QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო

734 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

341

5 წლის გოგონა სახის არეში დაკბინა ძაღლმა. შუბლზე აღენიშნება 3 სმ–ის ჰორიზონტალური ჭრილობა.თქვენ უნდა გაწმინდოთ ჭრილობა და:

342

3 წლის გოგონას ძმამ მოაყოლა თითი კარებში. მე 4 თითის დისტალურ ფალანგზე აღენიშნება 0,5 სმ–ის ჭრილობა ფრჩხილის მედიალური ნაწილიდან სირბილეში. ფრჩხილის ქვეშ აღენიშნება ჰემატომა თქვენ:

343

4 წლის ბიჭს პირში მოხვდა ბეისბოლის ბურთი. სახის გარდა მას დაზიანებები არ აღენიშნება. თქვენ გასინჯვისას ხედავთ, რომ პირის ღრუს ლორწოვანზე არის 1 სმ–იანი ჭრილობა, ზედა მჭრელი კბილები დაზიანებულია, ერთი ნაწილობრივ კიდია ლორწოვანს, ხოლო მეორე დაკარგულია, ყველაზე მისაღები ქმედება არის:

344

თქვენ მოგმართათ 11 წლის ბიჭმა, რომელმაც ერთი საათის წინ სანაგვე ყუთზე გაიჭრა ხელი. დედა ამტკიცებს, რომ ბავშვს ჩატერებული აქვს ყველა ასაკობრივი ვაქცინაცია, როგორც ჩვილობაში ასევე ბაღის ასაკში, ამ აცრების დროს რაიმე გვერდითი მოვლენები არ შეინიშნებოდა. ჭრილობის დამუშავების შემდეგ თქვენ მშობელს აფრთხილებთ, რომ ტეტანუსის პროფილაქტიკის მიზნით ბავშვს უნდა ჩაუტარდეს აცრა:

345

11 წლის გოგონას აღენიშნება 2 სმ. სიგრძის ვერტიკალური ჭრილობა მარჯვენა წარბის არეში.ჩამოთვლილთაგან, რომელია მკურნალობის ყველაზე საუკეთესო მეთოდი?

346

კლინიკაში მოყვანილია 2 წლის ბავშვი, რომელმაც იკბინა ენაზე. ჭრილობა არის 1 სმ. სიგრძის ენის ცენტრში. როდესაც ენა არის მოსვენებულ მდგომარეობაში ჭრილობის კიდეები მჭიდროდ მიდის ერთმანეთთან. ტრავმის მიღების მომენტში ჭრილობა იყო პროფუზულად სისხლმდენი, ეხლა სისხლდენა შეჩერებულია. საუკეთესო გამოსავლისთვის თქვენ:

347

15 წლის გოგონა შემოყვანილია გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში 3 სმ. სიგრძის ჭრილობით კეფის არეში. ჩამოთვლილთაგან ყველაზე მისაღები ძაფი ჭრილობის გასაკერად არის:

348

თქვენ უმკურნალეთ 5 წლის ბავშვს, რომელმაც ბანაობისას დაიმდუღრა და აღენიშნება გაფანტული საშუალო სიღრმის დამწვრობა მთელს გულმკერდზე. გაწერისას მშობელს მიაწვდით შემდეგ ინფორმაციას:

349

6 წლის ბიჭუნა გადმოვარდა ხის სკამიდან, რის გამოც მიიღო 5 სმ. სიგრძის ჭრილობა თეძოს არეში. ჭრილობის დისტალურ კიდეში ჩანს დიდი ზომის ხიჭვი. პაციენტის მართვის, რომელი მეთოდია ყველაზე მისაღები:

350

თქვენი პაციენტია 16 წლის გოგონა, რომელსაც მთელს სხეულზე აღენიშნება ერითემატოზური გამონაყარი მთელს სხეულზე. გამონაყარი გაჩნდა გუშინ გარუჯვის შემდეგ. მას არ აღენიშნება ბუშტუკები ან თვის ტკივილი. თქვენ პაციენტს ძლევთ რჩევას:

351

2 წლის გოგონა შემოყვანილია გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მას შემდეგ, რაც მან უკბინა დენის კაბელს. პირის ღრუს მარჯვენა მხარე არის შეშუპებული და აღინიშნება თეთრი ქერქი. ამ დაზიანებისათვის ყველაზე მეტად სიცოცხლისათვის საშიში გართულება არის:

352

5 წლის ბიჭი ჩამოვარდა სასრიალოდან. მას აღენიშნება 1 სმ.-ის სიგრძის ჭრილობა მარცხენა ყურის ნიჟარაზე. ამ სახის ჭრილობის გასაკერად თქვენ დაგჭირდებათ;

353

ხანძრის დროს ბინაში იპოვეს უგონო მდგომარეობაში 10 წლის ბიჭი, რომელიც მოიყვანეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. მას აღენიშნება ტორსისა და ზედა და ქვედა კიდურების ბილატერალურ ზედაპირებზე ღრმა დამწვრობები. ინტუბაციის შემდეგ თქვენ იწყებთ სითხით რეანიმაციას, ორ მხვილი კარიბრის ვენაში (სასურველია ჩაიდგას დაუზიანებელ მიდამოში) შემდეგი ხსნარების გამოყენებით:

354

პარამედიკოსმა შემოიყვანა 7წლის პაციენტი მოტოქონდრიალური დარღვევით შოკურ მდგომარეობაში. ვიდრე ეცდებით ჩაუდგათ ცენტრალური ვენური კათეტერი, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი:

355

ბარძაყის ხაზის გამოყენების გათვალისწინებით, ყველა ქვემოთ მოცემული დებულება სწორია, გარდა:

356

პარამედიკოსმა შემოიყვანა 3წლის გოგონა გულის გაჩერებით (კარდიორესპირატორული არესტით). პაციენტის მდგომარეობის მართვის დროს თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ:

357

როდესაც განვიხილავთ ადგილობრივი ანესტეტიკის გამოყენებას 4წლის გოგონას შუბლის ჭრილობის სამკურნალოდ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულებაა ჭეშმარიტი“TAC“ (ტეტრაკაინი, ადრენალინი, კოკაინი) მიმართ:

358

მშობლებმა შემოიყვანეს ახალშობილი, რომელიც სულ ახალი მიყვანილი იყო სახლში. თქვენს მიერ ჩატარებული გასინჯვის შემდეგ, ბაშვის „HR – 80„ია, ხოლო “RR – 20“. პაციენტის გაცოცხლების მცდელობისას თქვენ მიმართავთ ჭიპლარის სისხლძარღვის კათეტერიზაციას. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულებაა ყველაზე ზუსტი:

359

დედამ მოიყვანა 2 წლის გოგონა ტაქტილური ცხელებით. გასინჯვის დროს მისი სხეულის ტემპერატურა“39C“ .თქვენ გადაწყვიტეთ გააკეთოთ ზურგის ტვინის პუნქცია (LP). ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულებაა ყველაზე ზუსტი:

360

მოსაცდელ ოთახში ლოდინის დროს 8 წლის ბიჭ ყურძნის ჭამის დროს მოხრჩობისის შეტევა დაეწყო. გასინჯვის დროს ის უგონო მდგომარეობაშია და არ არსებობს ხილული უცხო ობიექტი მის ყელში და საყლაპავში. აღნიშნულ პაციენტისთვის სამედიციცინო დახმარების აღმოჩენის დროს, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულებაა ყველაზე სწორი:

განმარტებები