სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო ნეონატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო ნეონატოლოგია
ვაქცინაციის წინააღმდეგჩვენებებია:
ჩამოთვლილი ტესტებიდან რომელი არ არის ინფორმატიული ბრონქოპულმონური დისპლაზიის დიაგნოზის დადასტურებისთის:
3 დღის დროულ ახალშობილს აღენიშნება სიყვითლე. ფიზიკური გასინჯვით გადახრები ნორმიდან არ ვლინდება. ლაბორატორიულად: ჰემოგლობინი 3,4 მმოლ/ლ რეტიკულოციტი 1,0% არაკონიუგირებული ბილირუბინი 85 გ/ლ, კონიუგირებული 8 გ/ლ. ჩამოთვლილიდან რომელ დაავადებაზე იფიქრებთ:
4 კვირის ჩვილს სიცოცხლის III დღიდან აქვს სიყვითლე. ორჯერ ჩატარებული აქვს სისხლის შენაცვლებითი თერაპია, ფოტოთერაპია, მაგრამ უშედეგოდ. ლაბორატორიულად: ჰემოგლობინი 140 გ/ლ, რეტიკულოციტი 1,0%, საერთო ბილირუბინი 42 მკმოლ/ლ, არაკონიუგირებული ბილირუბინი 40 მკმოლ/ლ, ალტ 15 ერთ/ლ, ასტ 40 ერთ/ლ. კუმბსის ტესტი I შენაცვლებითი თერაპიის წინ უარყოფითი იყო. ულტრაბგერითი კვლევით ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი ნორმის ფარგლებში. ჩამოთვლილიდან რომელ დაავადებაზე იფიქრებთ:
დროულ ახალშობილს სამშობიარო ბლოკში განუვითარდა ციანოზი, ტაქიპნეა, რეტრაქციები და დესატურაცია. ჩატარდა ინტუბაცია და ფხვ. მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ დაფიქსირდა ჩავარდნილი მუცელი და მკვეთრად დაქვეითებული ბგერითი ხმიანობის გულმკერდის მარცხენა ნახევარში. სავარაუდო დიაგნოზი იქნება:
2,9 კგ მასის დროული ახალშობილი დაიბადა გესტაციის 34 კვირაზე. დედას ჰქონდა პოლიჰიდრამნიოზი. დაბადებისას, I და V წუთზე შეფასება აპგარის შკალით იყო 8-9 ქულა. პირველი კვების მცდელობის დროს ახალშობილს განუვითარდა ღებინება შეუცვლელი რძით. ნაზოგასტრალური ზონდის ჩადგმა ვერ ხერხდება. სავარაუდო დიაგნოზია:
2,7 კგ მასის დროულ ახალშობილს ზურგზე წოლის დროს აღენიშნება რესპირაციული დისტრესი. ობიექტურად არის მიკროგნათია და მაგარის სასის დეფექტი. სავარაუდო დიაგნოზი:
34 კვირის გესტაციის ახალშობილს სიცოცხლის მესამე დღეს აღენიშნა მუცლის გარშემოწერილობის გაზრდა. ულტრაბგერითი კვლევით დადგინდა ასციტის არსებობა. პარაცენტეზით მიღებული სითხის რომელი მაჩვენებელი მეტყველებს ქილოზური ასციტის სასარგებლოდ:
დროული ახალშობილი, 8 დღის. მიღებულია, I ორსულობიდან და მშობიარობიდან. დედა O(I)Rh(+) ბავშვი O(I)Rh(-). ანამნეზიდან ირკვევა, რომ დედას 10 წლის ასაკში ჩატარებული აქვს ჰემოტრანსფუზია O (I)Rh(-) სისხლით. ახალშობილს 3 დღის ასაკში გამოუვლინდა სიყვითლე ჯერ სკლერებზე, შემდეგ სახეზე. ამჟამად სიყვითლე გავრცელებულია სახეზე და სხეულზე დვრილის ხაზამდე. ბავშვი ძუძუთი კვებაზეა, აღენიშნება წონის ნამატი, ხალისიანია და მშვიდი. პედიატრის მიერ მდგომარეობა შეფასდა, როგორც ახალშობილთა ტრანზიტორული სიყვითლე. ჩამოთვლილი ლაბორატორიული მაჩვენებლებიდან რომელი ადასტურებს ამ დიაგნოზს:
2 კვირის დროულ, ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილს აღენიშნება კანისა და ხილული ლორწოვანი გარსების სიყვითლე. შარდი მუქი შეფერილობის, ფეკალური მასები აქოლიური. ლაბორატორიულმა კვლევამ გამოავლინა: საერთო ბილირუბინი 104 მკმოლ/ლ, პირდაპირი 25 მკმოლ/ლ. ჩამოთვლილი დიაგნოზებიდან ყველაზე მეტად რომელია სავარაუდო:
რომელი კლინიკური სიმპტომი არ არის ტიპიური ახალშობილთა წყლულოვან-ნეკროზული კოლიტისათვის:
ახალშობილი დაიბადა მასით 2,9 კგ. 1 და 5 წუთზე აპგარის შკალით შეფასდა 9 ქულით, დაბადებიდან 2 სთ-ში შენიშნეს ჰიპერსალივაცია დიდი რაოდენობით, ქაფიანი ლორწოთი. ნაზოგასტრალური ზონდის ჩადგმის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. რენტგენოგრაფიულად კუჭში და ნაწლავებში აღინიშნება ჰაერის არსებობა. რაზე მიიტანთ ეჭვს:
ორსულ ქალს გესტაციის 33 კვირაზე დაუდგინდა პოლიჰიდრამნიოზი. ახალშობილი დაიბადა დროული, მასით 2,9 კგ. 1 და 5 წუთზე აპგარის შკალით შეფასება იყო 7/8 ქულა. დაბადებიდან 6 სთ-ში აღენიშნა ღებინება მომწვანო-მოყვითალო მასებით. სავარაუდო დიაგნოზია:
პათოლოგიური ორსულობიდან და მშობიარობიდან დაბადებულ 25 კვირის გესტაციის, მამრობითი სქესის, 800 გ მასის ახალშობილს სიცოცხლის პირველ საათზე განუვითარდა: ტაქიპნოე, გულმკერდის რეტრაქცია, ცენტრალური ციანოზი, რეტრაქციები და ცხვირის ნესტების ბერვა. ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების დაწყებამდე რომელ პათოლოგიაზე იფიქრებთ:
40 კვირის გესტაციის ახალშობილს სიცოცხლის პირველ კვირაზე განუვითარდა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ლეთარგია. ანამნეზიდან აღსანიშნავია, რომ ახალშობილი არის მეორე ორსულობიდან და მშობიარობიდან. პირველი ორსულობა დამთავრდა სპონტანური აბორტით. მიმდინარე ორსულობის მეორე ნახევარში დედამ გადაიტანა პიელონეფრიტი. მშობიარობისას აღენიშნებოდა ხანგრძლივი უწყლო პერიოდი (26 საათი). რომელ პათოლოგიაზე იფიქრებთ:
34 კვირის გესტაციის 1800 გ მასის ახალშობილს აღენიშნება ჰიდროცეფალია, ჰეპატოსპლენომეგალია, ქორიორეტინიტი, სიყვითლე, კალციფიკატები ტვინში, თრომბოციტოპენია. აღსანიშნავია, რომ დედას ორსულობის პირველ ნახევარში გადატანილი აქვს უცნობი დაავადება ჰიპერთერმიით, ლიმფადენოპათიით. მკურნალობა არ ჩაუტარებია. თქვენი აზრით რომელი პერინატალური ინფექციის გამორიცხვა არის აუცილებელი პირველ რიგში:
ახალშობილი არის I ორსულობიდან და მშობიარობიდან. ორსულობის II ნახევარში დედამ გადაიტანა ინფექცია ჰიპერთერმიით, ყელის, ზურგის და მუცლის ტკივილით. მშობიარობა ნაადრევი, 34 კვირის გესტაციის ვადაზე. ახალშობილი დაიბადა ასფიქსიაში. III დღიდან გამოიხატა სეფსისის კლინიკა, აღნიშნულს დაემატა მოთეთრო-მოყვითალო გრანულომების (კვანძების) გაჩენა ხახის უკანა კედელზე, ნუშურებზე, კონიუნქტივაზე. ჩამოთვლილთაგან ყველაზე უფრო რომელ თანდაყოლილ ინფექციაზე მიიტანთ ეჭვს:
როდესაც დიფერენციალური დიაგნოზი უნდა გატარდეს თანდაყოლილ წითურასა და ციტომეგალიას შორის. რომელი კლინიკური ნიშანი მეტყველებს თანდაყოლილი წითურას სასარგებლოდ:
2 დღის ახალშობილს, რომლის დედა დაავადებულია დიაბეტით გამოუვლინდა ლეთარგია და კრუნჩხვები. სავარაუდოთ ამის მიზეზია:
ახალშობილს აღენიშნება მუცლის კუნთების განუვითარებლობა და საშარდე სისტემის ანომალია. Prune-Belly-ს სინდრომის ესმთხვევაში, კიდევ რომელ სიმპტომის ნახვას ელოდებით: