QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო ენდოკრინოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო ენდოკრინოლოგია

1030 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

621

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 ხასიათდება: 1. კეტონურიის განვითარებით კეტონემიის გარეშე; 2. კეტონურიის განვითარებით გლუკოზურიის სტიმულაციური ეფექტის ზეგავლენით; 3. კეტონურიის განვითარებით ადიპოციტებში კეტოგენეზის გაძლიერების გამო; 4. კეტოაციდოზისადმი მიდრეკილებით; 5. კეტოაციდოზისადმი მიდრეკილებით ლიპოგენეზის გაძლიერების ფონზე.

622

ავადმყოფ მამაკაცს, რომელსაც 44 წლის ასაკში განვითარებული შაქრიანი დიაბეტის კონტროლისათვის 14 წლის განმავლობაში ესაჭიროებოდა გლიბენკლამიდის 10 მგ დღიურად, განუვითარდა რეზისტენტობა ორალური ანტიდიაბეტური საშუალებების მიმართ. შაქრიანი დიაბეტის კომპენსაციისა და კეტოაციდოზის ლიკვიდაციისათვის საჭირო გახდა მკურნალობის დაწყება ინსულინის პრეპარატებით, საშუალო დღიური დოზით 60 ერთეული. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დიაგნოზია უფრო შესაფერისი აღწერილ შემთხვევაში? 1. ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი; 2. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1; 3. შაქრიანი დიაბეტი; 4. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, მძიმე ფორმა; 5. შაქრიანი დიაბეტი ტიპი1, მძიმე ფორმა.

623

57 წლის ქალს, რომლის სიმაღლეა 162სმ და სხეულის მასა 88კგ, გლიკემია კაპილარულ სისხლში უზმოდ აღმოაჩნდა 5,5 მმოლ/ლ, 75 გრამი გლუკოზის ხსნარის დალევიდან 2 სT-ში გლიკემია იყო 8,8 მმოლ/ლ. როგორ უნდა შეფასდეს ამ შემთხვევაში გლიკემიის შედეგები/1. ლატენტური დიაბეტი, სიმსუქნე; 2. ქიმიური დიაბეტი ჭარბი კვების ფონზე; 3. აშკარა ფორმის შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე; 4. გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა, სიმსუქნე; 5. გლუკოზისადმი ნორმალური ტოლერანტობა.

624

49 წლის მამაკაცს, რომლის სიმაღლეა 180 სმ სხეული მასის ინდექსი 39 კგ/მ2, კაპილარულ სისხლში გლიკემია უზმოდ აღმოაჩნდა 4,5 მმოლ/ლ. 75 გ გლუკოზის ხსნარის დალევიდან 2 სთ, გლიკემია იყო 12,1 მმოლ/ლ, ხოლო 4 სთ - 5,8 მმოლ/ლ. როგორ უნდა შეფასდეს ამ შემთხვევაში გლიკემიის შედეგები? 1. გლუკოზისადმი ნორმალური ტოლერანტობა; 2. შაქრიანი დიაბეტი სიმსუქნის ფონზე; 3. გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება ნორმალური მასის ფონზე. 4. ლატენტური დიაბეტი სიმსუქნის ფონზე; 5. მიღებული შედეგები ურთიერთგამომრიცხავია და საჭიროა განმეორებით გამოკვლევა.

625

34 წლის ქალს სამი წინამორბედი ორსულობიდან ორჯერ აღენიშნებოდა მშობიარობა ჭარბი მასის ნაყოფით (4800გ და 5400გ). მიმდინარე მეოთხე ორსულობის 27-ე კვირაზე ჩაუტარდა გლუკოზისადმი ტოლერანტობის სტანდარტული ტესტი 75 გ გლუკოზით. ვენურ პლაზმაში გლიკემია უზმოდ იყო 5,5 მმოლ/ლ, ხოლო გლუკოზის ხსნარის დალევიდან 2 სთ - 11,9 მმოლ/ლ. როგორ უნდა შეფასდეს ამ შემთხვევაში გამოკვლევის შედეგები? 1. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, მსუბუქი ფორმა; 2. გესტაციური დიაბეტი; 3. სტეროიდული დიაბეტი 4. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, მსუბუქი ფორმა.

626

27 წლის ქალს სამი წინამორბედი ორსულობისას ორჯერ აღენიშნებოდა მკვრადშობადობა და ერთჯერ მშობიარობა ჭარბი მასის ნაყოფით. მიმდინარე მეოთხე ორსულობისას პლაზმის გლუკოზა აღმოჩნდა : უზმოდ - 5,8 მმოლ/ლ,, ტკბილეულით მდიდარი საუზმიდან 2 სT-ში - 12,6 მმოლ/ლ. როგორ უნდა შეფასდეს ამ შემთხვევაში გლიკემიის შედეგები?1. გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება გესტაციური ტიპის; 2. შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 1, მსუბუქი ფორმა; 3. შაქრიანი დიაბეტი, ტიპი2, მსუბუქი ფორმა; 4. გესტაციური შაქრიანი დიაბეტი; 5. დიაგნოზის დასადგენად საჭიროა ჩატარდეს გლუკოზისადმი ტოლერანტობის სტანდარტული ტესტი.

627

29 წლის ავადმყოფ მამაკაცს პანკრეასექტომიის შემდეგ განუვითარდა შაქრიანი დიაბეტი მკვეთრად გამოხატული კლინიკური სიმპტომებითა და კეტოაციდოზისადმი მიდრეკილებით, რის გამოც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდა მკურნალობის დაწყება ინსულინის პრეპარატებით. ქვემოჩამოთვლილთაგან რომელი დიაგნოზი უფრო შესაფერისია აღწერილ შემთხვევაში? 1. ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტი; 2. შაქრიანი დიაბეტი, ტიპი 1; 3. გესტაციული შაქრიანი დიაბეტი; 4. პანკრეასექტომია;5. პანკრეატექტომიის შემდგომი მდგომარეობა. შაქრიანი დიაბეტი, მძიმე ფორმა.

628

შაქრიანი დიაბეტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: 1. პანკრეასექტომია; 2. ჰემოქრომატოზი; 3. მუკოვისციდოზი; 4. ქრონიკული პანკრეატიტი; 5. ქრონიკული ჰეპატო-ქოლეცისტიტი; 6. კუჭის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა (დემპინგ-სინდრომი).

629

შაქრიანი დიაბეტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: 1. ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი, ჰიპოთირეოზი; 2. აკრომეგალია; 3. ჰიპერპრალაქტინემიის სინდრომი; 4. ფეოქრომოციტომა; 5. კუშინგის სინდრომი; 6. პირველადი ალდოსტერონიზმი; 7. პირველადი ჰიპერპარათირეოზი; 8. გლუკაგონომა.

630

ქვემოჩამოთვლილთაგან დიაბეტოგენური ეფექტით ხასიათდებიან შემდეგი პრეპარატები:1. სულფანილამიდები; 2. თიაზიდური შარდმდენები; 3. გლუკოკორტიკოიდები; 4. ბიგუანიდები; 5. ზოგი ფსიქოტროპული საშუალება; 6. კატექოლამინები; 7. ესტროგენების შემცველი პრეპარატები; 8. ალფა-გლუკოზიდაზას ინჰიბიტორები.

631

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის დროს ბეტა-უჯრედების მიერ ექსპრესირებული ანტიგენები წარმოადგენენ აუტოიმუნური აგრესიის სამიზნეებს. ასეთი ანტიგენებია: 1. ინსულინი; 2. გლუკაგონი; 3. გლუტამინის მჟავის დეკარბოქსილაზა ანუ 64 კილოდალტონის მოლეკულური მასის პროტეინი; 4. დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა; 5. ფოსფოლიპაზა; 6. ინსულინაზა.

632

დაასახელეთ მეტაბოლიზმის რეგულაციის ყველაზე ადრეული დეფექტი, რომელიც წინ უძღვის აშკარა ფორმის ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის ჩამოყალიბებას? 1. ინსულინის სეკრეციის პირველი ფაზის გაქრობა; 2. ინსულინის სეკრეციის მეორე ფაზის დათრგუნვა; 3. ინსულინის მიმართ რეზისტენტობის მომატება; 4. ინსულინის ინაქტივაციის გაძლიერება; 5. გლუკაგონისა და ზრდის ჰორმონის კონტრაინსულინური მოქმედების მომატება.

633

ქვემოჩამოთვლილთაგან რომელი ანთროპომეტრული მაჩვენებელი აღმოჩნდა ყველაზე უფრო მკაფიო კორელაციაში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის გამოაშკარავებამდე არსებულ ინსულინორეზისტენტობასთან? 1. ქვემო კიდურების გარშემოწერილობა ბარძაყის შუა მესამედში; 2. წელის გარშემოწერილობა; 3. გულმკერდის გარშემოწერილობა; 4. თეძოს გარშემოწერილობა; 5. სიმაღლის შეფარდება სხეულის მასის კვადრატთან.

634

რატომ ვითარდება ბეტა-უჯრედების უკმარისობა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს?1. ლანგერჰანსის კუნძულების თანდაყოლილი რაოდენობრივი სიმცირის გამო; 2. დეფექტური ინსულინის სეკრეციის გამო; 3. სისხლში ინსულინის შემაკავშირებელი პროტეინების სიჭარბის გამო; 4. ინსულინორეზისტენტობის გამო; 5. ინსულინსზური აქტიობის მატების გამო.

635

როგორი მექანიზმით უწყობს ხელს ღვიძლი უზმოდ ჰიპერგლიკემიას ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს? ინსულინის ბიოლოგიური ეფექტურობის დაქვეითების კვალდაკვალ ითრგუნება ღვიძლში გლიკოგენის სინთეზი, ძლიერდება გლიკოგენოლიზი და გლუკონეოგენეზი; 2. პანკრეასიდან ინსულინი ჯერ ხვდება ღვიძლში კარის ვენის სისტემის გავლით. ღვიძლში ინსულინაზური აქტიობის გაზრდა იწვევს ჰიპერგლიკემიას; 3. ძლიერდება ღვიძლში გლუკოზის პროდუქცია ცხიმოვანი მჟავებისაგან; 5. ღვიძლის ცხიმოვანი ინფილტრაცია აქვეითებს მის ფუნქციურ აქტიობას, რის გამოც ნაწლავებიდან შეწოვილი ნახშირწყლები ადვილად ხვდებიან საერთო სისხლისმიმოქცევაში, რაც მკვეთრად ზრდის სისხლში გლუკოზის კონცენტრაციას.

636

რომელი მეტაბოლური დარღვევებია დამახასიათებელი Xსინდრომისთვის? 1. ჰიპერინსულინემია; 2. გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება; 3. ჰიპერგამაგლობულინემია; 4. ჰიპერკალცემია 5. ჰიპერტრიგლიცერიდემია; 6. მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის კონცენტრაციის დაქვეითება სისხლში; 7. არტერიული ჰიპერტენზია; 8. სიმსუქნე; 9. ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია; 10. ჰიპერფიბრინოგენემია; 11. ჰიპოკალემია; 12. ჰიპერვაზოპრესინემია.

637

დიფუზური ტოქსიური ჩიყვის მსუბუქი ფორმისათვის დამახასიათებელია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა ისეთისა, როგორიცაა:

638

დიფუზურ-ტოქსიური ჩიყვის საშუალო სიმძიმის მიმდინარეობისათვის დამახასიათებელია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა ისეთისა, როგორიცაა:

639

დიფუზური ტოქსიური ჩიყვის მძიმე ფორმისათვის დამახასიათებელია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:

640

ფარისებრი ჯირკვლის I ხარისხის გადიდებისათვის (ნიკოლაევის მიხედვით) დამახასიათებელია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა ისეთისა, როგორიცაა:

განმარტებები