

150

9 წლის ბიჭი გდგ-ში მოიყვანა დედამ ზაფხულის ერთთვიანი ბანაკის შემდეგ. დღეს, დილით ბანაკის ავტობუსში დაბრუნებადე ბავშვმა შენიშნა, რომ არ შეეძლო გაღიმება და მარჯვენა თვალის დახუჭვა ის სხვა მხრივ თავს კარგად გრძნობს და უარყოფს ცხელებას, გამონაყარს, მუცლისა და ყელის ტკივილის.“t-37.2“, ვიტალური ნიშნები ნორმის ფარგლებში. აღენიშნება სახის მარჯვენა ნაწილის დაშვება და მარჯვენა თვალის დახურვის შეზღუდვა, არ შეუძლია მარჯვენა წარბის აწევა. სხვა კრანიალური ნერვების მდგომარეობა ნორმალურია. ყველა ჩამოთვლილი მენეჯმენტი სწორია გარდა:

151

16 წლის ბიჭმა მომართა გადაუდებელი დახმარების გან-ბას მარცხენამხრივი საზარდულის არეში ტკივილის და სათესლის შეშუპების გამო, რომელიც დაეწყო შემოსლამდე 4 სთ-ით ადრე. იგი ასევე უჩივის მსუბუქ ტკივილს მუცლის ქვედა არეში და გულისრევას. გასინჯვით სათესლე პარკი მარცხნივ გაწითლებულია, საშუალოდ შეშუპებული და დიფუზურად მგრძნობიარე პალპაციით. კრემასტერის რეფლექსი არ იწვევა. მუცელის ქვედა ნაწილი პალპაციით მცირედ მგრძნობიარე. შესაფერისი მენეჯმენტია:

152

9 წლის ბიჭმა მიმართა გადაუდებელი დახმარების გან-ბას მარცხენა სათესლის ტკივილის და შეშუპების გამო ბოლო 2 დღის გან-ში. გასინჯვით, მარცხენა ჰემისკროტუმი მსუბუქად შეშუპებული და მგრძნობიარე. მარცხენა სკროტუმის არეში შეინიშნება ლურჯი ლაქა. მკურნალობა მოიცავს:

153

3 წლის ბიჭი, რომელსაც არ აქვს ჩატარებული წინდაცვეთა, მოიყვანეს გადაუდებელი დახმარების გან-ბაში პენისის შეშუპების გამო დილიდან. ბავშვს არ აქვს ტრავმის ანამნეზი, შარდვა - გაძნელების გარეშე, გასინჯვით ჩუჩა გადაწეულ მდგომარეობაში და ასო შეშეპებულია, რომელია ყველაზე მისაღები საწყისი მკურნალობა:

154

13 წლის ბიჭმა მომართა გდგ-ს სკროტუმის ტრავმის გამო, რომელიც მიიღო ველოსიპედის ტარებისას. ბავშვი შარდავს გაძნელების გარეშე, არ არის მაკროჰემატურია, არ ვლინდება მუცლის ტრავმა. გასინჯვით: ვიტალური ნიშნები ნორმის ფარგლებში. სათესლე პარკის მარჯვენა ნაწილი შეშუპებულია და გამოხატულია ექკიმოზები და გამოკვეთილი მტკივნეულობა პალპაციით. არ არის პენისის შეშუპება ან ექკიმოზები. მენეჯმენტი მოიცავს:

155

13 წლის ბიჭი მოიყვანეს გდგ-ში ზურგის ტკივილის გამო ჰოკეის თამაშის შემდეგ. იგი დაეცა და დაარტყა ზურგი მოედანს. მომხდარიდან რამდენიმე სთ-ში ბავშვს აღენიშნა მაკროჰემატურია . გასინჯვით: ვიტალური ნიშნები ნორმის ფარგლებში. წელის არეში მარჯვნივ აღენიშნება მცირე ზომის სისხლჩაქცევა, მუცელი რბილი, უმტკივნეულო. შარდის საერთო ანალიზითერითროციტებით დაფარული მხედველობის არე. ჩამოთვლილთაგან რომელი კვლევაა შესაფერისი:

156

6 წლის გოგონა მოიყვანეს გდგ-ში პერინეუმის (შორისის) არის დაზიანების გამო. ბავშვი აცოცდა ხეზე, საიდანაც ჩამოვარდა და დაეცა ტოტს. ბავშვი უჩივის ტკივილს და სისხლდენას საშოს არიდან. პაციენტი უარს ამბობს მოშარდვაზე ტკივილის გამო. 1 სმ ზომის ზერელე ჭრილობა შეინიშნება ვულვის არეში მცირე რაოდენობით სისხლიანი გამონაჟონით. საქალწულე აპკი ინტაქტური. ყველაზე მისაღები ტაქტიკა:

157

1 წლის ბიჭი მოიყვანეს გადაუდებელი დახმარების გან-ში, მას შემდეგ რაც ძმამ შენიშნა, რომ ჩვილმა ჩაიდო პირში იატაკზე დაგდებული გაურკვეველი ნივთი. მას ქონდა გულზიდვა რამდენიმე წთ-ის გან-ში. გასინჯვით, ბავშვი გამოიყურება კარგად. სასუნთქი გზები ინტაქტურია და ნერწვდენა არ არის გამოხატული. დანარჩენი გასინჯვის შედეგები ნორმის ფარგლებში. მუცლის რენტგენოგრამაზე აღმოჩნდა 5 სმ ზომის ქინძისთავი კუჭში. როგორია თქვენი ტაქტიკა

158

12 წლის ბიჭმა მომართა გადაუდებელი დახმარების გან-ბას გენერალიზებული მუცლის ტკივილის გამო 1 დღის განმავლობაში. მას ჰქონდა გულისრევა, თუმცა ღებინება და დიარეა არ ჰქონია. გასინჯვით, ზოგადი მდგ-ბა ნორმის ფარგლებში, ბავშვი კარგად გამოიყურება. ვიტალური ნიშნები“T-38“ ,“HR -90“,“RR-20“,“BP 100/70“. მუცელი შებერილი არ არის, რბილი, თუმცა პალპაციით მტკივნეული მარჯვენა ქვედა კვადრანტი, ლოკალური პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები უარყოფითი. დანარჩენი სისტემების გასინჯვის შედეგები ნორმის ფაგრლებში. სსა-13000/მმ3, ნეიტოფ-86%, ჩხირი-1% ლიმფოციტი 13%. შსა-პათოლოგიის გარეშე. რომელია ყველაზე მისაღები ტაქტიკა

159

13 წლის გოგონამ მომართა გადაუდებელი დახმარების გან-ბას ჩივილით: ღებინება და მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი 2 დღის გან-ში. არ არის ცხელება და დიარეა ანამნეზში. ფიზიკალური გასინჯვით: ცხელება არ ვლინდება, მუცელი რბილი, მგრძნობიარე მუცლის ქვედა ნაწილი მარჯვენივ, პერიტონეუმის გაღიზიანების ნიშნები არ ვლინდება. სსა ლეიკოც10 000/მმ3, ნეიტროფილი 60%, 30% ლიმფოციტი და 10% მონოციტი, შსაპათოლოგიის გარეშე. ჩამოთვლილიდან რომელი ნაბიჯია გამართლებული ამ შემთხვევაში

160

15 თვის ბავშვი მოყვანილია გადაუდებელი დახმარების გან-ში ღებინებით და მოვლითი, შეუპოვაარი ტირილით 3 დღის გან-ში. გასინჯვით ბავშვი არის ლეთარგიული და ზომიერად დეჰიტრილებური. მუცელი რბილი, გენერალიზებულად მგრძნობიარე, პერიტონეუმის ნიშნების გარეშე. წარმონაქმნი არ ისინჯება. განავალი დადებითია ფარულ სისხლდენაზე. ქვემოთჩამოთვლილიდან რომელია ყველაზე შესაფერისი:

განმარტებები