სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო
15 წლის გოგონა მოიყვანეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში 24-48 სთ შემდეგ, რაც უკბინა ყავისფერმა ობობამ“Loxosceles“-მა. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რა სიმპტომი არ უნდა გამოვლინდეს ?
3 წლის ბიჭი მოიყვანეს სოფლიდან 3 სთ შემდეგ, რაც უკბინა შავმა ობობამ „Latrodectus“ ჩამონათვლიდან, რომელი სიმტომები და ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს?
4 წლის ბიჭი მოიყვანეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ჩივილებით: ძლიერი მუცლის ტკივილი და რესპირატორული დისტრესი. ცხელება არ აღენიშნება. სიმპტომები გაძლიერდა ბოლო სამი საათია. გასინჯვით აღმოჩნდა მარცხენა თეძოზე პატარა ბუშტუკი ცენტრალური ჩაღრმავებით. დიფერენციალური დიაგნოზი მოიცავს:
4 წლის ბიჭი მოიყვანეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ჩივილებით: ძლიერი მუცლის ტკივილი და რესპირატორული დისტრესი. ცხელება არ აღენიშნება. სიმპტომები გაძლიერდა ბოლო სამი საათია. გასინჯვით აღმოჩნდა მარცხენა თეძოზე პატარა ბუშტუკი ცენტრალური ჩაღრმავებით. პაციენტს აქვს წნევა 140/90 მმ.ვერც.წყ.სვ. და საშუალოდ გამოხატული რესპირატორული დისტრესი. როგორია თქვენი შემდგომი ტაქტიკა მკურნალობაში?
4 წლის ბიჭი მოიყვანეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ნერწყვდენით, სტვენით, ჰიპერაქტიულობით და თვალების „მცურავი“ მოძრაობით. იგი იყო უდაბნოში კარვით, როდესაც უეცრად განუვითარდა ეს სიპტომები. არ აღნიშნავს ანამნეზში ალერგიას და სხვა გამოვლინებებს. „T 39°C”, “HR-130”,”RR-24”, “T/A-130/90“, მკურნალობა მოიცავს:
16 წლის ბიჭი მოიყვანეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ჩივილით ტუჩების და ენის დაბუჟებაზე, პარესტეზიები სახეზე და შეგრძნებით თითქოს ტივტივებს. მან ჭამა 1-2 სთ წინ სუში. სხვა ჩივილი არ აქვს. რა შესაძლო გართულება შეიძელება მოჰყვეს ამ მდგომარეობას?
5 წლის ბიჭი მოიყვანეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ფუტკრის ნაკბენის გამო. აღნიშნავს ტკივილს ნაკბენის ადგილზე, მაგრამ უარყოფს სხვა სისტემურ სიმპტომებს. გასინჯვისას შეამჩნიეთ, რომ ნაკბენი ვრცელდება მარჯვენა წინამხარზე. რომელია ჩამონათვალიდან მართებული ნექტარის მოშორებასთან მიმართებაში?
მძინარე 15 თვის ბავშვის ოთახში მამამ შეამჩნია მფრინავი ღამურა, რომელიც მაშინვე მოკლა. ბავშვი შესამოწმებლად მოიყვანეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. კანის მთლიანობა არ არის დარღვეული. ექიმმა უნდა:
6 თვის გოგონა მოიყვანა დედამ გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შესამოწმებლად. დედა აცხადებს, რომ მათ ბინაში არის უამრავი ვირთხა, ჩვილი იწვა თავის საწოლში, როდესაც დედამ იპოვა მტირალი და ვირთხა ღეჭავდა მის ფეხს. მკურნალობა მოიცავს:
რა არის არასწორი ეტომიდატთან მიმართებაში? ეტომიდატი:
ფოკუსირებადი აბდომინალური სონოგრაფია ტრამვისას (FAST) - აფასებს ინტრაპერიტონეალურ სისხლს 4 ხედში ან სარკმლით,რათა დაადგინოს:
თუ გჭირდებათ სისხლდენის კონტროლი პაციენტთან. რა არის ყველაზე ეფექტური გზა:
4 წლის ბიჭი მოიყვანეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ჭრილობით, რომელიც საჭიროებს თქვენ ყურადღებას. ქვემოთ ჩამოთვლილი ჭრილობებიდან, რომელია ყველაზე მაღალი რისკი ინფექციის განვითარებისთვის?
სკოლის მოსწავლე ფეხბურთელი მოიყვანეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ტკივილით გულმკერდის არეში და ყლაპვის გაძნელებით. ბოლო დღეების განმავლობაში ის ვარჯიშობდა ყოველდღე მის გუნდთან ერთად, ის იღებდა დარტყმას სხეულის ყველა ნაწილში თითქმის ყველა ჩაფხუტიანი მოთამაშისგან. მთელი დილაა იგი აღებინებს და ეხლა აქვს ჩივილი გულმკერდის და მუცლის ტკივილზე. რენტგენოლოგიურად გამოვლინდა პნევმომედიასტინუმი. რა სახის ჩარევა უნდა მოხდეს?
12 თვის ბიჭუნა მოიყვანეს მწვავე შეტევითი მუცლის ტკივილით, რომელსაც ახლდა ღებინება და შეტევებს შორის იყო ლეთარგიული. რა არის ამ შემთხვევაში სწორიმენეჯმენტი:
20 თვის გოგონა, მანამდე ჯანმრთელი, მოიყვანეს ჩივილით ბოლო კვირის განმავლობაში სიარულის შეზღუდვაზე. 2 დღეა რაც აღნიშნავენ ქაოტურ არაკონტროლირებად თვალების მოძრაობას და მულტიფოკალურ ჟესტებს, რომელიც მოიცავს სახეს, კიდურებს და ტანს. დიაგნოსტირებისთვის ყველა სწორია გარდა:
ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი ითვლება ონლაინ სამედიცინო კონტროლის მაგალითად ?
მოყვანილია 12 წლის ბიჭი ჩივილებით: 10 დღეა აღენიშნება ტკივილი და პროგრესირებადი სისუსტე ქვედა კიდურებში. ამბობს, რომ აქვს ნემსის ჩხვლეტის შეგრძნება და გადაადგილებისას ვერ გრძნობს სიმყარეს. სამი კვირის წინ მკურნალობდა ინფექციის „კამპილობაქტერი ჯეჯუნის“ გამო ანტიბიოტიკებით. არის აფებრილური, აქვს ნორმალური ვიტალური ნიშნები, გასინჯვით გამოხატულია ბილატერალურად ფეხების სისუსტე არეფლექსიით. ჩატარდა ლუმბალური პუნქცია, რა ცვლილებები იქნება თავ-ზურგ ტვინის სითხეში?
2 წლის გოგონა მოიყვანეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში სისხლიანი დიარეის გამო. სამი დღეა, რაც აღნიშნავს მოვლით შეტევითი ხასიათის მუცლის ტკივილს. დღეს დიარეა გახდა მეტად სისხლიანი. „T37,5°C”, “RR-26”, ‘’HR-160”,’’T/A-80/50” „მმ.ვერცხ.წყ.სვ. გასინჯვით პაციენტი ფერმკრთალია და მივარდნილი. მის ქვედა კიდურებზე აღინიშნება პეტექიები და პურპურა. შარდი არის სისხლიანი, რას შეიძლება ელოდეთ ამ დროს გარდა:
3 წლის გოგონა დანით ჭრიდა საჭმელს, რომლის დროსაც შემთხვევით დაიზიანა თვალი. მშობლებმა მოიყვანეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. შესაფასებლად ძნელია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ მის მარცხენა გუგას აქვს ცრემლის ფორმა. რომელია ყველაზე შესაბამისი დიაგნოზი ჩამოთვლილიდან?