QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო პედიატრია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო პედიატრია

2697 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

881

რომელია დაუნის განვითარების ძირითადი რისკ-ფაქტორი?

882

ახალშობილებში ამოქაფების განვითარების მაღალი სიხშირე განპირობებულია:

883

ახალშობილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომისათვის არ არის დამახასიათებელი:

884

ახალშობილთა ქლამიდიური ინფექციისათვის დამახასიათებელია:

885

თქვენ სინჯავთ 35 კვირაზე დაბადებულ ახალშობილს, რომელსაც აღენიშნება მრავლობითი პოლიმორფული გამონაყარი მათ შორის ხელის და ფეხის გულებზე, ცხვირის გაჭედვა ე.წ ,,ქერქოვანი სურდო", ჰეპატოსპლენომეგალია. სისხლში ვლინდება ანემია, ნეიტროპენია და თრომბოციტოპენია. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:

886

რომელი კლინიკური გამოვლინება არის ყველაზე დამახასიათებელი ადრეული სეფსისისთვის:

887

თქვენ სინჯავთ 2 კვირის ახალშობილს, რომელსაც სამშობიაროდან გამოწერისას გამოუვლინდა კონიუქტივიტი. ამჟამად ყურადღებას იპყრობს ხველა და სუნთქვის გაძნელება, ტაქიპნოე, სუნთქვაში დამხმარე კუნთების მონაწილეობა. გულმკერდის რენტგენოგრაფიით პნევმონიის სურათი. რომელია მოცემული დაავადების სავარაუდო გამომწვევი?

888

ადრეული ნეონატალური სეფსისი ვლინდება:

889

რომელი ქვემოთმოყვანილი თანდაყოლილი ინფექცია ასოცირდება სიყრუესთან:

890

ახალშობილთა სისხლის თავისებურებებს არ მიეკუთვნება:

891

ახალშობილთა სისხლის თავისებურებებს მიეკუთვნება:

892

საშვილოსნოსშიგა განვითარების ბოლო პერიოდში ჰემოგლობინის და ერითროციტების ჭარბი რაოდენობა განპირობებულია:

893

თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის გამორიცხვა საჭირო იქნება იმ შემთხვევაში თუ ახალშობილს უვლინდება:

894

არაპირდაპირი ბილირუბინის დონის მომატება ვლინდება ყველა შემთავევაში გარდა:

895

ახალშობილებში ჩირქოვანი მენინგიტის უხშირესი გამომწვევია:

896

ახალშობილში რკინის დეფიციტის მიზეზს არ წარმოადგენს:

897

თანდაყოლილი წითურის დამახასიათებელი გართულებაა:

898

ორსულობის დროს ტეტრაციკლინის მიღება ნაყოფში განაპირობებს:

899

ახალშობილის კუჭ–ნაწლავის ტრაქტში რკინა შეიწოვება:

900

საშვილოსნოსშიდა ბაქტერიული ინფექციის კლინიკური ფორმა შეიძლება იყოს:

განმარტებები