QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო ენდოკრინოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო ენდოკრინოლოგია

1030 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

541

ინსულინომის დროს სისხლის უზმოდ გამოკვლევისას ხშირად ვლინდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა ისეთისა, როგორიცაა:

542

ჰიპერინსულინიზმის დიაგნოსტირებისათვის გამოყენებულია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ფუნქციონალური სინჯი, გარდა:

543

რა რაოდენობის გლუკოზის ფხვნილით უნდა დამზადდეს წყალხსნარი გლუკოზისადმი ტოლერანტობის სტანდარტული ორალური ტესტის ჩატარებისათვის ბავშვთა ასაკში?

544

ინსულინის ინექციის წინ რეკომენდირებულია ფლაკონის "გაგორება" ხელის გულებს შორის, რადგანაც 1. ამით მცირდება ფლაკონში ჰაერის ბუშტუკების წარმოქმნა; 2. ამით ერთგვაროვანი ხდება ინსულინის მღვრიე სუსპენზია; 3. ამით ფლაკონში ჰაერის წნევა სტაბილური ხდება; 4 ამით ინსულინი თბება და ნაკლებად მტკივნეული ხდება მისი ინექცია.

545

ინფუზიისათვის ინსულინის პრეპარატების განსაზავებლად... 1. არსებობს სპეციალური გამხსნელი ხსნარები; 2. მაცივარში შენახული სპეციალურ ხსნარში განზავებული ინსულინის გამოყენება შესაძლებელია სამი თვის განმავლობაში; 3. მაცივარში შენახული გამხსნელი ვარგისიანობას ინარჩუნებს სამი თვის განმავლობაში; 4. ოთახის ტემპერატურის პირობებში შენახული ინსულინის გახსნილი პრეპარატი სახმარად ვარგისია ერთი თვის განმავლობაში.

546

ინსულინის მოლეკულური სტრუქტურა ხასიათდება: 1. ორი ჯაჭვისაგან შემდგარი პოლიპეპტიდური შენებით; 2. შიდა დისულფიდური ხიდის არსებობით; 3. ფერმენტული თვისებებით; 4. ბივალენტური რკინის იონის არსებობით.

547

ადამიანის პროინსულინი: 1. წარმოიქმნება ადამიანის პანკრეასის ბეტაუჯრედებში; 2. ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ჰიპოგლიკემიური ეფექტით; 3. შედგება ინსულინის მოლეკულის A და B ჯაჭვების და მათი შემაერთებელი C პეპტიდისაგან; 4. განაპირობებს ანდროგენების ბიოლოგიური ეფექტის პოტენცირებას

548

სხეულის იდეალური მასის მიღწევა: 1. სულაც არ არის აუცილებელი შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისათვის; 2. ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან სიმსუქნე ხელს უწყობს ინსულინორეზისტენტობას; 3. ხშირად ძალზე უძნელდებათ დიაბეტისა და სიმსუქნის მქონე ავადმყოფებს; 4.აუცილებელია კარგი მეტაბოლური კონტროლის შესანარჩუნებლად.

549

შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებია: 1. სწავლება; 2. დიეტა; 3. ინსულინი; 4. ფიზიოთერაპია.

550

გლიკემია. 1. შაქრიანი დიაბეტის დროს ყოველთვის ადვილი მისაღწევია გლიკემიის იდეალური კონტროლი; 2. DCCT (აშშ-ში ჩატარებული ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი გამოკვლევის შემოკლებული სახელწოდება) ადასტურებს, რომ გლიკემიის დონეს არა აქვს არსებითი მნიშვნელობა; 3. ორსულობისას აუცილებელია გლიკემიის მკაცრი კონტროლი: 4. ინსულინით გლიკემიის ნორმალიზაციის მიღწევის ფონზე მატულობს ჰიპოგლიკემიების რისკი.

551

შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის ამოცანებია: 1. გლიკემიის მაქსიმალური ნორმალიზაცია; 2. სხეული მასის ნორმალიზაცია: 3. გლიკემიის იდეალური კონტროლის უზრუნველყოფა, თუნდაც აუცილებელი საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების მნიშვნელოვანი შეზღუდვების ხარჯზე; 4. ნაკლებად შეაწუხოს პაციენტმა ოჯახის წევრები და ნათესავები.

552

მეთფორმინი: 1. სულფანილშარდოვანას ჯგუფის წარმომადგენელია; 2.არ იწვევს ინსულინის სეკრეციის სტიმულაციას; 3. ხელს უწყობს სიმსუქნეს;4. შედარებით ხშირად იწვევს მადის დაკარგვას, გულის რევას.

553

ბიგუანიდები: 1. აძლიერებენ პანკრეასის ბეტა-უჯრედებიდან ინსულინის გამოყოფას; 2. აქვეითებენ ღვიძლიდან გლუკოზის ბაზალურ სეკრეციას; 3. აქვეითებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გლუკოზის შეწოვას; 4. თითქმის არ მოქმედებენ ინსულინის რეცეპტორებზე.

554

რომელია სწორი ქვემოჩამოთვლილი დებულებებიდან? 1. შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის საბოლოო მიზანია, რაც შეიძლება ნაკლებად შეუშალოს დაავადებამ ხელი დიაბეტიანი პაციენტის ნორმალურ, სრულფასოვან ცხოვრებას; 2. დიაბეტის კარგი კომპენსაცია ცხოვრების კარგი ხარისხის ხელშემწყობია; 3. დიაბეტიანის კეთილდღეობა მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. 4. დიაბეტის დროს ცხოვრების ხარისხის ობიექტურად და ზედმიწევნით ზუსტად შეფასება ძალზე ადვილია.

555

მეთფორმინის გვერდითი ეფექტები: 1. ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია: მადის დაქვეითება, გულის რევა, კუჭ-ნაწლა-ვის მხრივ დისკომფორტი; 2. ლაქტაციდოზი დამახასიათებელია ფენფორმინისთვის და სრულიად არ ახასიათებს მეთფორმინს; 3. მეთფორმინმა შეიძლება გამოიწვიოს პირში მეტალის გემო; 4. მეთფორმინი იწვევს ჰიპოგლიკემიას ნებისმიერი დოზით ხმარებისას.

556

ადექვატური დოზირებული ფიზიკური ვარჯიშების ღირსებებია: 1. სხეულის ჭარბი მასის შემცირება; 2. ფიზიკური შრომის უნარის დაქვეითება; 3. გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის გაუმჯობესება; 4. ცხოვრების ხარისხის გაუარესება.

557

ინსულინი გამომუშავდება... 1. ალფა-უჯრედებში; 2. ბეტაუჯრედებში; 3. პანკრეასში; 4. ლანგერჰანსის კუნძულებში

558

ბიგუანიდები: 1. მათი წარმოება მთელს მსოფლიოში შეწყვეტილია მეXX საუკუნის 70-იანი წლებიდან; 2. არ აძლიერებენ ინსულინის გამოყოფას; 3. ხელს უწყობენ სხეულის მასის მომატებას; 4. წინააღმდეგნაჩვენებია დიაბეტის ფონზე თირკმლების ქრონოკული ტერმინალური უკმარისობის დროს.

559

სისხლში გლუკოზის ოპტიმალური კონცენტრაციაა: 1. 3-იდან 6 მმოლ/ლ-მდე ყველა დიაბეტიანი ავადმყოფისთვის; 2. შეძლებისდაგვარად ახლო უნდა იყოს ნორმის მაჩვენებლებთან; 3. დამოკიდებულია ასაკზე, დიაბეტის ტიპსა და სხვა პირობებზე; 4. ჰიპოგლიკემიის თეორიული რისკის თავიდან ასაცილებლად ყველა შემთხვევაში სჯობს შევინარჩუნოთ10-დან 11 მმოლ/ლ.-ის ფარგლებში

560

ფიზიკური ვარჯიშები... 1. აუცილებელია, რადგან ხელს უწყობენ წონის ნორმალიზაციას; 2. უნდა შეირჩეს ექიმის ინტერესებისა და საჭიროების შესაბამისად; 3. ყოველ მომდევნო კვირაში იწვევენ ჰიპოგლიკემიას; 4. დასაწყისში დადებითად მოქმედებენ ისეთი გართულებების დროს, როგორიცაა ჰიპერტონია და რეტინოპათია.

განმარტებები