QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო

734 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

401

თქვენ მუშაობთ როგორც სამედიცინო პირი ადგილობრივ სასწრაფო სამედიცინო სისტემაში.იღებთ ზარს, რომელიც ეხება 6 თვის ბავშვს რომლის გულისცემის სიხშირეა 285. ბავშვი არის დაწინწკლული მთელ ტანზე, არის ლეთარგიული, აქვს გრილი კიდურები.თქვენი რჩევა, როგორ უმკურნალოთ ბავშვს ტრანსპორტირების დროს

402

სასწრაფო დახმარების სამსახური გიკავშირდებათ თქვენ 12 თვის ბავშვთან დაკავშირებით.ბავშვი არ რეაგირებს გარეგან გამღიზიანებელზე,აქვს ბრადიკარდია, სუნთქვის უკმარისობა. ბავშვის მეურვე აცხადებს რომ წინა ჰოსპიტალიზების დროს მას ჰქონდა ძალიან მძიმე მდგომარეობა, იყო უგონოდ, თუმცა ამის შესახებ დოკუმენტაცია არ არსებობს. სასწრაფო დახმარების სამსახური გეკითხებათ რჩევას, თუ რა ღონისძიებებს უნდა მიმართონ ბავშვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ტრანსპორტირებისთვის დრო 20 წუთია. თქვენი რჩევაა:

403

ადგილობრივმა სასწრაფო დახმარების სისტემამ გაიარა თქვენთან კონსულტაცია პედიატრიული აღჭურვილობების საჭიროების შესახებ., სასიცოცხლო მნიშვნელობის აღჭურვილობასთან დაკავშირებით, რომელიც მოთავსებულია სასწრაფო დახმარების მანქანებში და ეხება მხოლოდ პედიატრიულ ტრანსპორტს, რომელი მტკიცებულება არის მცდარი?

404

ავტომატური დეფიბრილატორები ფართოდ გამოიყენება ადამიანების მიმართ, რომლებსაც აქვთ დასრულებული სამედიცინო კურსი და მიღებული აქვთ სერტიფიკატები და ამის შედეგად მათ შეუძლით ავადმყოფს გაუწიონ პირველადი დახმარება.რომელი მტკიცებულება , რომელიც ეხება ბავშვებში ავტომატური დეფიბრილატორის გამოყენებას, არის მცდარი?

405

ჰოსპიტალი რომელსაც აქვს შეზღუდული პედიატრიული შესაძლებლობები, გიკავშირდებათ 3 წლის ბავშვის გადაყვანის თაობაზე, რომელიც მოხდა ავარიაში. პაციენტი დაინტუბირებულია ,გულისცემა 160, წნევა 70/50. სუთქვის სიხშირე 25,“SPO2 95%“ .თქვენი პედიატრიული გუნდის დრო არის 20 წუთი. ყველაზე სრული და შესაბამისი რეკომენდაცია ექიმის უნდა იყოს:

406

საავადმყოფოს რომელსაც აქვს შეზღუდული პედიატრიული საშუალებები გადმოჰყავს 6 წლის ბავშვი რომელიც გადმოვარდა 15 ფუტის სიმაღლის ხიდან. პაციენტს აქვს თავის დახურული ტრავმა და მარჯვენა წინამხრის ორივე ძვლის მოტეხილობა. ის არის მძინარე მდგომარეობაში, თუმცა იძლევა პასუხებს. სასწრაფო სამედიცინო დახმარებისას ექიმს მოეთხოვება ყველაფრის შესრულება გარდა

407

სასწრფო დახმარების მანქანას მოჰყავს 5 წლის ბავშვი ავარიის შედეგად დაზარალებული.პაციენტს ააქვს სუნთქვის უკმარისობა და საჭიროებს დაინტუბირებას მაგრამ პარამედიკოსებს აქვთ პრობლემა ინტუბაციასთან დაკავშირებით.ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი იქნებოდა ყველაზე შესაფერისი განმასხვავებელი საინტუბაციო მილი ამ პაციენტისთვის

408

სასწრაფო დახმარების მანქანა იმყოფება ავარიის ადგილას, ავარიაში არის მოხვედრილი სკოლის ავტობუსიც,არის რამოდენიმე დაზარლებული რომლებსაც ესაჭიროებათ პედიატრის დახმარება .რომელ პაციენტს ესაჭიროება ყველაზე მეტად დახმარება

409

პნევმოკარდიალური შეტევა გავრცელებულია ბავშვთა ასაკის ჯგუფებში

410

პარამედიკოსი იმყოფა უბედური შემთხვევის ადგილას, დაზარალებული არის 5 წლის ბავშვი პაციენტი ლეთარგიულ მდგომარეობაშია,აქვს გულმკერდის და მუცლის ღრუს ტკივილი,სილურჯეები გულმკერდისადა მუცლის ქვედა ნაწილებში.გულისცემა არის 140, სუნთქვის სიხშირე 30 წნევა 80/50. პაციენტის მშობლები უარს აცხადებენ ბავშვის ტრანსპორტირებაზე და დაჟინებით ითხოვენ ბავშვის წაყვანას კერძო მანქანით. სასწრაფო დახმარების ცენტრში. თქვენი რეკომენდაცია პარამედიკოსს

411

თქვენ გიკავშირდებიან საავადმყოფოდან 10 წლის პაციენტის გადაყვანის თაობაზე, პაციენტს აღენიშნება თავის დახურული ტრავმა მეორადად განვითარებული, დაცემის შედეგად.პაციენტი დაინტუბირებულია, საავადმყოფო არის 2 საათის სავალ გზაზე.ექიმს სურს მოხდეს პაციენტის ტრანსპორტირება ვერტმფრენით, ვერტმფრენის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით რომელი მტკიცებულებაა სწორი:

412

პაციენტი მოთავსდა კლინიკაში მეგობრის მიერ მუცლის არეში მოვლითი ხასიათის ტკივილების გამო. გოგონას აღენიშნება სისხლიანი გამონადენი საშოდან, პაციენტი ფერმკრთალია, აღნიშნავს რომ ბოლო მენსტრუალური ციკლი ჰქონდა 3 თვის წინ. სასიცოცხლო პარამეტრებია“T/A 90/60mmHg“ ,გულისცემა 150, სუნთქვის სიხშირე 36. გოგონა აღნიშნავს რომ ჰყავს მხოლოდ დედა, რომელიც მუშაობს და მისი შეწუხება არ შეიძლება. რა არის ყველაზე მისაღები შემდეგი ნაბიჯი?

413

ბაქტერემია ყველაზე ხშირად გვხვდება შემდეგ ასაკობრივ ჯგუფში

414

2 თვის ბავშვი მოყვანილია კლინიკაში ახალგაზრდა მშობლების მიერ. მათი განცხადებით ბავშვი „ძალიან ავად არის“. ის ტიროდა მთელი ღამე და დილით ვერ გააღვიძეს კვების მისაღებად. ბავშვის სასიცოცხლო პარამეტრებია“t-35,4“,სუნთქვის სიხშირე 72, გულისცემა 192, კიდურები ცივია, რადიალურ არტერიაზე პულსაცია არ აღინიშნება. რა არის ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი?

415

პარკუჭოვანი ტაქიკარდიის და სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის მკურნალობაა:

416

პაციენტებში“A„ჰემოფილიით რა არის სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი:

417

რა არის განმასხვავებელი სიმპტომი სიმპათომიმეტიკური კრიზსა და ანტიქოლინერგულ კრიზს შორის.

418

3 კვირის ბავშვი მოყვანილ იქნა კლინიკაში დედის და ბებიის მიერ ღებინების გამო. გუშინ ბავშვი კარდაგ იყო, მარგამ დღეს ბევრი იტირა, კლინიკაში მოსვლამდე 2 საათით ადრე კი ჰქონდა ღებინების რამდენიმე ეპიზოდი. ტრიაჟში პაციენტმა აღებინა უხვი პირნაღები მასებით. ბავშვის ცნობიერება ნათელია ასაკის შესაბამსად. გულისცემის სიხშირე 190, კანი მშრალია. ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზია

419

რა არის ახალშობილის სამშობიარო სახლიდან ადრე გაწერის შემდეგ კლინიკაში ხელახალი მიმართვის ყველაზე ხშირი მიზეზი

420

პაციენტებში ბოტულიზმით ყველაზე ხშირი ჩივილებია:

განმარტებები