სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო
6 წლის გოგონას, როდესაც ის თამაშობდა უკბინა ოჯახის ძაღლმა. გასინჯვისას მისი ზედა ტუჩი არის ძალიან შეშუპებული და აღინიშნება 1 სმის გრძივი ჭრილობა, რომელიც მთლიანად მოიცავს ტუჩის წითელ ზოლს. კბილები არ არის დაზიანებული, სხვა დაზიანება არ აღინიშნება, ძაღლის ქცევა არის ნორმალური და ჩატარებული აქვს ყველა გეგმიური აცრა. შესაბამისი მენეჯმენტი არის:
11 წლის გოგონა დაეცა და კიბის კუთხეს ჩამოარტყა ზედა ყბა. მისი ლატერალური საჭრელი კბილი გატეხილია და აღნიშნავს მგრძნობელობას ჰაერზე და ცივ სითხეზე. გასინჯვით ამჩნევთ, რომ კბილი მყარია მაგრამ ჩანს ფესვი. რომელია ჩამოთვლილიდან სწორი?
3 წლის ბიჭუნა მოიყვანეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, რადგანაც მას სახლში მოძვრა კბილი. მამამ თან მოიტანა კბილი. რა უნდა გააკეთოდ თქვენ ამ შემთხვევაში?
15 წლის გოგონა მოიყვანეს მას შემდეგ რაც დაამთქნარების შემდეგ ვეღარ ხურავს პირს. გასინჯვით აღმოაჩინეთ, რომ მისი პირი არის ფიქსირებული გაღებულ პოზაში. რომელია ჩამოთვლილიდან საუკესეთესო მენჯმენტი პაციენტისთვის?
4 წლის გოგონა მოიყვანეს სასრაფო დახმარების ექიმებმა ავტოავარიის შემდგომ. მშობლები არ არიან, მაგრამ ექიმების გადმოცემით, მათ ბავშვი გადმოიყვანეს უკანა სავარძლიდან, იგი იყო ღვედით დაფიქსირებული. გასინჯვის დროს პაციენტმა გაიღვიძა და იყვირა, დისტრესი არ არის გამოხატული, კითხვებზე პასუხობს ადექვატურად. აუსკულტაციით ფილტვებში სუნთქვა ტარდება, გულის ტონები-პათოლოგიის გარეშე, მუცელი მსუბუქად მგრძნობიარე, ჩაქცევები ღვედის ფიქსაციის ადგილებში. რენტგენოგრამა ნორმალურია. რომელია ამ პაციენტისათვის ყველაზე შესაფერი მკურნალობა?
15 წლის გოგონა მოიყვანეს ავტოავარიის შემდგომ, ის იჯდა წინა სავარძელში შეჯახებისას და დამცავი ბალიში გაიხსნა. გასინჯვისას ძალიან აღგზნებულია და აღნიშნავს ტკივილს გულმკერდის არეში.“P-130”,”RR35”,”T/A-90/60“ მმ.ვერც.წყ.სვ. სახეზე აქვს დამწვრობები, თავის ტვინის სხვა დაზიანება არ ვლინდება. ასევე ეტყობა ღვედის კვალი გულმკერდის წინა მხარეს. ტრაქეა არის მარცხნივ გადანაცვლებული, და აუსკულტაციით არ მოიმინება არანაირი ხმიანობა მარჯვნივ, სუნთქვა არ ტარდება. რომელია სწორი სასწრაფო ჩარევა?
11 წლის ბიჭი ჩაფხუტით ატარებდა მოტოციკლს, როდესაც დაკარგა კონტროლი, ამოტრიალდა მოტოციკლი და დაეცა გულმკერდზე. ცნობიერების კარგვა არ ჰქონია, წავიდა სახლში ფეხით. მშობლები შეაძრწუნა მისმა გულმკერდის ტკივილმა და წამოიყვანეს სავადმყოფოში. გასინჯვით კითხვებზე პასუხობს. „P-116”,”RR-20”,”T/A-118/70”,”Sp02 -98%“, ოთახის ჰაერზე. ინტენსიური ჩაქცევები და შეშუპება შეიმჩნევა მარჯვნივ გულმკერდის არეში. მაგრამ სუნთქვა ტარდება თანაბრად ორივე მხარეს და არანაირი პათოლოგიური ხმიანობა არ მოისმინება აუსკულტაციით. გულმკერდის რენტგენზე ჩანს მე-8 ნეკნის მოტეხილობა ფილტვის კონტუზიით, როგორ ვუმკურნალებთ ამ პაციენტს?
16 წლის ბიჭი ატარებდა მოტოციკლს ჩაფხუტის გარეშე, დაკარგა კონტროლი, შეეჯახა ხეს და მოტოციკლი დაეცა მკერდზე. მისმა მეგობარმა მოაცილა მოტოციკლეტი და დარეკა 112-ში, გადაუდებელში მოიყვანეს კისრის საყელოთი, საკაცით. „P-170“, “RR-35”, „T/A- 85/50“, “Sp02- 90%“, ის არის ძილიანი, მაგრამ პასუხობს ვერბალურ სტიმულაციაზე, პერიოდულად ჩხუბობს და პერიოდულად მივარდნილია. გულმკერდის მიდამოში შეინიშნება დიდი ზომის ჩაქცევები და მარჯვენა მხრივი პარადოქსული მოძრაობები .მას აქვს მძიმე სუბკოსტალური რეტრაქციები. მარჯვნივ სუნთქვა ტარდება ცუდად. რენტგენზე არის მარჯვნივ ნეკნების მრავლობითი მოტეხილობები. ფილტვის დაჩრდილვა მარჯნივ. რა არის შემდგომი ყველაზე საუკეთესო ნაბიჯი მკურნალობაში?
17 წლის ბიჭი მოიყვანეს მას შემდეგ, რაც მარჯვნივ გულმკერდის მიდამოში ჩაარტყეს დანა. პაციენტი გონებაზეა,პასუხობს კითხვებზე ადექვატურად. „P-130”, „RR-20’’,“T/A 85/50”, “Sp02 95%“ ოთახის ჰაერზე. გასინჯვისას აღინიშნება 2 სმ სიღრმის ჭრილობა, გულმკერდის კედელზე გარეგანი სისხლდენით. აღნიშნავს ტკივილს მარჯვნივ და რენტგენოგრამაზე ჩანს მცირე ზომის 10% მარჯვენამხრივი ჰემოთორაქსი. რომელია ჩამოთვლილიდან ყველაზე შესაბამისი მკურნალობა?
15 წლის ბიჭი დაჭრეს მარცხენივ მკერდში. გ.ადაუდებელში მისვლისას კონტაქტურია, მცირედ გამოხატულია დისტრესი და უჩივის ტკივილს მარცხნივ გულმკერდის არეში.“P-120”, “RR-30”,”T/A130/65”,”Sp02 95%“ ოთახის ჰაერზე. გასინჯვით ამჩნევთ ღრმა 2 სმ ჭრილობას დარტყმის ადგილას და ასევე შესუსტებულ სუნთქვას ამავე მხარეს. როგორია თქვენი შემდგომი ნაბიჯი?
5 წლის ბიჭი მოიყვანეს გადაუდებლი დახმარების განყოფილებაში კისრის მიდამოს ცეცხლსასროლი ჭრილობის გამო. ვიტალური ფუნქციები: „P-140”, “RR-40’’,”T/A 110/70”,”Sp02-95%“ ოთახის ჰაერზე. პაციენტი უჩივის ტკივილს კისრის არეში და სისხლიან ნერწყვდენას. გასინჯვით არის კეფის მალებთან კანქვეშა ემფიზემა, შემავალ - გამავალი ჭრილობა კეფაზე. რადიოგრაფიულად არის რეტრო-ეზოფაგალური ემფიზემა, ჰაერ-სითხის დონე მედიასტინუმში. რომელია შემდგომი ნაბიჯი ამ პაციენტის მკურნალობაში?
ავტოავარიის შემდგომ 6 წლის ბავშვი მოყვანილია გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. 112 ბრიგადის მიერ აღნიშნულ იქნა, რომ ბავშვი იჯდა დარტყმის საწინააღმდეგო მხარეს. მოყვანისას კონტაქტურია, აღგზებული, გამოხატულია ოფლიანობა, უჩივის ტკივილს გულმკერდის მიდამოში მარცხნივ და მხარში. „P-160”,“RR-40’’ წთ., ‘’Sp02-94%“, მუცელი სკაფოიდური ფორმის. პორტატულ რეტნგენოგრამაზე მარცხენა ფილტვის კონტუზია. რა იქნება საწყისი მკურნალობა?
2 წლის ბავშვი დაეცა ზურგით. დედამ გამოიძახა მაშინვე სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ბავშვს აქვს რესპირატორული დისტრესი და რეტრაქციები. „P-180’’,”RR-55’’,”Sp02-90%“ 100% -იან ჟანგბადზე. გასინჯვისას პაციენტს შეამჩნიეთ პარაორბიტალური შეშეპებაბილატელარულად, სუბკონიუქტივალური ჰემორაგია და ჰემორაგიები სხეულის ზედა ნაწილში. პაციენტი რეაგირებს მხოლოდ მტკივნეულ გამღიზიანებელზე. რომელია სწორი ქმედება?
11 წლის ბიჭი, რომელსაც ეხურა ჩაფხუტი და ველოსიპედით მოძრაობდა, მოხვდა ავტოსაგზაო ავარიაში. მანქანის დარტყმას მოჰყვა ბავშვის აგდება ჰაერში და ბამპერზე გულმკერდით ვარდნა. ბავშვი შემოდის კონტაქტში, მაგრამ ვერ ამოძრავებს ფეხს. პაციენტი მოყვანილია კლინიკაში ხერხემლის სრული იმობილიზაციით. მოყვანისას იყო ძილიანი.“P-180” წთ,”RR-50’’ წთ,”T/A- 80/50„მმ. ვერც.წყ.სვ.,“SP02 - 90%“, 100% ჟანგბადზე. გულმკერდის შუა მესამედში შეინიშნება დიდი კონტუზიური უბანი, მუცელი და გულმკერდი პალპაციით შეშუპებულია, მისი კიდურები ცივია და პულსი სუსტი. უფრო მეტად ქვედა კიდურებზე. რენტგენოლოგიურად ჩანს გაფართოებული მედიასტინუმი. მარცხენა მხრივი პლევრალური გამონაჟონი და ტრაქეის დევიაცია მარცხნივ. საწყისი სტაბილიზაციის შემდგომ როგორია თქვენი ქმედება?
16 წლის ბიჭი ჩხუბის დროს დაიჭრა გულმკერდის არეში მარცხნივ. კონტაქტურია, მაგრამ ძალიან აგზნებული. „P-160’’ წთ. “RR-30” წთ, “T/A-100/70“„მმ.ვერც.წყ.სვ., „Sp02 - 94%’’ ოთახის ჰაერზე. რენტგენოგრამაზე ჩანს გაფართოებული გულის ჩრდილი. პაციენტი უეცრად გახდა ძილიანი; „P-60’” წთ, “T/A-80/70” „მმ.ვერც.წყ.სვ. კიდურები ცივი და გულის ტონები მკვეთრად მოყრუებული, მონიტორზე „QRS“ კომპლექსის დაბალი ვოლტაჟი. ჩამოთვლილიდან რომელი ქმედება უნდა იქნას ჩატარებული?
14 წლის ბიჭს ფეხბურთის თამაშის დროს ხელი მიარტყეს, დაეცა, მაგრამ გონება არ დაუკარგავს და უჩივის ტკივილს გულმკერდის არეში.“P60’’წთ.,”RR-20 წთ”, “T/A-110/75“ მმ.ვერც.წყ.სვ.“Sp02-99%“, აუსკულტაციით მოისმინება შუილი, რომლის არსებობასაც მანამდე მშობლები არ აღნიშნავენ ანამნეზში. არ არის რაიმე ხილული დაზიანება, კარდიოგრამა და რენტგენოგრამა ნორმაშია. ჩამოთვლილიდან,რომელია სწორი ნაბიჯი?
ჯანმრთელი 2 წლის ბიჭი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოიყვანეს ჩივილით : შეშუპებული ლიმფური ჯირკვლები. დედის გადმოცემით ბავშვს თითქმის ორი კვირაა იღლიაში ესინჯება ლიმფული ჯირკვალი და არანაირი სხვა გამოვლინება. გასინჯვისას თქვენ აღმოაჩინეთ მცირე ზომის პუსტულა მარცხენა ცერა თითზე და დიდი ზომის ინფილტრატი მარცხენა იღლიაში, ერითემისა და ფლუქტუაციის გარეშე. რომელია ყველაზე შესაძლო გამომწვევი ამ დაავადების დროს?
ჯანმრთელი 2 წლის ბიჭი გ.დ.გ.-ში მოიყვანეს ჩივილით: შეშუპებულია ლიმფური ჯირკვლები. დედის გადმოცემით ბავშვს თითქმის ორი კვირაა იღლიაში ესინჯება ლიმფული ჯირკვალი და არანაირი სხვა გამოვლინება. გასინჯვისას თქვენ აღმოაჩინეთ მცირე ზომის პუსტულა მარცხენა ცერა თითზე და დიდი ზომის ინფილტრატი მარცხენა იღლიაში, ერითემისა და ფლუქტუაციის გარეშე. დაისვა კატის ნაკაწრის დაავადების დიაგნოზი. რომელია მკურნალობის საუკეთესო არჩევანი ჩამოთვლილიდან?
9 დღის ახალშობილი მოიყვანეს ჩივილით სისხლიან ღებინებაზე. ის არის დაბადებული ფიზიოლოგიური ორსულობიდან და მშობიარობიდან. არის აფებრილური და იკვებება დატვირთვის გარეშე. დღეს კვების შემდგომ აღებინა მცირე რაოდენობით სისხლი. ახალშობილს აქვს ნორმალური ვიტალური ნიშნები, იმატებს წონაში და გასინჯვით პათოლოგია არ ვლინდება. ყველაზე სავარაუდო მიზეზი სისხლიანი ღებინების არის:
10 წლის ბიჭი მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობით და ცერებრული დამბლით, სქოლიოზით, ფილტვის ქრონიკული დაავადებით, რომელიც იკვებება ნაზოგასტრალური ზონდით, მოიყვანეს კლინიკაში ჩივილით: ცხელება და ლეთარგია. „T-38.7°C”,”P-130” წთ,”RR-24 წთ”, “T/A110/70“მმ.ვერც.წყ.სვ. გასინჯვით არის მინიმალური პასუხი გამღიზიანებელზე. დედის გადმოცემით ბავშვი მანამდე უფრო აქტიური იყო. ყურის ტიმპანური მემბრანა სუფთა, მუცელი რბილი, აუსკულტაციურად ფილტვებში ხიხინი. ნაზო-გასტრალური ზონდით სუფთა გასტრალური შიგთავსი, ინტაქტური. სახსრები შეშუპების და ჰიპერემიის გარეშე, რომელი გამოკვლევა დაგვეხმარება ყველაზე მეტად ჩამოთვლილიდან დიაგნოზის დასადგენად?