QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო ენდოკრინოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო ენდოკრინოლოგია

1030 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

961

დიაბეტური მიკროანგიოპათია ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, მონიშნე გარდა რომელისა?

962

შაქრიანი დიაბეტის დროს ათეროსკლეროზული ცვლილებები მონიშნე, რომელ სისალძარღვებში ვლინდება ყველაზე ნაკლებად:

963

დიაბეტი ტიპი 1 ხასიათდება ყველა ჩამოთვლილით, მონიშნე გარდა რომელისა?

964

დიაბეტური მიოკარდიოდისტროფია კლინიკურად ხასიათდება ყველა ჩამოთვლილი ნიშნით, მონიშნე გარდა რომელისა?

965

მიოკარდის მწვავე ინფარქტის მიმდინარეობის კლინიკურ თავისებურებებს განეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, მონიშნე გარდა რომელისა?

966

შაქრიანი დიაბეტის დროს სტენოკარდია არაიშვიათად მიმდინარეობს ატიპურად და ვლინდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილით, მონიშნე გარდა რომელისა?

967

დიაბეტის მწვავე გართულებანი – შეარჩიე სწორი პასუხების კომბინაცია: 1. ჰიპეროსმოლარული არაკეტოაციდოზური კომა განსაკუთრებით ხშირია ტიპი 1 დიაბეტის დროს; 2. კეტოაციდოზი გვხვდება მხოლოდ ტიპი 2 დიაბეტის დროს: 3. სულფანილ-შარდოვანას პრეპარატები არასოდეს იწვევენ ჰიპოგლიკემიას; 4. ჰიპოგლიკემიის ნიშნები და სიმპტომები ძალზე სპეციფიურია და იმდენად მსგავსი გამოხატულება აქვთ სხვადასხვა ავადმყოფში, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მათი გამოცნობა ძნელი არ არის ლაბორატორიული კონტროლის გარეშე.

968

მონიშნე (მაკრო)პროტეინურიის განსაზღვრის მნიშვნელობის სწორი პასუხი: 1.მიუთითებს თირკმლების ფუნქციის დარღვევაზე: 2.თირკმლების დაზიანების ადრეული სტადიის მაჩვენებელია, რომლის მედიკამენტებით მკურნალობა ძალზე კარგი ეფექტით ხასიათდება: 3.შესაძლოა დაკავშირებული იყოს არამხოლოდ დიაბეტთან; 4.ძალზე ძვირადღირებული გამოკვლევაა და ამიტომ იშვიათად ტარდება.

969

მონიშნე მაკროანგიოპათიის განსაზღვრება-ინტერპრეტაციის სწორი ვარიანტი 1.გულისხმობს აორტის, კორონარული, ცერებრული, ქვემო კიდურებისა და სხვა პერიფერიული არტერიების დაზიანებას; 2.შაქრიანი დიაბეტის დროს ვითარდება უფრო ადრეულ ასაკში და იშვიათად, ვიდრე დიაბეტის გარეშე; 3.შაქრიანი დიაბეტის დროს სიკვდილის შემთხვევათა 10%- ის მიზეზია; 4.თამბაქოს წევა, არტერიული ჰიპერტენზია, სიმსუქნე და ჰიპერლიპიდემია ხელს უწყობენ მის განვითარებას.

970

მონიშნე ჰიპეროსმოლარული არაკეტოაციდოზური კომის ინტერპრეტაციის სწორი პასუხი: 1.სიხშირე შეადგენს ყველა ჰიპერგლიკემიური კომების 30%-ს; 2.უფრო ხშირია ახალგაზრდა ასაკის აქტიური ცხოვრების ნირის მქონე ავადმყოფებში; 3.ლეტალობა ამ დროს უფრო დაბალია, ვიდრე დიაბეტური კეტოაციდოზის დროს; 4.სიმპტომები ხშირად უფრო სუსტად ვლინდება, ვიდრე დიაბეტური კეტოაციდოზის დროს.

971

27 წლის ქალს სამი წინამორბედი ორსულობისას ორჯერ აღენიშნებოდა მკვდრადშობადობა და ერთხელ მშობიარობა ჭარბი მასის ნაყოფით. მიმდინარე მეოთხე ორსულობისას პლაზმის გლუკოზა აღმოჩნდა: უზმოდ - 5,8 მმოლ/ლ, ტკბილეულით მდიდარი საუზმიდან 2 სთ-ში - 12,6 მმოლ/ლ, მონიშნე, როგორ უნდა შეფასდეს ამ შემთხვევაში გლიკემიის შედეგები? 1.გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება გესტაციური ტიპის; 2.შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 1, მსუბუქი ფორმა; 3.შაქრიანი დიაბეტი, ტიპი2, მსუბუქი ფორმა; 4.გესტაციური შაქრიანი დიაბეტი; 5.დიაგნოზის დასადგენად საჭიროა ჩატარდეს გლუკოზისადმი ტოლერანტობის სტანდარტული ტესტი.

972

29 წლის ავადმყოფ მამაკაცს პანკრეასექტომიის შემდეგ განუვითარდა შაქრიანი დიაბეტი მკვეთრად გამოხატული კლინიკური სიმპტომებითა და კეტოაციდოზისადმი მიდრეკილებით, რის გამოც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა მკურნალობის დაწყება ინსულინის პრეპარატებით. ქვემოთჩამოთვლილთაგან მონიშნე, რომელი დიაგნოზი უფრო შესაფერისია აღწერილ შემთხვევაში: 1.ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი; 2.შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 1; 3.გესტაციული შაქრიანი დიაბეტი; 4.პანკრეასექტომია; 5.პანკრეასექტომიის შემდგომი მდგომარეობა. შაქრიანი დიაბეტი, მძიმე ფორმა.

973

ინსულინის დოზის ქრონიკული სიჭარბის სინდრომის კლინიკური გამოვლინებაა ყველა ჩამონათვალი, მონიშნე გარდა რომელისა ?

974

მწვავე ინფარქტის არსებობისას, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, სულფანილშარდოვანას პრეპარატებით მკურნალობის არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში, ენიშნებათ:

975

მონიშნე რას ისახავს მიზნად შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა: 1. მიზნად ისახავს მეტაბოლიზმის იდეალურ კომპენსაციას ასაკისა და დაავადებით გამოწვეული სავადასხვა პირობების მიუხედავად; 2.გულისხმობს რისკის ისეთი ფაქტორების თავიდან აცილებასაც, როგორიცაა სიმსუქნე, ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია და თამბაქოს წევა; 3.ტიპი 2 დიაბეტის დროს იწყება დიეტით, სწავლებით, ფიზიკური ვარჯიშებით, შემდეგ შაქარდამწევი ორალური საშუალებებით ან თუ კომპენსაცია ვერ იქნა მიღწეული, ინსულინით; 4.ტიპი 1 დიაბეტის დროს გულისამობს ინსულინის გამოყენებას, სწავლებას, დიეტას და ფიზიკურ ვარჯიშებს.

976

ინსულინოთერაპიის გაგრძელება ან დაწყება საჭიროა მონიშნე რა დროს? 1.ტიპი 1 დიაბეტის დროს ოპერაციისთვის მომზადების პერიოდში; 2.ტიპი 2 დიაბეტის დროს რთული ქირურგიული ოპერაციისთვის მომზადების პერიოდში; 3.ტიპი 2 დიაბეტის ყველა შემთავევაში, რომლებიც ღებულობდნენ შაქარდამწევ ორალურ საშუალებებს და ემზადებიან ნებისმიერი სახის ოპერაციისათვის; 4.დეკომპენსირებული დიაბეტის დროს ოპერაციისთვის მომზადების პერიოდში.

977

შაქრიანი დიაბეტის დროს რეგულარული, ადექვატური, დოზირებული ფიზიკური ვარჯიშები ხელს უწყობენ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილს, მონიშნე გარდა რომელისა ?

978

აარჩიე დიაბეტიანი ავადმყოფის კვების სწორი რეჟიმი: 1.მკაცრად უნდა იქნეს განაწილებული დღის განმავლობაში; 2.ტიპი 2 დიაბეტის და სიმსუქნის დროს უნდა იყოს ხშირი და მაღლკალორიული; 3.ტიპი 1 დიაბეტის დროს უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად ინსულინოთერაპიისა და ფიზიკური აქტიობის რეჟიმის გათვალისწინებით; 4.ტიპი 1 დიაბეტის დროს ზოგჯერ ითვალისწინებს ძილის წინ დამატებით კვებას.

979

მონიშნე სწორი პასუხი, თუ რა მნიშვნელობა აქვს სისხლში გლუკოზის თვითკონტროლის სიზუსტეს: 1.ძალზე მნიშვნელოვანია; 2.მნიშვნელოვნად დამოკიდებულია გამოკვლევის ჩამტარებლის უნარსა და ცოდნაზე; 3.ტესტჩხირზე არასაკმარისი რაოდენობით სისხლის დაწვეთებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს ანალიზის შედეგი; 4.ტესტ-ჩხირთან სისხლის კონტაქტის დროის დაცვა მნიშვნელოვნად იმოქმედებს გაზომვის სიზუსტეზე.

980

აირჩიე ჰიპოგლიკემიის მკურნალობის სწორი ვარიანტი: 1.ყველა შემთავევაში, მსუბუქი ხარისხის დროსაც კი უმჯობესია ჰოსპიტალიზაცია გართულებების პროფილაქტიკისათვის; 2.მსუბუქ შემთხვევებში საკმარისია დამატებითი საკვების, შაქრის ნატეხის ან ერთი ჭიქა ხილის წვენის მიღება; 3.თუ ჰიპოგლიკემია განვითარდა საკვების მიღების რეჟიმით გათვალისწინებულ დროზე ადრე, შეიძლება დამატებით პურის ან მშრალი ნამცხვრის მცირე ზომის რამდენიმე ნაჭრის მიღება; 4.მძიმე შემთავევებში აუცილებელია ინტრავენურად დექსტროზის გადასხმა ან გლუკაგონის ინექციის გამოყენება.

განმარტებები