QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო

734 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

181

5 წლის ბიჭი შემოვიდა ემერჯენსში კისერში დაჭრილი შემთხვევით სროლის ინციდენტის გამო. პულსი 140, სუნთქვა 40, წნევა 110/70 და“pOx 95%“.აღენიშნება ტკივილი კისრის მიდამოში, და სისხლდენა. გასინჯვით აღენიშნება კისრის კანქვეშა ემფიზემა და შემავალი და მეორე მხარეს გამომავალი ჭრილობა. რადიოგრაფიულად რეტრო–ეზოფაგალური ემფიზემა და შუასაყარში ჰაერ–სითხის დონე. რა უნდა გაკეთდეს ამ შემთხვევაში:

182

16 წლის ბიჭი ჩხუბის დროს დანით დაიჭრა გულმკერდში მარცხნივ, კონტაქტურია თუმცა აგზნებული. პულსი 160, სუნთქვა 30, წნევა 100/70 და “pOx 94%“. რენტგენზე გაფართოებული გულის საზღვრები. ის მოულოდნელად ეცემა – პულსი 60, წნევა 80/70, კიდურები ცივი, გულის ტონები სუსტი. კარდიოგრამაზე“ QRS“ დაბალი ვოლტაჟი. რა უნდა გაკეთდეს ამ შემთხვევაში:

183

ემერჯენსში შემოვიდა 14 წლის ბიჭი, რომელსაც კალათბურთის თამაშის დროს განუვითარდა სინკოპეს ეპიზოდი. ამბობს, რომ ქონდა გულმკერდში ტკივილი და ქოშინი. თუმცა ეხლა, დასვენების შემდგომ, სიმპტომები სრულად ალაგდა. ფიზიკალური გასინჯვით ვლინდება სისტოლური შუილი უპირატესად ფეხზე დგომისა და ვალსალვას მანევრის შესრულების დროს. ჩამოთვლილთაგან რომელი ცვლილებაა ყველაზე მეტად მოსალოდნელი ეკგ-ზე:

184

ემერჯენსში მოგიყვანეს ლეთარგიული და დიაფორეზული 17 წლის ბიჭი. დედის გადმოცემით ბავშვს წარსულში ქონდა პალპიტაციის და გულისცემის გახშირების ეპიზოდი და ვერ შეასრულა კარდიოლოგის დანიშნულება. მონიტორზე ხედავთ შემდეგ რითმს: ჩამოთვლილთაგან რომელია თქვენი მართვის პირველი საფეხური:

185

მოყვანილია 3 წლის ბავშვი ფალოს ტეტრადით, რომელსაც ოპერაცია არ ჩატარებია და ინტუბირებულია მძიმე ციანოზური შეტევის გამო “tet spell” . ეწოდება 100%-იანი ჟანგბადი, გადასხმულია სითხის რამდენიმე ბოლუსი, ასევე გაკეთებულია მორფინი და კეტამინი. ბავშვი რჩება ციანოზური „SaO2“ -60%. რომელია მართვის შემდგომი საფეხური:

186

13 წლის გოგონას დიაგნოზია სისტემური წითელი მგლურა. შემოვიდა ქოშინით და გარდამავალი ტკივილებით გულმკერდის არეში. ამბობს, რომ ტკივილი ძლიერდება ზურგზე წოლის დროს და ნაკლებად ინტენსიურია წინ გადახრისას. ვლინდება პარადოქსული პულსი და მოყრუებული გულის ტონები. გასინჯვის დროს გოგონას გაუძლიერდა ქოშინი, გეუბნებათ, რომ აქვს თავბრუსხვევა და გახდა დიაფორეზული. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველზე ეფექტური პირველადი ჩარევა:

187

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოგიყვანათ 12 წლის ბიჭი. გამოხატულია აპნოე, პულსი არ ისინჯება. მონიტორზე პულსი220 ია.ექთანმა შეუფერხებლად ჩადგა ინტრავენური კათეტერი. ჩამოთვლილთაგან რომელია თქვენი მართვის პირველი საფეხური:

188

აღელვებულმა დედამ ემერჯენსში მოიყვანა 7 დღის ახალშობილი ვაჟი. ამბობს, რომ დღის განმავლობაში საკვები ცუდად მიიღო და შემოსვლამდე ნახევარი საათით ადრე მოდუნდა მის მკლავებში. გასინჯვით ახალშობილი ციანოზურია. ვიტალური ნიშნებია: „T 37.6 “, „HR 165’’,“RR 65“სუნთქვა გაძნელებულია, „BP 72“ პალპირებადი, გამოხატულია ღარიბი პერფუზიის ნიშნები და პულსოქსიმეტრზე მონაცემი არ ფიქსირდება. ჩამოთვლილთაგან რომელ ინტერვენციას მიანიჭებდით უპირატესობას:

189

4 თვის ინტუბირებული ჩვილი ემერჯენსში მოიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ. დედის გადმოცემით გუშინ ბავშვი იყო აგზნებული და ცუდად მიიღო საკვები. დღეს მივარდა და გადავიდა უგონო მდგომარეობაში. თქვენ სწრაფად შეამოწმეთ ენდოტრაქეული მილის მდებარეობა, ვიზუალიზაციით მილი მბგერავი იოგებს შორისაა, გულმკერდის ექსკურსია დამაკმაყოფილებელია.“HR 45“,“BP 40/“პალპირებადი, „SaO2 94%“,“Fi02 40%“. თქვენმა ექთანმა მოახდინა ინტრავენური კათეტერიზაცია. რა არის მართვის შემდგომი საფეხური:

190

ფანჯრიდან გადმოვარდნილი 16 წლის ბიჭი შემოსვლისას არ სუნთქავს, პულსი არ ისინჯება. ენდოტრაქეული ინტუბაციისა და ვენტილაციის შემდგომ მონიტორზე გულისცემის სიხშირეა 120, მაგრამ თქვენ ვერ სინჯავთ პულსს. ჩამოთვლილთაგან რომელი არ წარმოადგენს შესაბამის ჩარევას:

191

ემერჯენსში შემოვიდა 6 კვირის ჩვილი ჩივილებით - კვების რეჟიმის დარღვევა და გახშირებული სუნთქვა უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში.“HR 190“ ,’’BP 55/35“. თქვენ ღვიძლის ქვედა კიდეს სინჯავთ ჭიპის დონეზე. გულმკერდის რენტგენოგრამაზე ვლინდება კარდიომეგალია. ფიზიოლოგიური ხსნარის 20 მლ/კგ ბოლუსური ინფუზიის დროს გამოიხატა სუნთქვის გაძნელება. ჩამოთვლილთაგან რომელია მართვის შემდგომი საფეხური:

192

აზიური წარმოშობის 5 წლის ბიჭი ემერჯენსში შემოვიდა ჩივილებით ტკივილზე გულმკერდის არეში. მშობელი ამბობს, რომ ახლო წარსულში ბავშვს ქონდა პროლონგირებული ცხელება, კონიუქტივიტი, კანის აქერცვლა კიდურებზე. რომელია ყველაზე მეტად დამახასითებელი ცვლილება ეკგ-ზე:

193

შემოვიდა 8 წლის გოგონა შემდეგი ჩივილებით: ბოლო 10 დღეა აქვს პერსისტენტული დაბალი ცხელება და უნებლიე არამიზანმიმართული მოძრაობები, ბოლო 1 კვირა მუხლისა და იდაყვის ტკივილი. 3 დღის წინ პედიატრის რეკომენდაციით აღებული ხახის ნაცხი ნაგატიურია „A” ჯგუფის “Streptococcus“-ზე. გასინჯვით ისმენთ ჰოლისისტოლურ შუილს, უპირატესად მწვერვალზე , ხედავთ გამონაყარს ტანზე და კიდურების პროქსიმალურ ნაწილში. ჩამოთვლილთაგან რომელი დიაგნოსტიკური ტესტი ადასატურებს ყველაზე მეტად დიაგნოზს:

194

თქვენი პაციენტია 17 წლის ბიჭი, რომელსაც უკანასკნელი 1 თვეა აღენიშნება ქოშინი დატვირთვისას. ჩივილები დაეწყო დიარეის შემდგომ. ამჟამად უჩივის ძლიერ სისუსტეს, ოფლიანობას და ქოშინს მოსვენებულ მდგომარეობაში. აუსკულტაციით ისმენთ გალოპს, ბილატერალურად ქვემო წილებში სველ ხიხინს. პალპაციით ღვიძლის ქვედა კიდე გამოდის ნ/რკალიდან 4 სმ-მდე. ჩამოთვლილთაგან რომელი კვლევა ადასტურებს ერთმნიშვნელოვნად დიაგნოზს:

195

თქვენი პაციენტია 4 თვის ჩვილი , რომელიც იმყოფებოდა ბინაზე სრულ პარენტერალურ კვებაზე პერიფერიულად ჩადგმული ცენტრალური კათეტერის საშუალებით (PIC line). ემერჯენსში შემოვიდა გახანგრძლივებული სუბფებრილური ცხელების გამო. დედის გადმოცემით აღენიშნება ასევე სისუსტე, ართრალგია, მიალგია, შემცივნების ეპიზოდები და ოფლიანობა. გასინჯვისას თქვენ ისმენთ 3/6 სისტოლური განდევნის შუილს, რომელიც ახლადაღმოცენებულია, დედის გადმოცემით შუილი და გულის დაავადება წარსულში არ ქონია. ჩამოთვლილთაგან რომელი ბაქტერიაა ყველაზე მეტად სავარაუდო ეტიოლოგიური აგენტი:

196

ემერჯენსში შემოვიდა 3 თვის ორსული 16 წლის გოგონამ უჩივის მარცხენა კანჭის შეშუპებასა და მტკივნეულობას. ამბობს, რომ ორსულობის პირველი თვე თითქმის სულ იწვა და ქონდა შემაწუხებელი გულისრევის შეგრძნება. გასინჯვით დადებითია ჰომანის ნიშანი (Homan’s sigh) და კანჭების ზომა ასიმეტრიულია).დოპლერ-ექოსკოპიით გამოვლინდა კანჭის ღრმა ვენის სრული ვენური ოკლუზია. ჩამოთვლილთაგან რომელია მკურნალობის საუკეთესო მეთოდი:

197

I ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული გოგონა დედამ ემერჯენსში მოიყვანა მენტალური სტატუსის ცვლილების გამო. როგორც ირკვევა, ბავშვი არეგულარულად ღებულობდა ინსულინს. გასინჯვისას პაციენტი ძილიანია, პერიოდულად იღვიძებს, "HR“ 120, „BP“ 100/60, გლუკოზა 450 მგ/დლ. ვენური სისხლის გაზების ანალიზში“pH’’ არის 7.1. ჩამოთვლილთაგან რომელია თქვენი მართვის პირველი საფეხური:

198

I ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებული გოგონა დედამ ემერჯენსში მოიყვანა მენტალური სტატუსის ცვლილების გამო. როგორც ირკვევა, ბავშვი არეგულარულად ღებულობდა ინსულინს. გასინჯვისას პაციენტი ძილიანია, პერიოდულად იღვიძებს, „HR“ 120, „BP“ 100/60, გლუკოზა 450 მგ/დლ. ვენური სისხლის გაზების ანალიზში“pH“ არის 7.1.. სწორად მართვის შემდეგ პაციენტი გახდა მკვეთრად ლეთარგიული და თქვენ აღარ შეგიძლიათ მისი გამოღვიძება. ასევე ამჩნევთ გუგების ბილატერალურ დილატაციას. სუნთქვის სიხშირე რეგულარულია და არის 36, ოთახის ჰაერზე ინარჩუნებს ჟანგბადის სატურაციას 98%-მდე. რას აკეთებთ დაუყოვნებლივ:

199

დედამ ემერჯენსში მოიყვანა 5 კვირის ბიჭი. იგი ამბობს, რომ ბავშვი ცუდად იკვებება, აქვს ხშირი ამოქაფება, რამოდენიმე დღის განმავლობაში ქონდა დიარეა და ახლად გამოვლენილი კანის სიყვითლე. გასიჯვით ვლინდება ჰეპატოსპლენომეგალია, პერიფერიული შეშუპება და კატარაქტა. პლაზმის გლუკოზის დონეა 20 მგ/დლ. რა არის სავარაუდო დიაგნოზი:

200

2 კვირის ბიჭი მოიყვანა დედამ ჩივილებით კვების გაძნელებაზე და ძილიანობაზე. ბავშვი ზომიერად დეჰიდრატირებულია, გასინჯვისას იღვიძებს. საწყისი ლაბორატორიული მონაცემებია: ნატრიუმი 128 მექ/ლ, კალიუმი 7.1 მექ/ლ და გლუკოზა 20მგ/დლ. ჩამოთვლილთაგან რომელია მართვის პირველი საფეხური:

განმარტებები