QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო

734 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

441

17 წლის ბიჭი შაქრიანი დიაბეტით 1 ტიპი, აღენიშნება დიაბეტური კეტოაციდოზი, ვენური სისხლით“pH 7.09“. ნატრიუმის ბიკარბონატით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს რომელი გართულება

442

ასთმა არის ბავშვთა ასაკში საკმაოდ გავრცელებული დაავადება. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი, რომელიც განაპირობებს სიკვდილიანობას ასთმით დაავადებულ ბავსვებში

443

7 წლის ბიჭი მოყვანილ იქნა კლინიკაში იმის გამო, რომ „ვერ სუნთქავს“. ბავშვი აჟიტირებულია, ლაპარაკობს, წამოთქვამს ცალკეულ ფრაზებს. გულისცემის სიხშირე 114, სუნთქვის სიხშირე 46. სუნთქვაში მონაწილეობს დამხმარე მუსკულატურა, გამოხატულია სუპრასტერნალური რეტრაქციები. აუსკულტაციით დიფუზურად აღენიშნება ბრონქოსპაზმი. ბავშვის სიმძიმე ფასდება, როგორც

444

20 თვის ბავშვი მოყვანილ იქნა კლინიკაში „გულყრის“ გამო. ბავშვს ადრე რაიმე პრობლემა არ ჰქონია. გუშინ აღენიშნა სურდო და ხველა. ძილის დროს დედას მოესმა უცნაური ხმა და დაინახა ბავშვი კრთოდა და ჰქონდა ე.წ. „გადატრიალებული“ თვალები.“T-39.8„ბავშვი იყო ლეთარგიული. კლინიკაში ტრანსპორტირებისას გავშვი გახდა აქტიური. გასინჯვისას პაციენტი ადეკვატურია ასაკის შესაბამისად, ზის დედის კალთაში, ცოტა შეშინებულია. „T-39.4“, გულისცემა 138, სუნთქვის სიხშირე 32, სატურაცია ოთახის ჰაერზე 98%. რა არის ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი

445

5 წლის ბავშვს გულყრების გამო 1 თვის წინ მისცეს ახალი ანტიკონვულსანტი. დღეს მოყვანილ იქნა კლინიკაში შეცვლილი ქცევისა და ლეთარგიულობის გამო. ბოლო 2 დღეა აქვს ღებინება. ლაბ. მონაცემებში აღენიშნება გაზრდილი ღვიძლის ენზიმები და ჰიპერამონემია. ყველაზე მეტად რომელია ახალი ანტიკონვულსანტი?

446

4 კვირის ბიჭი მოყვანილია მშობლების მიერ, აღენიშნება პროგრესული, ძლიერი ჭავლისებრი არა-ნაღვლოვანი ღებინება. ჩაედგა პვკ, ლაბ. კვლევები, გაიგზავნა ექოსკოპიაზე - ჰიპერტროფიული პილორუსი და ჩატარდა კონსულტაცია ქირურგთან პილოროსტენოზის გამოსარიცხად. რა ცვლილებებია მოსალოდნელი ლაბ. კვლევებით:

447

ელექტრული დენის მიმართ რომელ ქსოვილს აღენიშნება მეტი რეზისტენტობა

448

კლინიკაში მოიყვანეს 19 თვის ბავშვი დიარეის 3 დღიანი ანამნეზით. ბავშვს აქვს დაბალი ტემპერატურული რეაქცია, განავლოვან მასებში სისხლის კვალი არ აღინიშნება. მშობელი გამოყოფილი შარდის რაოდენობას ვერ აკონკრეტებს – ბავშვი სარგებლობს პამპერსით. პაციენტი აქტიურია და იღებს სითხეებს. გასინჯვისას აფებრილურია, გულისცემა 124, სუნთქვის სიხშირე 24, ტირის ცრემლებით. კანი მშრალია, ტურგორი შენარჩუნებული, კაპილარული ავსება 1–2 წამი. რა არის ამ პაციენტისათვის ყველაზე შესაფერისი თერაპია?

449

6 კვირის ახალშობილი მოყვანილ იქნა კლინიკაში არა სისხლიანი, წყლისმაგვარი დიარეის 2 დღიანი ანამნეზით. მშობლის გადმოცემით, ბავშვს ნაწლავთა მოქმედება აქვს ყოველ 15–30 წუთში. „T-37.0“. გულისცემა 198, სუნთქვის სიხშირე 40; ბავშვი მოთენთილია და არ ტირის მტკივნეული გაღიზიანების საპასუხოდ. ყიფლიბანდი ჩავარდნილია, პირი მშრალი, კაპილარული ავსება 4 წმ, კანი ნაოჭდება. ექთანმა ვერ მოახერხა პერიფ. ვენის კათეტერიზაცია. რა არის თქვენი შემდეგი ქმედება?

450

რომელია კუჭის წყლულის განვითარების ყველაზე ხშირი რისკ ფაქტორი

451

3 წლის ბავშვი მოყვანილ იქნა კლინიკაში დიარეით, ლეთარგიული და შარდის გამოყოფის შემცირებით. ბოლო განავლოვანი მასები იყო სისხლიანი. გასინჯვისას „T/A 122/76mmHg’’, გულისცემა 150, ფერმკრთალია. ლაბ. მონაცემებით შარდოვანა „36 mg/dL’’, კრეატინინი, 3.4mg/dL“, „Hb-7,1 g/dL“,“PLT-60,000“ .შარდის ანალიზში არის სისხლი და ცილა. სისხლის ნაცხი აჩვენებს ჰემოლიზის ნიშნებს. ყველაზე სავარაუდო დიაგნოზია

452

1 თვის ბავშვი მოიყვანეს მშობლებმა. ლეთარგიულია, ძნელად აფხიზლებ,“HR-260“, კაპილარული ავსება 4 წამი, არტ წნევის გაზომვა და პვკ-ს ჩადგმა გაძნელებულია, შემდეგი ქმედებაა.

453

12 წლის ბიჭი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1–ით მოყვანილ იქნა კლინიკაში ღებინების 12 საათიანი ეპიზოდით. მას დღეს არაფერი უჭამია, სითხეებს ვერ ირებს. დილით ინსულინი არ გაუკეთებია. აღნიშნავს ზოგად საერთო სისუსტეს და თავის ტკივილს. სასიცოცხლო პარამეტრები შემდეგია: გულისცემა 130, „T/A 96/60mmHg“, სუნთქვის სიხშირე 32,“T-36.8;“ ლაბ მონაცემებით 840მგ/დლ, 3+ კეტონურია, ვენური „PH – 7.22“. ექთანი გეკითხებათ, გადაასხას თუ არა ნატრიუმის ბიკარბონატი. ამ პაციენტთან მიმართებაში რა არის მართებული ბიკარბონატთან დაკავშირებით

454

აივ-დადებით პაციენტებში პნევმოცისტური პნევმონიით და ალერგიით სულფა ჯგუფის პრეპარატებზე (ბაქტრიმი), რომელია ამბულატორიული მკურნალობის მისაღები რეჟიმი

455

ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის მართებული?

456

კლინიკაში მოიყვანეს 18 თვის ლეთარგიული ბავშვი. ბავშვი გუშინ იყო კარგად, სიცხე არ ჰქონია, ტრავმას არ აღნიშნავენ. ის ნახეს ოთახში იატაკზე მძინარე, მშობლებმა ვერ გამოაღვიძეს. წინა საღამოს სახლში იყო გაშლილი სუფრა, ალკოჰოლური სასმელების ნარჩენებით. სასიცოცხლო პარამეტრები ვარირებს ნორმის ფარგლებში, დათვალიერებით ტრავმის ნიშნები გამოხატული არ არის. პერიფერიული ვენის კათეტერიზაციის და ლაბ. სკრინინგის ჩატარებისას ექთანი გაცნობებთ, რომ პაციენტის გლიკემია არის 24; რა არის ჰიპოგლიკემიის მიზიზი?

457

კლინიკაში მოიყვანეს ბავშვი ვენტრიკულოპერიტონეალური შუნტით. შუნტი ჩაყენებულ იქნა 3 თვის ასაკში თანდაყოლილი ჰიდროცეფალის გამო. პაციენტს ჰქონდა ღებინება ორი დღის განმავლობაში. დღეს გახდა ლეთარგიული. თქვენ მიიტანეთ ეჭვი შუნტის პრობლემაზე. რომელი კვლევა დაგეხმარებათ სპეციფიურად დიაგნოზის დასმაში.

458

რომელი დებულებაა მართებული გიენ-ბარეს სინდრომთან მიმართებაში

459

10 წ გოგონა მოყვანილ იქნა კლინიკაში მას შემდეგ, რაც დაეცა გაშლილ ხელზე. შემოსვლისას კიდური იმობილიზირებულია. ძვლის რომელი დაზიანება არის ასოცირებული მწვავე სისხლძაღვოვან დაზიანებასთან?

460

რეფრაქტერული გულყრის ყველაზე მეტად შესაფერისი მკურნალობა იზონიაზიდის დოზის გადაჭარბების გამო მოიცავს.

განმარტებები