სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო
რომელია სამწვერა ნევრალგიის ტკივილისთვის დამახასიათებელი?
პაციენტს, რომელიც მოყვანილია სველი ხიხინით, ტაქიპნოეთი, დაქვეითებული სატურაციით და პერიფერიული შეშუპებით, შეესაბამება შემდეგი დიაგნოზი:
ბაქტერიული ტრაქეიტის ყველაზე ხშირი გამომწვევია:
სინუსიტის დიაგნოზთან მიმართებაში ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული?
რეტროფარინგული აბსცესის დამადასტურებელი საწყისი კვლევაა ლატერალური რენტგენოგრაფია. ცრუ დადებითი შედეგის თავიდან აცილების მიზნით, კვლევა უნდა ჩატარდეს:
რომელია ბავშვებში დიზურიის ყველაზე გავრცელებული მიზეზი?
კრუპის (ლარინგოტრაქეობრონქიტის) ყველაზე ხშირი გამომწვევია:
2 წლის ბიჭუნა მოყვანილია გადაუდებელ დპარტამენტში, და დედის გადმოცემით, მან ჩაყლაპა დიდი რ-ბით დედის აბები, რომლენიც შეიცავს მინერალებს, ვიტამინებს და განკუთვნილია ორსულთათვის. პაციენტს აღენიშნება ღებინება, პერიოდულად სისხლიანი მინარევით ფაღარათი, მუცლის ტკივილი. რომელი ანტიდოტით მკურნლაობა ყველაზე მიზანმიმართული ამ შემთხვევაში?
სასწრაფოს მიერ მოყვანილია ჰიპოტენზიური, ჰიპოქსიური და ტაქიკარდიული პაციენტი. პირველი ქმედებაა:
შოკისრომელი სახეობა არის უფრო შესაფერად აღწერილი?
3 წლის ბავშვი მოყვანილია ყელის ტკივილით, ცხელებით, ანორექსიით და ხმის ტემბრის შეცვლით. გასინჯვით ვლინდება უნილატერალური ხახის კედლის გამობურცვა, კისრის წინა ლიმფური კვანძების ჰიპერტროფია და მტკივნეულობა,“T-38,9C“. სავარაუდო დიაგნოზია:
2 წლის ბიჭს აღენიშნება სხეულზე გამონაყარი. გასინჯვით ვლინდება ვარდისფერი მაკულოპაპულური გამონაყარი გულმკერდზე, კისერზე და კიდურებზ.ამ ეტაპზე აფებრილურია, თუმცა წინა დღეს განუვითარდა ფებრილური გულყრა. რომელის სავარაუდო დიაგნოზი?
9 თვის ბიჭი მოყვანილია მშობლების მიერ, საფენის შეცვლისას შეამჩნიეს მოცულობითი წარმონაქმნი მუცლის არეში. გასინჯვით ბავშვი აქტიურია, არ აღენიშნება ინტოქსიკაციის ნიშნები. პალპაციით 4#6 სმ-ზე უმტკივნეულო წარმონაქმნი რამდენიმე სმ-ით ჭიპის ლატერალურად და ზემოთ. რომელი კვლევა დაგვეხმრება დიაგნოზის დასმაში
ოროფარინგული დისფაგიის ყველაზე ხშირი მიზეზია:
ეკგ-ზე მაღალი წაწვეტებული“T„კბილები, ფართო“QRS“ კომპლექსები, გადასწორებული „P„კბილები და გახანგრძლივებული“PR„ინტერვალი უფრო მეტად დამახასიათებელია:
სუბარაქნოიდული ჰემორაგიის დროს სიკვდილიანობის დაახლოებითი მაჩვენებელია
რომელია მართებული ჰერპეს-სიმპლექსით გამოწვეულ ენცეფალიტთან მიმართებაში
გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში პარაფარინგული აბსცესის დიაგნოსტიკისთვის ყველაზე ინფორმატიული კვლევაა:
ფილტვების შეშუპების დროს პირველი არჩევის თერაპიაა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:
რომელია საყლაპავ მილში მოხვედრილი ელემენტის შესაბამისი მართვა: